სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სრულიად ახალი თაობა დაიმკვიდრებს თავისუფლების ქვეყანაში - თავისუფალი მონური აზროვნებისგან" - "ბიბლიის განმარტებების" მთავარი რედაქტორის ბლოგი
"სრულიად ახალი თაობა დაიმკვიდრებს თავისუფლების ქვეყანაში - თავისუფალი მონური აზროვნებისგან" - "ბიბლიის განმარტებების" მთავარი რედაქტორის ბლოგი

თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა. რად­გან უკვე მე­ო­თხე ტომი გა­მო­ვი­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბაც გა­მო­იწ­ვია.

„მოდი, მცი­რე ფრაგ­მენ­ტებს მო­გიყ­ვე­ბით "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" სხვა­დას­ხვა ტო­მი­დან. ყო­ველ წამს მხვდე­ბა ისე­თე­ბი, მარ­ტო იმ ერთი ფრა­ზის ცოდ­ნა და შეს­რუ­ლე­ბა რომ შეც­ვლი­და სამ­ყა­როს.

"იესო ნა­ვეს ძის" წიგ­ნი მე­სა­მე ტომ­შია.იესო ნა­ვეს ძე მო­სეს შემ­დეგ, ქა­ნა­ან­ში ლაშ­ქრო­ბის პე­რი­ოდ­ში გახ­და ის­რა­ე­ლის წი­ნამ­ძღო­ლი. როცა ქა­ნა­ან­ში გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვეს და მი­წე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა და­ი­წყეს ის­რა­ე­ლე­ლებ­მა, იესო ნა­ვეს ძემ ყვე­ლას და­უ­რი­გა მი­წე­ბი და თა­ვის­თვის არა­ფე­რი აუ­ღია, მერე ხალ­ხმა გა­დას­ცა მას სამ­კვიდ­რო ად­გი­ლი, სა­დაც ცხოვ­რობ­და და სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც. აი, რა გან­მარ­ტე­ბა აქვს ამ ამ­ბავ­ზე ნე­ტარ თე­ო­დო­რი­ტე კვი­რელს:

"ვი­საც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ხვდა წი­ლად, მარ­თებს ზრუნ­ვა არა სა­კუ­თარ გა­მორ­ჩე­ნა­ზე, არა­მედ ქვე­შევ­რდომ­თა სა­სარ­გებ­ლოდ!"

ასე­ვე ნა­წყვე­ტი ჩემი ერთ-ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი "გა­მოს­ვლა­თა" წიგ­ნი­დან. მისი ავ­ტო­რი მოსე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი გახ­ლავთ. ეს წიგ­ნი გვი­ამ­ბობს, რო­გორ და­იმ­სა­ხუ­რეს ის­რა­ე­ლე­ლებ­მა ღვთის მო­წყა­ლე­ბა, მათ­მა მჩაგ­ვრელ­მა ეგ­ვიპ­ტე­ლებ­მა კი - ღვთის რის­ხვა, რო­გორ გა­მო­ე­ცხა­და უფა­ლი მო­სეს და უთხრა: ვი­ხი­ლე ჩემი ერის ჩაგ­ვრა და მო­ვე­დი, რათა ვიხ­სნა იგი მო­ნო­ბი­სა­გან შენი ხე­ლი­თო. და და­ე­ვა­ლა მო­სეს, გა­ძღო­ლო­და ის­რა­ე­ლი­ა­ნებს ურ­თუ­ლეს გზა­ზე აღ­თქმუ­ლი მი­წი­სა­კენ - თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ. 40 წელი ატა­რა მან ებ­რა­ე­ლე­ბი უდაბ­ნო­ში.

