მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმში "კანონიერი ქურდების" მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუა დააკავეს
სოხუმში "კანონიერი ქურდების" მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუა დააკავეს

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, 22 ნო­ემ­ბერს სო­ხუ­მის ცენ­ტრში მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი თავ­დას­ხმის ერთ-ერთი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ერიკ ჭკა­დუა და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას abkhaz-auto.ru ავ­რცე­ლევს. ცნო­ბის­თვის, აფხა­ზუ­რი მე­დია ვა­რა­უ­დობ­და, რომ რეს­ტო­რან "სან-რე­მოს­თან" ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის ას­ტა­მურ შამ­ბა­სა და ალ­ხას ავი­ძ­ბას მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ჭკა­დუ­ამ ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლა და მი­მალ­ვა მო­ას­წრო. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო ენ­გუ­რის ხიდი ჩა­კე­ტი­ლი იყო. სად მოხ­და ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის აყ­ვა­ნა, ამ ეტაპ­ზე ცნო­ბი­ლი არ არის.

კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის მკვლე­ლო­ბას აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს რო­გო­როც აფხა­ზუ­რი მე­დია, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მომ­ხდა­რის რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­აც ვრცელ­დე­ბა... აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვი­დან წერ­დნენ, რომ 22 წლის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სის­ხლი­ან გარ­ჩე­ვას ემსხვერ­პლა, სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო იყო და შემ­თხვე­ვით გას­რო­ლი­ლი ტყვი­ის მსხვერ­პლი გახ­და. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სწო­რედ მან მი­ა­წო­და "ქი­ლე­რებს" ინ­ფორ­მა­ცია კრი­მი­ნა­ლე­ბის რეს­ტო­რან­ში ყოფ­ნის შე­სა­ხებ.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ამო­ღე­ბუ­ლია სა­ტელ­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის ჩან­წე­რე­ბი, სა­დაც გო­გო­ნა, "ვი­ღა­ცე­ებს ურე­კავს და ეუბ­ნე­ბა, რომ "ისი­ნი აქ არი­ან". შე­სა­ბა­მი­სად, ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა, ზედ­მე­ტი თავ­სა­ტე­ხი თა­ვი­დან მო­ი­შო­რეს და არც "ინ­ფორ­მა­ტო­რი" და­ინ­დეს..." - წე­რენ აფხა­ზე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ერიკ ჭკა­დუ­ას როლს და­ნა­შა­ულ­ში, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლი არ არის.

"ჭკა­დუ­ას იდენ­ტო­ბა და­ზუს­ტე­ბუ­ლია, რაც მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ცხად­ჰყოფს. ამო­ღე­ბუ­ლია მა­სა­ლე­ბი და გა­დაგ­ზავ­ნი­ლია სო­ხუ­მის სა­სა­მარ­თლო ექ­სორ­ტი­ზა­ზე... " - ნათ­ქვა­მია ე.წ პრო­კუ­რა­ტო­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ერთ-ერთი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ავი­ძ­ბა­სა და შამ­ბას მკვლე­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხე­ლიც ურე­ვია, რად­გან კრი­მი­ნა­ლე­ბი იმ­დე­ნად იყ­ვნენ გა­თა­მა­მე­ბუ­ლი, რომ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ტუ­რის­ტუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, სა­დაც ფუ­ლა­დი ბრუნ­ვა ტრი­ა­ლებ­და, წილს ითხოვ­დნენ.

"ბო­ლოს კი, ძა­ლა­უფ­ლე­ბა იმ­დე­ნად გა­უტ­კბათ, რომ რუ­სე­თის მიერ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ბი­უ­ჯეტ­ში გად­მო­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბი­დან კი მო­ი­თხო­ვეს წილი, რად­გან რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბა მათ გა­რე­შე არ არ­სე­ბობ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი წილი ეკუთ­ვნო­დათ..." - წე­რესნ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავტორი:

სოხუმში "კანონიერი ქურდების" მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუა დააკავეს

სოხუმში "კანონიერი ქურდების" მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუა დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, 22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში მომხდარი სისხლიანი თავდასხმის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუა დააკავეს. ინფორმაციას abkhaz-auto.ru ავრცელევს. ცნობისთვის, აფხაზური მედია ვარაუდობდა, რომ რესტორან "სან-რემოსთან" ე.წ. კანონიერი ქურდების ასტამურ შამბასა და ალხას ავიძბას მკვლელობის შემდეგ ჭკადუამ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა და მიმალვა მოასწრო. სწორედ აღნიშნული ინფორმაციის გამო ენგურის ხიდი ჩაკეტილი იყო. სად მოხდა ეჭვმიტანილის აყვანა, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

კრიმინალური ავტორიტეტების მკვლელობას აქტიურად განიხილავს როგოროც აფხაზური მედია, ასევე ადგილობრივი საზოგადოება. მომხდარის რამდენიმე ვერსიაც ვრცელდება... აფხაზები სოციალურ ქსელში თავიდან წერდნენ, რომ 22 წლის გოგონა, რომელიც სისხლიან გარჩევას ემსხვერპლა, სრულიად უდანაშაულო იყო და შემთხვევით გასროლილი ტყვიის მსხვერპლი გახდა. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ მან მიაწოდა "ქილერებს" ინფორმაცია კრიმინალების რესტორანში ყოფნის შესახებ.

მათივე ცნობით, ამოღებულია სატელფონო საუბრების ჩანწერები, სადაც გოგონა, "ვიღაცეებს ურეკავს და ეუბნება, რომ "ისინი აქ არიან". შესაბამისად, ბოროტმოქმედებმა, ზედმეტი თავსატეხი თავიდან მოიშორეს და არც "ინფორმატორი" დაინდეს..." - წერენ აფხაზები.

რაც შეეხება ერიკ ჭკადუას როლს დანაშაულში, აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ცნობილი არ არის.

"ჭკადუას იდენტობა დაზუსტებულია, რაც მკვლელობაში მონაწილეობას ცხადჰყოფს. ამოღებულია მასალები და გადაგზავნილია სოხუმის სასამართლო ექსორტიზაზე... " - ნათქვამია ე.წ პროკურატორის განცხადებაში.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ავიძბასა და შამბას მკვლელობაში ხელისუფლების ხელიც ურევია, რადგან კრიმინალები იმდენად იყვნენ გათამამებული, რომ რეგიონში არსებული ყველა ტურისტული დაწესებულებიდან, სადაც ფულადი ბრუნვა ტრიალებდა, წილს ითხოვდნენ.

"ბოლოს კი, ძალაუფლება იმდენად გაუტკბათ, რომ რუსეთის მიერ ქვეყნის ეკონომიკის ბიუჯეტში გადმორიცხული თანხებიდან კი მოითხოვეს წილი, რადგან რეგიონში უსაფრთხოება მათ გარეშე არ არსებობდა. შესაბამისად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გარკვეული წილი ეკუთვნოდათ..." - წერესნ აფხაზები სოციალურ ქსელში.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

"სისტემა რომ გამართოს კამიკაძე უნდა იყოს, მსხვერპლად უნდა შეეწიროს" - ასლან ბჟანიას "ინაუგურაცია" და აფხაზების მოლოდინები

არეულობა ვლადიკავკაზში - "მთავრობამ პროტესტი ისე წარმოაჩინა, თითქოს კორონავირუსის "ფეიკ ვირუსად" აღიარებას ვითხოვდეთ"