საზოგადოებრივი მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში“ წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ მდუმარე პერფორმანსი გამართეს. მათ უწყების შენობის წინ სკოლის მერხი და სკამი მიიტანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ მოძრაობის წევრმა ნოდარ რუხაძემ განუცხადა, ამ ფორმით მათ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტი გააპროტესტეს.
"სისტემა არის მოძალადე. ჩვენ გავაპროტესტეთ სისტემის ძალადობა,“ - განაცხადა მან.
გარდა ამისა, "სირცხვლია“, "შეცვალე“ და "გაბედე“ დღეს, 19.00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციის გამართვას გეგმავს.
რა დროს ასეთი გამოხტომებია და აქციებია? პოლიტიკურ დატვირთვისთვის ემზადება ეს ხალხი. ვუთანაგრძნოთ ოჯახს და ვილოცოთ მის სულზე. ახლა იქუება ქულების ჩაწერა. რა საშინელებაა როცა ასეთი სატკივარია და ესენი ქუჩა ქუჩა დარბიან და ასეთი ფორმით გამოხატავენ , . ასეთი ტრაგედია არ უნდა იქნეს გამოყენებული უსახური ქცევისგან . გული მეწვის, გული მტკივა ამ საშინელების გამო. ვუსამძიმრებ ლუკას ოჯახს და სრულიად საქართველოს. სად გვყავს დასაკარგი შვილები.
აი! საქართველოს მომავალი, ა ქ ტ ი ვ ი ს ტ ე ბ ი. ესენი ააშენებენ ქვეყანას, ოღონდ, ჯერ პატარა, უცოდინარი, მუქთახორა აქტივისტებია.