სა­ო­ცა­რია ეს გზა - ბიბ­ლი­უ­რი გზა, რო­მე­ლიც გა­მო­იყ­ვანს ერს მო­ნო­ბი­დან და მი­იყ­ვანს დიად მიზ­ნამ­დე. რო­გო­რი ნიშ­ნე­უ­ლია ბევ­რი მო­მენ­ტი ამ გზა­ზე მო­სი­ა­რუ­ლე ებ­რა­ელ­თა ცხოვ­რე­ბი­დან. რო­გორ საყ­ვე­დუ­რო­ბენ ისი­ნი მო­სეს, რომ ასეთ გა­ჭირ­ვე­ბა­ში ჩა­აგ­დო ხალ­ხი, ადრე კი ეგ­ვიპ­ტე­ში "მშვე­ნივ­რად" ცხოვ­რობ­დნენ, რომ იქ ბევ­რი ხორ­ცი და სხვა საჭ­მე­ლი ჰქონ­დათ. მო­ნო­ბი­დან გა­მო­სულ­ნი მის­ტი­რი­ან მო­ნურ მდგო­მა­რე­ო­ბას და უკან დაბ­რუ­ნე­ბას ნატ­რო­ბენ - იმ მდგო­მა­რე­ო­ბას, როცა მათი სი­ცო­ცხლეც კი ფა­რა­ონს ეკუთ­ვნო­და. ეს ხალ­ხი ვერ შევა აღ­თქმულ მი­წა­ზე, ვე­რა­სო­დეს ნა­ხავს ქა­ნა­ანს, რად­გან ისი­ნი ვერ ხდე­ბი­ან ღვთის მცნე­ბე­ბის აღმსრუ­ლებ­ლე­ბი. ეგ­ვიპ­ტი­დან გა­მო­სულ­თა­გან მსო­ლოდ 2 ადა­მი­ა­ნი შე­დის აღ­თქმულ ქვე­ყა­ნა­ში.

თვით მო­სეც კი ქა­ნა­ა­ნამ­დე მი­იყ­ვანს ებ­რა­ე­ლებს და თა­ვად გარ­და­იც­ვლე­ბა. სრუ­ლი­ად ახა­ლი თა­ო­ბა და­იმ­კვიდ­რებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქვე­ყა­ნა­ში - თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ნუ­რი აზ­როვ­ნე­ბის­გან.რო­დის, თუ არა 9 აპ­რი­ლის ღა­მეს, და­ი­წყო მსხვრე­ვა ჩვე­ნი ერის მო­ნუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა. წინ დიდი და ძნე­ლი გზაა, მაგ­რამ თუ უკან არ და­ვი­წყებთ ყუ­რე­ბას, თუ ისევ მო­ნო­ბას არ ვი­ნატ­რებთ, და­ვი­ხო­ცე­ბით, მაგ­რამ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი მა­ინც მივ­ლენ თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე!

ამის­თვის კი ღვთის წყა­ლო­ბა უნდა და­ვიმ­სა­ხუ­როთ! წინ, მხო­ლოდ წინ - თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­კენ!“.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ სა­ი­დან მოვ­დი­ვართ, ვინ ვართ. ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით სწო­რედ ამი­ტომ შე­იქ­მნა რომ უფრო გა­სა­გებ ენა­ზე გან­მარ­ტე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ეს ყვე­ლა­ფე­რი.

„ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია კვი­რის პა­ლიტ­რას­თან, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად ერ­თად თვე­ში ერთხელ.

წინა ტო­მე­ბის შე­ძე­ნა კი შე­გიძ­ლი­ათ „ბიბ­ლუ­სის“ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში.

aleko
0

ამიტომაცაა საჭირო სასულიერო პირები შედიოდნენ სკოლებში და არა ვაი ფსიქოლოგები არაფრის აზრზე რომ არ არიან. თაობა რომელიც უვიცია და არ იცის საკუთარი ერისა და ქვეყნის ისტორია, აზრზე არ არის სულიერებასთან არა მგონია რომ მათ თავისუფლების ფასი ოდესმე გაიგონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"სრულიად ახალი თაობა დაიმკვიდრებს თავისუფლების ქვეყანაში - თავისუფალი მონური აზროვნებისგან" - "ბიბლიის განმარტებების" მთავარი რედაქტორის ბლოგი

"სრულიად ახალი თაობა დაიმკვიდრებს თავისუფლების ქვეყანაში - თავისუფალი მონური აზროვნებისგან" - "ბიბლიის განმარტებების" მთავარი რედაქტორის ბლოგი

თამარ მამაცაშვილი - "ბიბლიის განმარტებების" პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია და ჩვენ მას ვთხოვეთ ნაწყვეტების შესახებ ესაუბრა. რადგან უკვე მეოთხე ტომი გამოვიდა და საზოგადოების დიდი დაინტერესებაც გამოიწვია.

„მოდი, მცირე ფრაგმენტებს მოგიყვებით "ბიბლიის განმარტებების" სხვადასხვა ტომიდან. ყოველ წამს მხვდება ისეთები, მარტო იმ ერთი ფრაზის ცოდნა და შესრულება რომ შეცვლიდა სამყაროს.

