საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს სასოწარკვეთილი გზავნილი არ ჩავუბეჭდოთ ახალგაზრდებს ცნობიერებაში" - რატომ მოუწოდებს ფსიქოლოგი საზოგადოებას სიფრთხილისკენ
"ეს სასოწარკვეთილი გზავნილი არ ჩავუბეჭდოთ ახალგაზრდებს ცნობიერებაში" - რატომ მოუწოდებს ფსიქოლოგი საზოგადოებას სიფრთხილისკენ

15 წლის ლუკა სი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა.

მო­ზარ­დმა "მწვა­ნე სკო­ლას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის და პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვის შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და და ის იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მარ­თვით სუნ­თქვა­ზე ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

გა­მო­ძი­ე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სი­რა­ძე და­კი­თხეს, 10 დე­კემ­ბერს "მწვა­ნე სკო­ლის" შიდა და გარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბის ფაქ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­წყო.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის ცნო­ბით, საქ­მის გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ლუ­კას­გან აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის მი­ღე­ბას მას­ზე ზე­წო­ლის მოხ­დე­ნის გზით ცდი­ლობ­დნენ. თუმ­ცა, რო­გორც ცნო­ბი­ლია ლუ­კას აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა არ მი­უ­ცია და უც­ნო­ბია, ნამ­დვი­ლად მან და­წე­რა თუ არა სკო­ლის კე­დელ­ზე ფრა­ზა - "ამ ცხოვ­რე­ბის დე­დაც".

მომ­ხდარს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. ადა­მი­ა­ნე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე“ მო­ზარ­დის ფო­ტო­ებს აზი­ა­რე­ბენ ჰეშ­თე­გით #ამ­ცხოვ­რე­ბის­დე­დაც. ასე­ვე თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში სხვა­დას­ხვა შე­ნო­ბებ­ზე, გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე იმა­ვე ში­ნა­არ­სის წარ­წე­რე­ბი გაჩ­ნდა.

ფსი­ქო­ლო­გე­ბის­გან არა­ერ­თხელ მოგ­ვის­მე­ნია, რომ რო­დე­საც სუ­ი­ცი­დის, ან სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ტი­რა­ჟირ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, სხვა ადა­მი­ა­ნებ­ში მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბის სურ­ვი­ლი გაჩ­ნდეს.

ფსი­ქო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ჯანა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს იმა­ზე, თუ რა­ტომ არ უნდა ჩა­ვუ­ბეჭ­დოთ ეს სა­სო­წარ­კვე­თი­ლი გზავ­ნი­ლი ახალ­გაზ­რდებს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში:

"ლუკა სი­რა­ძის და­ღუპ­ვა სიმ­ბო­ლოა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი­სა და კრი­ზი­სის. ბევ­რი ბავ­შვია და­უც­ვე­ლი, ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნია და­უც­ვე­ლი ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ში. თით­ქოს შე­ვეჩ­ვი­ეთ უკვე და აღარ გვიკ­ვირს სიკ­ვდი­ლი. აღარ გვიკ­ვირს ძა­ლა­დო­ბა. აღარ გვიკ­ვირს ძა­ლა­დო­ბის შემ­დგომ და­უს­ჯე­ლო­ბა. აღარ გვიკ­ვირს გულ­გრი­ლო­ბა.

გა­ვიხ­სე­ნოთ მუ­შე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­გუ­ლა­რუ­ლად იღუ­პე­ბი­ან მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე გახ­და გა­ნურ­ჩე­ვე­ლი მათი სიკ­ვდი­ლის მი­მართ. რა­ღაც ხმა­უ­რი ატყდე­ბა ტრა­გე­დი­ის დღეს, მერე გვა­ვი­წყდე­ბა და არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, არა­ფერს ვცვლით. არ ვცდი­ლობთ, რომ შრო­მის დროს ადა­მი­ა­ნი იყოს და­ცუ­ლი და არ გრძნობ­დეს თავს ომში.

