ავტორი:

"ბოდიში ლუკა!" - ყვავილები და სანთლები იაშვილის კლინიკის ეზოში (ფოტო)

"ბოდიში ლუკა!" - ყვავილები და სანთლები იაშვილის კლინიკის ეზოში (ფოტო)

მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები იაშვილის კლინიკაში მივიდნენ და გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ ადგილზე ყვავილები და სანთლები მიიტანეს. მათი თქმით, მოზარდი სისტემის მსხვერპლი იყო.

"ამ ცხოვრების დედაც!!!იაშვილის კლინიკა ამ წამს... ბოდიში ლუკა!" - წერს "სირცხვილიას" წევრი გიგა მაქარაშვილი "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, როგორც ცნობილია, 10 დეკემბერს "112“-ში განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ასევე, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის ლონდა თოლორაიას მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული.

"არ მინდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ შესაძლოა უამრავ ადამიანს მცდარი წარმოდგენა შევუქმნა" - ნუგზარ წიკლაური "მწვანე სკოლის" მის ოჯახთან კავშირზე

"ამ სისტემის დედაც" - წარწერა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (ფოტო)

შეხლა-შემოხლა ილიაუნისთან - ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