მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ" - კახა კალაძე 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახს უსამძიმრებს
"როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ" - კახა კალაძე 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახს უსამძიმრებს

"ლუკა სი­რა­ძე რა­ტომ­ღაც და­ე­ჯა­ხა გა­უ­ცხო­ე­ბას, გულ­გრი­ლო­ბას, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს - როცა ბავ­შვი იღუ­პე­ბა, ამა­ში დამ­ნა­შა­ვე მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვართ“, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბის წინ გა­ნა­ცხა­და.

მან 15 წლის მო­ზარ­დის ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ როცა ბავ­შვი იღუ­პე­ბა, მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბაა დამ­ნა­შა­ვე, რად­გან ოჯა­ხი, სკო­ლა და სა­ხელ­მწი­ფო მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე ერ­თნა­ი­რა­და­აა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

"დღე­ვან­დე­ლი სხდო­მა მინ­და და­ვი­წყო სამ­ძიმ­რით ლუკა სი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო ოჯახს, ახ­ლობ­ლებს, მის მე­გობ­რებს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს.

თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი სამ­ძი­მა­რი და გუ­ლის­ტკი­ვი­ლი ლუ­კას ვერ და­აბ­რუ­ნებს, უბ­რა­ლოდ მინ­და, ყვე­ლამ გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­გო­რე­ბი ვი­ყა­ვით ჩვენ 15 წლის ასაკ­ში. ყვე­ლას გა­მოვ­ლი­ლი გვაქვს ეს ასა­კი და ალ­ბათ, შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ, თუ რამ­ხე­ლა ენერ­გია, ემო­ცი­ე­ბი დუღ­და თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ში, რამ­დე­ნად რთუ­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბო­და ცხოვ­რე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ჩვენ ირ­გვლივ იყო, იყო დიდი გა­მოწ­ვე­ვა და ხში­რად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ბრძო­ლაც კი.

ლუ­კაც ასე­თი ბიჭი იყო გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც და­ე­ჯა­ხა გა­უ­ცხო­ე­ბას, გულ­გრი­ლო­ბას, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს - ძა­ლი­ან მძი­მეა ეს ყვე­ლა­ფე­რი, გუ­შინ მთე­ლი ღამე ვფიქ­რობ­დი, რა­ტომ, რისი გუ­ლის­თვის? უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან მძი­მეა, ზო­გა­დად რომ შევ­ხე­დოთ, რა ხდე­ბა ირ­გვლივ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ არ არ­სე­ბობს თა­ნაგ­რძნო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რი დავ­კარ­გეთ, მხო­ლოდ სი­ძულ­ვი­ლი და აგ­რე­სი­აა მო­ზარ­დე­ბის ირ­გვლივ, ამას ხე­და­ვენ და ამას­თან ერ­თად უწევთ ცხოვ­რე­ბა, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია.

როცა ბავ­შვი იღუ­პე­ბა, მე მგო­ნია, რომ ამა­ში დამ­ნა­შა­ვე მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვართ, ჩვენ, ყვე­ლა­ნი, იმი­ტომ, რომ ოჯა­ხი, სკო­ლა, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფოც ერ­თნა­ი­რა­დაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე. კი­დევ ერთხელ მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო ლუკა სი­რა­ძის ოჯახს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დედა დეოფალა
12

ოოოო ეს კაცი როგორი ნასწავლი და განათლებულია , დაწერილსაც ვერ კითხულობს. პაპამ რომში წაიღო. ვაი შე საცოდავო.პიჯაკის გულის ჯიბეში ცხვირსახოცის ჩადება არ დაგავიწყდეს.

marina
8

რა 'საყვარლები" არიან, იმ 9 წელს, მხოლოდ მიშა იყო დამნაშავე, ამ 8 წელს მთელი საზოგადოება, მეც ამკიდეს ბრალი:(

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ" - კახა კალაძე 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახს უსამძიმრებს

"როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ" - კახა კალაძე 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახს უსამძიმრებს

"ლუკა სირაძე რატომღაც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს - როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მან 15 წლის მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ როცა ბავშვი იღუპება, მთლიანად საზოგადოებაა დამნაშავე, რადგან ოჯახი, სკოლა და სახელმწიფო მომავალ თაობაზე ერთნაირადააა პასუხისმგებელი.

"დღევანდელი სხდომა მინდა დავიწყო სამძიმრით ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, მის მეგობრებს და სრულიად საქართველოს.

თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს, უბრალოდ მინდა, ყველამ გავიხსენოთ, როგორები ვიყავით ჩვენ 15 წლის ასაკში. ყველას გამოვლილი გვაქვს ეს ასაკი და ალბათ, შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რამხელა ენერგია, ემოციები დუღდა თითოეულ ჩვენგანში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა, რომელიც ჩვენ ირგვლივ იყო, იყო დიდი გამოწვევა და ხშირად შეიძლება ითქვას, ბრძოლაც კი.

ლუკაც ასეთი ბიჭი იყო გარდატეხის ასაკში, რომელიც რატომღაც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს - ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი, რატომ, რისი გულისთვის? უბრალოდ, ძალიან მძიმეა, ზოგადად რომ შევხედოთ, რა ხდება ირგვლივ. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს თანაგრძნობა და სიყვარულის უნარი დავკარგეთ, მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ, ამას ხედავენ და ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება, რაც ძალიან ცუდია.

როცა ბავშვი იღუპება, მე მგონია, რომ ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ, ჩვენ, ყველანი, იმიტომ, რომ ოჯახი, სკოლა, ასევე სახელმწიფოც ერთნაირადაა პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ლუკა სირაძის ოჯახს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

"თუ გახარიამ თავისი თამაშის წამოწყება სცადა, მაშინ შეიძლება საინტერესო ამბების მოწმენიც გავხდეთ"

"კოალიცია დაგვჭირდება, როცა ქვეყნის პრემიერი ვიქნები, სხვებს მოუწევთ იმ განრიგზე აწყობა, რომელიც აღმშენებლობის სტრატეგიაში გვაქვს" - გიორგი ვაშაძე

"ჭორაობის მაგივრად, ინფორმაცია შესაბამის ორგანოებში მიიტანოს, ინსტრუქცია გადაეცით" - რა პასუხობს გახარია ვაშაძის განცხადებას, პირადი ცხოვრების კადრებზე