ასე­თი რამ არ უნდა დაგ­ვე­მარ­თოს ლუ­კას შემ­თხვე­ვა­ში, უნდა გა­მოვ­ფხიზ­ლდეთ და ალ­ბათ ამი­ტო­მაა, რომ მო­ზარ­დის ფრა­ზას ცხოვ­რე­ბის ამა­ო­ე­ბა­ზე, თუ სუ­ი­ციდ­ზე ახლა კამ­პა­ნი­ა­სა­ვით იყე­ნე­ბენ მისი სიკ­ვდი­ლით შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ზრდას­რუ­ლე­ბი­ცა და ახალ­გაზ­რდე­ბიც. მაგ­რამ ალ­ბათ, იმა­ზეც უნდა დავ­ფიქ­რდეთ, რომ ეს სა­სო­წარ­კვე­თი­ლი გზავ­ნი­ლი, არ ჩა­ვუ­ბეჭ­დოთ ახალ­გაზ­რდებს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში. პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ზე ვიზ­რუ­ნოთ, ეს უნდა იყოს პა­სუ­ხი ამ ტრა­გე­დი­ა­ზე.

მო­ზარ­დი ემსხვერ­პლა გულ­გრი­ლო­ბას, უსა­მარ­თლო­ბას, იმას, თუ რა მა­გა­ლითს ვაძ­ლევთ ჩვენ - ზრდას­რუ­ლე­ბი. ზრდას­რულ­თა სამ­ყა­რო­ში ძა­ლა­დობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია, რო­მე­ლიც ტი­რა­ჟი­რე­ბუ­ლია ყვე­ლა დო­ნე­ზე, გინ­და პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­ხე­დოთ, გინ­და საკ­რე­ბუ­ლო­ში, გინ­და სკო­ლებ­ში - სა­დაც ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა არა მოს­წავ­ლე­ებს შო­რის, არა­მედ მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს შო­რი­საა; გინ­და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში შე­ვი­ხე­დოთ - ყველ­გან ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი, შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბა და აგ­რე­სი­აა.

ბავ­შვე­ბიც ამას ხე­და­ვენ, ამას სწავ­ლო­ბენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე იყო, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ზარ­დის საქ­ცი­ე­ლიც (თუ ეს მან და­ტო­ვა წარ­წე­რე­ბი სკო­ლის კედ­ლებ­ზე) - მას არა­ფე­რი ისე­თი არ გა­უ­კე­თე­ბია, რა­საც ყო­ველ­დღე არ აჩ­ვე­ნებს ზრდას­რულ­თა ის სას­ტი­კი სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც ჩვენ შევ­ქმე­ნით. პა­სუ­ხად მი­ი­ღო კვლავ ის, რაც ჩვე­უ­ლია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის - გულ­გრი­ლო­ბა და ძა­ლა­დო­ბა.

მისი ოჯა­ხი გლო­ვობს და ოჯახ­თან ერ­თად მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გლო­ვობს, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­კუ­თარ ბრა­ლე­უ­ლო­ბა­სა, თუ უსუ­სუ­რო­ბას გა­ნიც­დის. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც ამ­ბობს, რომ ეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ბრა­ლია, ვი­ღა­ცა „ნა­ცი­ო­ნა­ლებს“ აბ­რა­ლებს, მაგ­რამ ამის უკა­ნაც ადა­მი­ა­ნებ­ში სა­კუ­თა­რი ბრა­ლე­უ­ლო­ბის გან­ცდაა, სა­კუ­თა­რი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გაქ­ცე­ვის ინ­სტინ­ქტი.

ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის მო­დუ­სი­დან უნდა გა­მო­ვი­დეთ, ვა­ღი­ა­როთ ჩვე­ნი წვლი­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ვი­მუ­შა­ვოთ ცვლი­ლე­ბებ­ზე

ასე­თი უბე­დუ­რე­ბა რომ მოხ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იგ­ლო­ვოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვერ ეტყვი, რომ არ და­ი­ლა­პა­რა­კოს ლუ­კა­ზე, არ და­წე­როს მის შე­სა­ხებ, არ გა­ა­ზი­ა­როს მისი ფოტო. მაგ­რამ გლო­ვა მარ­ტო ტი­რი­ლი არ არის - ის იმის გა­აზ­რე­ბაც არის, თუ რო­გორ მოხ­და ის, რაც მოხ­და და იმა­ზე და­ფიქ­რე­ბაც არის, თუ რა შევ­ცვა­ლოთ, რომ მო­მა­ვალ­ში ასე­თი რამ აღარ გან­მე­ორ­დეს, რომ სხვა ახალ­გაზ­რდე­ბი არ ჩავ­ტო­ვოთ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

სამი ას­პექ­ტი აქვს პრობ­ლე­მას:

1. და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც მოხ­და მო­ზარ­დის მი­მართ - თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა და შე­სა­ბა­მი­სად, უსა­მარ­თლო­ბა, უნდა აღ­მო­ი­ფხვრას, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი უნდა სა­მარ­თლი­ა­ნად და­ი­სა­ჯონ - ეს არის მო­მა­ვალ­ში ამ­გვა­რი ტრა­გე­დი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზა. სი­ტუ­ა­ცია უნდა შე­იც­ვა­ლოს. რო­დემ­დე უნდა იყოს პო­ლი­ცია თუ სა­ხელ­მწი­ფო საფრ­თხე, იმის ნაც­ვლად, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს იცავ­დეს?!

2. მომ­ხდა­რი უბე­დუ­რე­ბის გა­მოგ­ლო­ვე­ბა მხო­ლოდ ტი­რილს არ გუ­ლის­ხმობს - ეს გუ­ლის­ხმობს სი­ტუ­ა­ცი­ის გა­აზ­რე­ბას, გაკ­ვე­თი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა დო­ნე­ზე და და­ღუ­პუ­ლი ლუკა სი­რა­ძის სა­ხელ­ზე იმა­ზე ზრუნ­ვას, რომ მო­მა­ვალ­ში სხვა მო­ზარ­დე­ბი ამ­გვარ პრობ­ლე­მებს არ ემსხვერ­პლონ.

3. ამ უბე­დუ­რე­ბა­ზე ისე უნდა ვიმ­სჯე­ლოთ, რომ თვით­მკვლე­ლო­ბის გა­შუ­ქე­ბის მე­დია სტან­დარ­ტე­ბი არ და­ირ­ღვეს - და არა მხო­ლოდ მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მხრი­დან: დღეს ყვე­ლა "ჟურ­ნა­ლის­ტი“ ვართ, ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში რა­ი­მეს აზი­ა­რებს" - ამ­ბობს ჯანა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში და იმ მთა­ვარ პრობ­ლე­მა­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას, რო­მელ­მაც ასეთ მძი­მე შე­დე­გამ­დე მი­იყ­ვა­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

"ძა­ლა­დო­ბას ვა­მარ­თლებთ, ძა­ლა­დო­ბას ვი­წყნა­რებთ და თა­ვად ვძა­ლა­დობთ - აი ეს არის ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა. ამ ბი­ჭუ­ნას მეტი კი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, თუ არა ის, რა­საც ხე­დავ­და ყო­ველ­დღე ქუ­ჩა­ში, სკო­ლა­ში და არ და­ვინ­დეთ იმის გამო, რა­საც თვი­თონ­ვე ვას­წავ­ლით და ვა­კე­თებთ და თან ისიც არ ვი­ცით, ნამ­დვი­ლად მან გა­ა­კე­თა თუ არა.

ასე­ვე, და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მია ქვე­ყა­ნა­ში. შემ­თხვე­ვე­ბი, სა­დაც პო­ლი­ცი­ის მხრი­დან იყო ძა­ლა­დო­ბა, სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი არ არის და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი დას­ჯი­ლე­ბი არ არი­ან.

