სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტოტრანსპორტით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება
ავტოტრანსპორტით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის ძი­რი­თად წყა­როს წარ­მო­ად­გენს ტრან­სპორ­ტის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი. ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ხში­რად მოძ­რა­ო­ბენ გზე­ბის მახ­ლობ­ლად, გან­სა­კუთ­რე­ბით პი­კის სა­ა­თებ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, აღე­ნიშ­ნოთ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ტრან­სპორ­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი გა­მო­ნა­ბოლ­ქვთან. მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნე­ბი­დან, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი­დან და სხვა საგ­ზაო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი ჰა­ე­რის და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბი უფრო მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით გვხვდე­ბა ისეთ გზებ­ზე, სა­დაც მოძ­რა­ო­ბა ინ­ტენ­სი­უ­რია. ტრან­სპორ­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის მა­გა­ლი­თე­ბია: მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბი (PM), ნახ­შირ­ჟან­გი (CO), აზო­ტის ოქ­სი­დე­ბი (NOx) და ბენ­ზო­ლი. ტრან­სპორ­ტი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იფ­რქვეს ჰა­ერ­ში ისე­თი ნა­ერ­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც იწ­ვევს სხვა და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის წარ­მოქ­მნას , მა­გა­ლი­თად, აზო­ტის დი­ოქ­სი­დი (NO2), რო­მე­ლიც ზო­გა­დად მო­მა­ტე­ბუ­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მა­გის­ტრა­ლურ გზებ­თან ახ­ლოს, და ასე­ვე მი­წის­პი­რა ოზო­ნი (O3). ტრან­სპორ­ტის სექ­ტორს, მშე­ნებ­ლო­ბის სექ­ტორ­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მზარ­დი წვლი­ლი მი­უ­ძღვის მცი­რე ზო­მის მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბით ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა­ში. ქა­ლა­ქებ­ში მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბით ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის 30-50% მო­დის საგ­ზაო ტრან­სპორტზე. ამას­თან, ტრან­სპორ­ტის მთლი­ა­ნი წვლი­ლი ჰა­ე­რის მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბო­დეს ქა­ლა­ქე­ბის მი­ხედ­ვით. ეს პრობ­ლე­მა ნა­წი­ლობ­რივ გა­მოწ­ვე­უ­ლია ძვე­ლი და არა­ე­ფექ­ტუ­რი დი­ზე­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, გა­მარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის და ქსე­ლის ნაკ­ლე­ბო­ბით.

რა ახ­დენს გავ­ლე­ნას ჰა­ე­რის ხა­რისხზე?

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი საწ­ვა­ვის ხა­რის­ხი, ასე­ვე ქა­რის სიჩ­ქა­რემ და მი­მარ­თუ­ლე­ბა­მაც შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის ხა­რისხზე გზე­ბის მიმ­დე­ბა­რედ. სა­ერ­თოდ, რაც მეტი მოძ­რა­ო­ბაა, მით მე­ტია გა­მო­ნა­ბოლ­ქვი. ამას­თან, გარ­კვე­ულ­მა საქ­მი­ა­ნო­ბებ­მა, რო­გო­რი­ცაა მან­ქა­ნის მკვეთ­რად და­მუხ­რუ­ჭე­ბა და სწრა­ფი დაძ­ვრა, გა­ჩე­რე­ბულ­ზე ძრა­ვის მუ­შა­ო­ბა და სხვა. შე­იძ­ლე­ბა გა­ზარ­დოს გარ­კვე­უ­ლი და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბი გა­მო­ნა­ბოლ­ქვში. ამას გარ­და გზებ­ზე ჰა­ე­რის ხა­რისხზე ზე­მოქ­მე­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა იქო­ნი­ოს მან­ქა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა სხვა პრო­ცე­სებ­მაც, მათ შო­რი­საა საწ­ვა­ვის აორ­თქლე­ბა, სა­ბუ­რა­ვე­ბის ცვე­თა, მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბით წარ­მოქ­მნი­ლი მტვე­რი და სხვა. ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა იც­ვლე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­შიც და ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია პი­კის სა­ა­თებ­ში, ასე­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლია გზის რე­ლი­ეფ­ზე, ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე და გა­ნი­ა­ვე­ბა­ზე, და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია გზის მახ­ლობ­ლად და შე­და­რე­ბით იფან­ტე­ბა გზი­დან მო­შო­რე­ბით.

მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ფა­რის არ­სე­ბო­ბა ასე­ვე გავ­ლე­ნას ახ­დენს და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ზე. ისე­ვე რო­გორც ხე­ე­ბი, ასე­ვე დიდი ბუჩ­ქე­ბი ამ­ცი­რე­ბენ ჰა­ერ­ში და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას. მცე­ნა­რე­ე­ბის ზომა და მცე­ნა­რის ზრდის პრო­ცე­სის უწყვე­ტო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რე­ბია ჰა­ერ­ში და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის­თვის, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ გზის პი­რებ­ზე იყოს კარ­გი გამ­წვა­ნე­ბა.

და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია პი­კის სა­ა­თებ­ში მო­ვე­რი­დოთ ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბას, სე­ირ­ნო­ბას და სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბას ისეთ ქუ­ჩებ­ზე, სა­დაც მრავ­ლად არის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი და ხში­რია სა­ცო­ბე­ბი, რად­გან სწო­რედ ამ დროს გა­მო­ნა­ბოლ­ქვთან ერ­თად გა­მო­ი­ყო­ფა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბის 91%-ზე მეტი ცხოვ­რობს გა­რე­მო­ში, სა­დაც ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის ხა­რის­ხი აღე­მა­ტე­ბა ჯან­მოს მიერ მო­წო­დე­ბულ ზღვრულ მაჩ­ვე­ნე­ბელს. ყო­ველ­წლი­უ­რად ინ­ფარ­ქტით, ინ­სულ­ტი­თა და სა­სუნ­თქი გზე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით გარ­დაც­ვლილ­თა 25% და­კავ­ში­რე­ბუ­ლია და­ბინ­ძუ­რე­ბულ ჰა­ერ­თან.