"იესო ნავეს ძის" წიგნი მესამე ტომშია.იესო ნავეს ძე მოსეს შემდეგ, ქანაანში ლაშქრობის პერიოდში გახდა ისრაელის წინამძღოლი. როცა ქანაანში გამარჯვება მოიპოვეს და მიწების განაწილება დაიწყეს ისრაელელებმა, იესო ნავეს ძემ ყველას დაურიგა მიწები და თავისთვის არაფერი აუღია, მერე ხალხმა გადასცა მას სამკვიდრო ადგილი, სადაც ცხოვრობდა და სადაც გარდაიცვალა კიდეც. აი, რა განმარტება აქვს ამ ამბავზე ნეტარ თეოდორიტე კვირელს:

"ვისაც ხელმძღვანელობა ხვდა წილად, მართებს ზრუნვა არა საკუთარ გამორჩენაზე, არამედ ქვეშევრდომთა სასარგებლოდ!"

ასევე ნაწყვეტი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი "გამოსვლათა" წიგნიდან. მისი ავტორი მოსე წინასწარმეტყველი გახლავთ. ეს წიგნი გვიამბობს, როგორ დაიმსახურეს ისრაელელებმა ღვთის მოწყალება, მათმა მჩაგვრელმა ეგვიპტელებმა კი - ღვთის რისხვა, როგორ გამოეცხადა უფალი მოსეს და უთხრა: ვიხილე ჩემი ერის ჩაგვრა და მოვედი, რათა ვიხსნა იგი მონობისაგან შენი ხელითო. და დაევალა მოსეს, გაძღოლოდა ისრაელიანებს ურთულეს გზაზე აღთქმული მიწისაკენ - თავისუფლებისკენ. 40 წელი ატარა მან ებრაელები უდაბნოში.

საოცარია ეს გზა - ბიბლიური გზა, რომელიც გამოიყვანს ერს მონობიდან და მიიყვანს დიად მიზნამდე. როგორი ნიშნეულია ბევრი მომენტი ამ გზაზე მოსიარულე ებრაელთა ცხოვრებიდან. როგორ საყვედურობენ ისინი მოსეს, რომ ასეთ გაჭირვებაში ჩააგდო ხალხი, ადრე კი ეგვიპტეში "მშვენივრად" ცხოვრობდნენ, რომ იქ ბევრი ხორცი და სხვა საჭმელი ჰქონდათ. მონობიდან გამოსულნი მისტირიან მონურ მდგომარეობას და უკან დაბრუნებას ნატრობენ - იმ მდგომარეობას, როცა მათი სიცოცხლეც კი ფარაონს ეკუთვნოდა. ეს ხალხი ვერ შევა აღთქმულ მიწაზე, ვერასოდეს ნახავს ქანაანს, რადგან ისინი ვერ ხდებიან ღვთის მცნებების აღმსრულებლები. ეგვიპტიდან გამოსულთაგან მსოლოდ 2 ადამიანი შედის აღთქმულ ქვეყანაში.

თვით მოსეც კი ქანაანამდე მიიყვანს ებრაელებს და თავად გარდაიცვლება. სრულიად ახალი თაობა დაიმკვიდრებს თავისუფლების ქვეყანაში - თავისუფალი მონური აზროვნებისგან.როდის, თუ არა 9 აპრილის ღამეს, დაიწყო მსხვრევა ჩვენი ერის მონური ფსიქოლოგიისა. წინ დიდი და ძნელი გზაა, მაგრამ თუ უკან არ დავიწყებთ ყურებას, თუ ისევ მონობას არ ვინატრებთ, დავიხოცებით, მაგრამ ჩვენი შვილები მაინც მივლენ თავისუფლებამდე!

ამისთვის კი ღვთის წყალობა უნდა დავიმსახუროთ! წინ, მხოლოდ წინ - თავისუფალი საქართველოსკენ!“.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საიდან მოვდივართ, ვინ ვართ. ბიბლია განმარტებებით სწორედ ამიტომ შეიქმნა რომ უფრო გასაგებ ენაზე განმარტებული ყოფილიყო ეს ყველაფერი.

„ბიბლიის განმარტებების“ შეძენა შესაძლებელია კვირის პალიტრასთან, სპეციალურ ფასად ერთად თვეში ერთხელ.

წინა ტომების შეძენა კი შეგიძლიათ „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში.

ადამიანები, რომლებმაც გავლენა იქონიეს სხვადასხვა ეპოქაზე და შექმნეს ისტორია

პროექტს "ქართველი მეფეები" კიდევ 12 ტომი დაემატება

რა საჩუქრების შერჩევა შეგვიძლია 50%-მდე ფასდაკლებით?- საახალწლო აქცია „ბიბლუსში“ უკვე დაიწყო