ამავდრო­უ­ლად, როცა ჩვენ, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რს არ ეხე­ბა, ძა­ლა­დო­ბას ვა­მარ­თლებთ და თა­ვა­დაც ვძა­ლა­დობთ. ცვლი­ლე­ბე­ბი ჩვე­ნი თა­ვი­დან და­ვი­წყოთ“, - ამ­ბობს ჯანა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1
5

მაგაზე ვინ ფიქრობს?!ახლა მოდურია ეგ სიტყვები,ვის ანაღვლებს ამ ბავშვის ტრაგედიის უკან რა უზარმაზარი პრობლემა დგას?!მოხატავენ ყველაფერს გაანადგურებენ ძეგლებს ბავშვებში ჩანერგავენ ახალ აგრესიას და დაელოდებიან შემდეგი ბავშვი როდის მოიკლავს თავს,რომ ისევ გააგრძელონ ეს ისტერიკა...ღმერთო.შენ მიეცი ქართველს სწორად განსჯის უნარი...

ეეჰ
0

დღეს ქვეყანაში სამწუხაროდ ყველაფერი ცუდის პიარი მოდათ არის ქცეული, ვწუხვარ რომ ესეთი ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ნუ ვაპიარებთ თვითმკვლელობას ნუ გამოგვყავს ისე, რომ თვითმკვლელობა არაფერია და გამართლებულია ასეთ შემთხვევაში, ან თუნდაც, როდესაც ახალგაზრდა იკლავს თავს აზარტული თამაშების ან სხვა რაიმე ცუდი ჩვევის გამო, მთელი ქვეყანა ეძებს მისი თვითმკვლელობის გამართლებას, შეცოდებას... საბოლოოდ ეს ხდება ჩვეული ფაქტი... აღარავის ანაღვლებს როგორ დაასრულებს სიცოცხლეს, ადრე იმის მაინც გვეშინოდა, რომ დიდი ცოდვააა ეხლა პირიქით იციან, რომ თუ თავს მოიკლავენ მთელ ქვეყანას შეეცოდება და ყველა მასზე ილაპარაკებს..... ნუ ვაპიარებთ !!!!!!!! ნუ ვუბეჭდავთ გონებაში ახალგაზრდებს, რომ ეს ადვილია და ყველას შეუძლია ამის გაკეთება, თორემ მოსამართლე და ლურჯი ვეშაპი კი არა ჩვენ ყველა ჩვენთაგანი ვხდებით ამ ახალგაზრდების სიკვდილში მონაწილენი.!!!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ეს სასოწარკვეთილი გზავნილი არ ჩავუბეჭდოთ ახალგაზრდებს ცნობიერებაში" - რატომ მოუწოდებს ფსიქოლოგი საზოგადოებას სიფრთხილისკენ

"ეს სასოწარკვეთილი გზავნილი არ ჩავუბეჭდოთ ახალგაზრდებს ცნობიერებაში" - რატომ მოუწოდებს ფსიქოლოგი საზოგადოებას სიფრთხილისკენ

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებამ საზოგადოება შეძრა.

მოზარდმა "მწვანე სკოლასთან" დაკავშირებული ინციდენტის და პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და ის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

გამოძიება, რომლის ფარგლებშიც სირაძე დაკითხეს, 10 დეკემბერს "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, საქმის გამომძიებლები ლუკასგან აღიარებითი ჩვენების მიღებას მასზე ზეწოლის მოხდენის გზით ცდილობდნენ. თუმცა, როგორც ცნობილია ლუკას აღიარებითი ჩვენება არ მიუცია და უცნობია, ნამდვილად მან დაწერა თუ არა სკოლის კედელზე ფრაზა - "ამ ცხოვრების დედაც".

მომხდარს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. ადამიანები "ფეისბუქზე“ მოზარდის ფოტოებს აზიარებენ ჰეშთეგით #ამცხოვრებისდედაც. ასევე თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა შენობებზე, გზის სავალ ნაწილზე იმავე შინაარსის წარწერები გაჩნდა.