R

თეიმურაზ გრიგოლია
0

ამ ადამიანიდან მომხდარის ასეთნაირად შეფასება ფარისევლობის საუკეთესო ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს. დაჟრის მოტივი ლოგიკას არ ექვემდებარება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ავტოტრანსპორტით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება

ავტოტრანსპორტით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება

საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენს ტრანსპორტის გამონაბოლქვი. ადამიანებს, რომლებიც ხშირად მოძრაობენ გზების მახლობლად, განსაკუთრებით პიკის საათებში, შესაძლებელია, აღენიშნოთ ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპორტიდან გამოყოფილი გამონაბოლქვთან. მსუბუქი მანქანებიდან, სატვირთო მანქანებიდან და სხვა საგზაო სატრანსპორტო საშუალებებიდან გამოყოფილი ჰაერის დამაბინძურებლები უფრო მაღალი კონცენტრაციით გვხვდება ისეთ გზებზე, სადაც მოძრაობა ინტენსიურია. ტრანსპორტიდან გამოყოფილი დამაბინძურებლების მაგალითებია: მყარი ნაწილაკები (PM), ნახშირჟანგი (CO), აზოტის ოქსიდები (NOx) და ბენზოლი. ტრანსპორტიდან შეიძლება გამოიფრქვეს ჰაერში ისეთი ნაერთებიც, რომლებიც იწვევს სხვა დამაბინძურებლების წარმოქმნას , მაგალითად, აზოტის დიოქსიდი (NO2), რომელიც ზოგადად მომატებული კონცენტრაციით დამახასიათებელია მაგისტრალურ გზებთან ახლოს, და ასევე მიწისპირა ოზონი (O3). ტრანსპორტის სექტორს, მშენებლობის სექტორთან ერთად, მნიშვნელოვანი და მზარდი წვლილი მიუძღვის მცირე ზომის მყარი ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურებაში. ქალაქებში მყარი ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურების 30-50% მოდის საგზაო ტრანსპორტზე. ამასთან, ტრანსპორტის მთლიანი წვლილი ჰაერის მყარი ნაწილაკების დაბინძურებაში შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ქალაქების მიხედვით. ეს პრობლემა ნაწილობრივ გამოწვეულია ძველი და არაეფექტური დიზელის ავტომანქანების გამოყენებით, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ქსელის ნაკლებობით.

რა ახდენს გავლენას ჰაერის ხარისხზე?

სატრანსპორტო საშუალებები და გამოყენებული საწვავის ხარისხი, ასევე ქარის სიჩქარემ და მიმართულებამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ჰაერის დაბინძურების ხარისხზე გზების მიმდებარედ. საერთოდ, რაც მეტი მოძრაობაა, მით მეტია გამონაბოლქვი. ამასთან, გარკვეულმა საქმიანობებმა, როგორიცაა მანქანის მკვეთრად დამუხრუჭება და სწრაფი დაძვრა, გაჩერებულზე ძრავის მუშაობა და სხვა. შეიძლება გაზარდოს გარკვეული დამაბინძურებლები გამონაბოლქვში. ამას გარდა გზებზე ჰაერის ხარისხზე ზემოქმედება შეიძლება იქონიოს მანქანასთან დაკავშირებულმა სხვა პროცესებმაც, მათ შორისაა საწვავის აორთქლება, საბურავების ცვეთა, მანქანების მოძრაობით წარმოქმნილი მტვერი და სხვა. ჰაერის დაბინძურება იცვლება დღის განმავლობაშიც და ყველაზე მაღალია პიკის საათებში, ასევე დამოკიდებულია გზის რელიეფზე, ქარის მიმართულებაზე და განიავებაზე, დამაბინძურებლების კონცენტრაცია ყველაზე მაღალია გზის მახლობლად და შედარებით იფანტება გზიდან მოშორებით.

მცენარეული საფარის არსებობა ასევე გავლენას ახდენს დამაბინძურებლების კონცენტრაციაზე. ისევე როგორც ხეები, ასევე დიდი ბუჩქები ამცირებენ ჰაერში დამაბინძურებლების კონცენტრაციას. მცენარეების ზომა და მცენარის ზრდის პროცესის უწყვეტობა მნიშვნელოვანი ფაქტორებია ჰაერში დამაბინძურებლების კონცენტრაციის შემცირებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ გზის პირებზე იყოს კარგი გამწვანება.

დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია პიკის საათებში მოვერიდოთ ფეხით გადაადგილებას, სეირნობას და სპორტულ აქტივობას ისეთ ქუჩებზე, სადაც მრავლად არის ავტოტრანსპორტი და ხშირია საცობები, რადგან სწორედ ამ დროს გამონაბოლქვთან ერთად გამოიყოფა დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მოსახლეობის 91%-ზე მეტი ცხოვრობს გარემოში, სადაც ჰაერის დაბინძურების ხარისხი აღემატება ჯანმოს მიერ მოწოდებულ ზღვრულ მაჩვენებელს. ყოველწლიურად ინფარქტით, ინსულტითა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებებით გარდაცვლილთა 25% დაკავშირებულია დაბინძურებულ ჰაერთან.

R

Galaxy Fold ლიმიტირებული რაოდენობით საქართველოშია

„ისი პარის“ ახალი ფილიალი City Mall საბურთალოში გაიხსნა!

რომელი პროდუქტები უნდა შეიძინოთ წინასწარ, ახალ წლამდე