მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი დააკავეს
15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი დააკავეს

15 წლის მო­ზარ­დის მი­მართ ჩვე­ნე­ბის იძუ­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას მიერ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

„გვსურს მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა 15 წლის არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის იძუ­ლე­ბის ფაქტს. მიმ­დი­ნა­რე წლის 12 დე­კემ­ბერს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს მო­მარ­თა ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის ად­ვო­კატ­მა, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებ­და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში 15 წლის არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იძუ­ლე­ბის ფაქ­ტზე.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 335-ე მუხ­ლით, რაც ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის იძუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს. 2019 წლის 13 დე­კემ­ბერს, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 15 წლის არას­რულ­წლოვ­ნის თვით­მკვლე­ლო­ბის ცდამ­დე მიყ­ვა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, გა­მო­სა­ძი­ებ­ლად გად­მო­ე­ცა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს.

გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის დღი­დან დღემ­დე, ფაქ­ტობ­რი­ვად ხუთ დღე­ში, ჩა­ტარ­და ათე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, ინ­ტენ­სი­უ­რად, უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სი - კერ­ძოდ, და­ი­კი­თხა 70 მოწ­მე: არას­რულ­წლოვ­ნის კლა­სე­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი და მათი მშობ­ლე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და უსაფრ­თხო­ე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბი, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფი პი­რე­ბი, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არას­რულ­წლო­ვან­თან ერ­თად მყო­ფი პი­რე­ბი, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ყვე­ლა ის პირი, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლოა ჰქო­ნო­დათ თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა და დამ­დგა­რი შე­დე­გე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ. გა­მო­ძი­ე­ბამ ამო­ი­ღო და და­ათ­ვა­ლი­ე­რა არას­რულ­წლოვ­ნის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი, გა­მო­თხო­ვი­ლი იქნა ინ­ფორ­მა­ცია არას­რულ­წლოვ­ნის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის შე­სა­ხებ, დათ­ვა­ლი­ერ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო სხვა ად­გი­ლე­ბი, დათ­ვა­ლი­ერ­და სკო­ლა­ში, შე­სა­ბა­მის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, ასე­ვე ყვე­ლა ის ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­ზეც შე­საძ­ლოა ასა­ხუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო არას­რულ­წლოვ­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბა.

ვი­ნა­ი­დან მოწ­მე­თა ნა­წი­ლი არი­ან არას­რულ­წლოვ­ნე­ბი და საქ­მე თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით გან­სა­კუთ­რე­ბით სენ­სი­ტი­უ­რია, არას­რულ­წლო­ვან­თა ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია არას­რულ­წლო­ვან­თა ფსი­ქო­ლო­გი და არას­რულ­წლოვ­ნებ­თან ყვე­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ფსი­ქო­ლო­გის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, 2019 წლის 17 დე­კემ­ბერს, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მ.ჩ. სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 335-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით, რაც ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის იძუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბი ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნის მიზ­ნით და შემ­დგო­მი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გან­სა­ზღვრის­თვის გა­და­ეგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს მოწ­მე­თა გა­მო­კი­თხვა და გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დგო­მი პრო­ცე­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­დე­ბა და­მა­ტე­ბით.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­გი­წო­დებთ, ვი­ნა­ი­დან საქ­მე ეხე­ბა არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სებს და გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა, სა­კითხს მო­ე­კი­დოთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით“, - გა­ნა­ცხა­და თო­ლო­რა­ი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 15 წლის მო­ზარ­დი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მამუკა
0

განყოფილების უფოსის და მისი მოადგილის პასუხისმგებლობა თუ დადგა? თუ მხოლოდ გამომძიებელს აკიდეთ ყველა ცოდვა...................( ასეთ დროს სხვა სიმართლეც გაჟღერდება, გამომძიებელმა თუ მოხსნა გუდას პირი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი დააკავეს

15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი დააკავეს

15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის ლონდა თოლორაიას მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება 15 წლის არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ჩვენების მიცემის იძულების ფაქტს. მიმდინარე წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში 15 წლის არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. 2019 წლის 13 დეკემბერს, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული 15 წლის არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმე, გამოსაძიებლად გადმოეცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

გამოძიების დაწყების დღიდან დღემდე, ფაქტობრივად ხუთ დღეში, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი - კერძოდ, დაიკითხა 70 მოწმე: არასრულწლოვნის კლასელები, მეგობრები და მათი მშობლები, მეზობლები, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და უსაფრთხოების მენეჯერები, შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანთან ერთად მყოფი პირები, პოლიციის თანამშრომლები და ყველა ის პირი, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ თუნდაც მინიმალური ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და დამდგარი შედეგების გამომწვევი მიზეზების შესახებ. გამოძიებამ ამოიღო და დაათვალიერა არასრულწლოვნის მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია არასრულწლოვნის მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და გამოძიებისთვის საჭირო სხვა ადგილები, დათვალიერდა სკოლაში, შესაბამის პოლიციის განყოფილებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, ასევე ყველა ის ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც შესაძლოა ასახული ყოფილიყო არასრულწლოვნის გადაადგილება.

ვინაიდან მოწმეთა ნაწილი არიან არასრულწლოვნები და საქმე თავისი შინაარსით განსაკუთრებით სენსიტიურია, არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინებით, საქმეში ჩართულია არასრულწლოვანთა ფსიქოლოგი და არასრულწლოვნებთან ყველა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს ფსიქოლოგის მონაწილეობით.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2019 წლის 17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკავებული იქნა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მ.ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

სისხლის სამართლის საქმის მასალები ბრალდების წარდგენის მიზნით და შემდგომი კვალიფიკაციის განსაზღვრისთვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და გამოძიების შემდგომი პროცესის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება დამატებით.

საზოგადოებას მოგიწოდებთ, ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვნების ინტერესებს და გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, საკითხს მოეკიდოთ განსაკუთრებული სიფრთხილით“, - განაცხადა თოლორაიამ.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"მკლავჭიდელია... კონფლიქტი არავისთან ჰქონია" - ვინ არის ბათუმში დაჭრილი პატრული და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბათუმში პოლიციელი ყელის არეში დაჭრეს - ბრალდებული დაჭრილის მეწყვილემ ადგილზე დააკავა

ადვოკატი - სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი ჩვენებაში ადასტურებს, რომ მოზარდს გამოკითხვისას მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