ფსიქოლოგებისგან არაერთხელ მოგვისმენია, რომ როდესაც სუიციდის, ან სუიციდის მცდელობის შემთხვევა საზოგადოებაში ტირაჟირდება, შესაძლოა, სხვა ადამიანებში მიმბაძველობის სურვილი გაჩნდეს.

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ჯანა ჯავახიშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში საუბრობს იმაზე, თუ რატომ არ უნდა ჩავუბეჭდოთ ეს სასოწარკვეთილი გზავნილი ახალგაზრდებს ცნობიერებაში:

"ლუკა სირაძის დაღუპვა სიმბოლოა ჩვენი საზოგადოების პრობლემებისა და კრიზისის. ბევრი ბავშვია დაუცველი, ზოგადად, ადამიანია დაუცველი ჩვენს სახელმწიფოში. თითქოს შევეჩვიეთ უკვე და აღარ გვიკვირს სიკვდილი. აღარ გვიკვირს ძალადობა. აღარ გვიკვირს ძალადობის შემდგომ დაუსჯელობა. აღარ გვიკვირს გულგრილობა.

გავიხსენოთ მუშები, რომლებიც რეგულარულად იღუპებიან მშენებლობებზე და საზოგადოება უკვე გახდა განურჩეველი მათი სიკვდილის მიმართ. რაღაც ხმაური ატყდება ტრაგედიის დღეს, მერე გვავიწყდება და არაფერი იცვლება, არაფერს ვცვლით. არ ვცდილობთ, რომ შრომის დროს ადამიანი იყოს დაცული და არ გრძნობდეს თავს ომში.

ასეთი რამ არ უნდა დაგვემართოს ლუკას შემთხვევაში, უნდა გამოვფხიზლდეთ და ალბათ ამიტომაა, რომ მოზარდის ფრაზას ცხოვრების ამაოებაზე, თუ სუიციდზე ახლა კამპანიასავით იყენებენ მისი სიკვდილით შეძრწუნებული ადამიანები, ზრდასრულებიცა და ახალგაზრდებიც. მაგრამ ალბათ, იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ ეს სასოწარკვეთილი გზავნილი, არ ჩავუბეჭდოთ ახალგაზრდებს ცნობიერებაში. პრობლემის გადაჭრაზე ვიზრუნოთ, ეს უნდა იყოს პასუხი ამ ტრაგედიაზე.

მოზარდი ემსხვერპლა გულგრილობას, უსამართლობას, იმას, თუ რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენ - ზრდასრულები. ზრდასრულთა სამყაროში ძალადობრივი ურთიერთობებია, რომელიც ტირაჟირებულია ყველა დონეზე, გინდა პარლამენტში შევიხედოთ, გინდა საკრებულოში, გინდა სკოლებში - სადაც ყველაზე დიდი პრობლემა არა მოსწავლეებს შორის, არამედ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორისაა; გინდა სოციალურ ქსელებში შევიხედოთ - ყველგან ურთიერთბრალდებები, შეუწყნარებლობა და აგრესიაა.

ბავშვებიც ამას ხედავენ, ამას სწავლობენ. აქედან გამომდინარე იყო, სავარაუდოდ, მოზარდის საქციელიც (თუ ეს მან დატოვა წარწერები სკოლის კედლებზე) - მას არაფერი ისეთი არ გაუკეთებია, რასაც ყოველდღე არ აჩვენებს ზრდასრულთა ის სასტიკი სამყარო, რომელიც ჩვენ შევქმენით. პასუხად მიიღო კვლავ ის, რაც ჩვეულია ჩვენი საზოგადოებისთვის - გულგრილობა და ძალადობა.

