„საქართველოს ცემენტის ასოციაციის განცხადებით“, 2019 წლის ნოემბრის ფარული ტესტირები შედეგებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი ცემენტის მწარმოებელი კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა 2019 წლის ივლისის ტესტირების შემდეგ, პროდუქციის ხარისხი გააუარესა.
„საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ მიერ ჩატარებული მერვე ფარული ტესტირების შედეგად, ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის ოცდათერთმეტი სახეობიდან მხოლოდ 6 კომპანიის ცხრა პროდუქტმა (29%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 და EN413-1 სტანდარტების მოთხოვნები.
ასოციაციის ინფორმაციით, ცხრა ნიმუშიდან ექვსი ადგილობრივი პროდუქციაა, სამი იმპორტირებული, კერძოდ, თურქული.
ამასთან, შემოწმებული ოცდათერთმეტი ნიმუშიდან ოცდაორმა ვერ გადალახა ბარიერი, აქედან შვიდმა კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა. „საქართველოს ცემენტის ასოციაციამ“ მერვე ფარული ტესტირება 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოს შვიდ ქალაქში შეძენილ ცემენტს ჩაუტარა. მათი ინფორმაციით, შეფუთული ცემენტი თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ქარელში, ბათუმსა და ქუთაისში შეიძინეს. საერთო ჯამში, ასოციაციამ 18 კომპანიის მიერ წარმოებული 31 სახეობის პროდუქტი შეიძინა, საიდანაც სამი იმპორტირებული თურქული მწარმოებლისაც არის.
როგორც ცემენტის ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, შემოწმებული ოცდათერთმეტი ნიმუშიდან ოცდაორმა ვერ გადალახა ბარიერი, აქედან შვიდმა კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა.
„ბოლო ტესტირებით მიღებული შედეგები არის საგანგაშო. ბოლო შემოწმების შედეგებით მხოლოდ 4 ადგილობრივი მწარმოებლის 6 პროდუქტი და 2 იმპორტიორის 3 პროდუქტი აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს, ხოლო დანარჩენი 12 მწარმოებლის ყველა პროდუქტი იმაზე დაბალი ხარისხისაა ვიდრე ეს მითითებულია მათ შეფუთვაზე და არ შეესაბამება არანაირ სტანდარტს, არის ნიმუშები, რომელთაც შეგვიძლია პირდაპირ ითქვას, რომ არანაირი საერთო არ აქვთ ცემენტთან და ხშირად ვერც კი ხერხდება მათი ფიზიკო-მექანიკური გამოცდა, რადგან უბრალოდ ინერტული მასაა და მეტი არაფერი”, - აღნიშნავენ ცემენტის ასოციაციაში.“
მიმდინარე წლის ივლისის თვეში შემოწმებული ოცდარვა ნიმუშიდან ცხრამ გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი (32%), ხოლო ცხრამეტმა ეს ვერ შეძლო. აქედან რვამ კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა.
რატომ არის უხარისხო ცემენტის მოხმარება საფრთხის შემცველი?
„საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ ვარაუდით, წლიურად დაბალი ხარისხის ცემენტის რაოდენობა, რომლის რეალიზაციაც ქართულ ბაზარზე ხდება შესაძლოა 350 000 ტონას აღწევდეს, რამაც შეიძლება 150 000-მდე მოქალაქეს შეუქმნას პრობლემა.
მათივე განმარტებით, ბაზარზე დიდი რაოდენობით უხარისხო ცემენტის რეალიზაცია შესაძლოა, შენობების მდგრადობას უქმნიდეს საფრთხეს.
„ჯერჯერობით ვერ ხერხდება ამავე მწარმოებლების მიერ წარმოებული ნაყარი ცემენტის შემოწმება, რადგან ასეთ შემთხვევაში საჭიროა ნიმუშების აღება უშუალოდ მათი ქარხნებიდან, რისი სურვილიც მათ რათქმაუნდა არ აქვთ. შესაბამისად არსებობს რისკი, რომ იგივე დაბალი ხარისხის ცემენტი მიეწოდებოდეს ზოგიერთ ბეტონის ქარხანას და საფრთხე შეიქმნას მაღალ სართულიანი შენობებების მგრადობის კუთხით”, - განმარტავენ „ცემენტის ასოციაციაში“.
„საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ რეკომენდაციით, მაღალი ხარისხის ცემენტის ამოცნობა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით არის შესაძლებელი:
აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს ცემენტის ღია ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის 8 ფარული ტესტირება ჩატარდა.
273 შემოწმებული შეფუთული ცემენტიდან, მხოლოდ 32% აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტების EN197-1 და N413-1 მოთხოვნებს, დანარჩენმა 68%-მა ვერ გადალახა საჭირო ბარიერი.
„საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ მიზანია, ადგილობრივი ცემენტის მწარმოებლების ხელშეწყობა, რათა აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქცია და ამ მხრივ მაქსიმალური გამჭვირვალეობის შექმნა ქართველი მომხმარებლისთვის.
ასოციაციის განცხადებით, მიღებული შედეგები ოფიციალურად გაეგზავნებათ შესაბამის ორგანოებს შემდგომი მოქმედებებისთვის, რადგან ბაზარზე ხარისხის კუთხით არანაირი გაუმჯობესება არ შეინიშნება.
R