მისი ოჯახი გლოვობს და ოჯახთან ერთად მთელი საზოგადოება გლოვობს, რომელიც, სავარაუდოდ, საკუთარ ბრალეულობასა, თუ უსუსურობას განიცდის. შეიძლება ვიღაც ამბობს, რომ ეს "ქართული ოცნების“ ბრალია, ვიღაცა „ნაციონალებს“ აბრალებს, მაგრამ ამის უკანაც ადამიანებში საკუთარი ბრალეულობის განცდაა, საკუთარი წილი პასუხისმგებლობისგან გაქცევის ინსტინქტი.

ურთიერთბრალდებებისა და პოლიტიკური მანიპულაციების მოდუსიდან უნდა გამოვიდეთ, ვაღიაროთ ჩვენი წვლილი პასუხისმგებლობა და ვიმუშავოთ ცვლილებებზე

ასეთი უბედურება რომ მოხდება, საზოგადოებამ უნდა იგლოვოს, საზოგადოებას ვერ ეტყვი, რომ არ დაილაპარაკოს ლუკაზე, არ დაწეროს მის შესახებ, არ გააზიაროს მისი ფოტო. მაგრამ გლოვა მარტო ტირილი არ არის - ის იმის გააზრებაც არის, თუ როგორ მოხდა ის, რაც მოხდა და იმაზე დაფიქრებაც არის, თუ რა შევცვალოთ, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდეს, რომ სხვა ახალგაზრდები არ ჩავტოვოთ სასოწარკვეთილების მდგომარეობაში.

სამი ასპექტი აქვს პრობლემას:

1. დანაშაული, რომელიც მოხდა მოზარდის მიმართ - თვითმკვლელობამდე მიყვანა და შესაბამისად, უსამართლობა, უნდა აღმოიფხვრას, დამნაშავეები უნდა სამართლიანად დაისაჯონ - ეს არის მომავალში ამგვარი ტრაგედიის თავიდან აცილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა. სიტუაცია უნდა შეიცვალოს. როდემდე უნდა იყოს პოლიცია თუ სახელმწიფო საფრთხე, იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეებს იცავდეს?!

2. მომხდარი უბედურების გამოგლოვება მხოლოდ ტირილს არ გულისხმობს - ეს გულისხმობს სიტუაციის გააზრებას, გაკვეთილების გამოტანას საზოგადოების ყველა დონეზე და დაღუპული ლუკა სირაძის სახელზე იმაზე ზრუნვას, რომ მომავალში სხვა მოზარდები ამგვარ პრობლემებს არ ემსხვერპლონ.

3. ამ უბედურებაზე ისე უნდა ვიმსჯელოთ, რომ თვითმკვლელობის გაშუქების მედია სტანდარტები არ დაირღვეს - და არა მხოლოდ მედია საშუალებების მხრიდან: დღეს ყველა "ჟურნალისტი“ ვართ, ვინც სოციალურ ქსელებში რაიმეს აზიარებს" - ამბობს ჯანა ჯავახიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში და იმ მთავარ პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც ასეთ მძიმე შედეგამდე მიიყვანა საზოგადოება.

"ძალადობას ვამართლებთ, ძალადობას ვიწყნარებთ და თავად ვძალადობთ - აი ეს არის ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა. ამ ბიჭუნას მეტი კი არაფერი გაუკეთებია, თუ არა ის, რასაც ხედავდა ყოველდღე ქუჩაში, სკოლაში და არ დავინდეთ იმის გამო, რასაც თვითონვე ვასწავლით და ვაკეთებთ და თან ისიც არ ვიცით, ნამდვილად მან გააკეთა თუ არა.

ასევე, დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში. შემთხვევები, სადაც პოლიციის მხრიდან იყო ძალადობა, სრულყოფილად გამოძიებული არ არის და დამნაშავეები დასჯილები არ არიან.

ამავდროულად, როცა ჩვენ, ჩვენი ოჯახის წევრს არ ეხება, ძალადობას ვამართლებთ და თავადაც ვძალადობთ. ცვლილებები ჩვენი თავიდან დავიწყოთ“, - ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სალომე ზურაბიშვილი 15 წლის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება