ავტორი:

ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები გათავისუფლდნენ

ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები გათავისუფლდნენ

ლიბიაში დაკავებული 2 ქართველი მეზღვაური პატიმრობიდან გათავისუფლდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა.

მისივე თქმით, მეზღვაურები საქართველოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდებიან.

"ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ მეზღვაურები ლიბიაში. ჩვენ დავუკავშირდით ადგილზე ადვოკატს. ჩვენი საელჩო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. პირველ რიგში გავარკვიეთ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ლიბიაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ისინი უკვე იმყოფებიან სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გარეთ და უახლოეს დღეებში გამოემგზავრებიან საქართველოში. ქართველი მეზღვაურები 2017 წელს დააკავეს. მათ ლიბიის სასამართლომ წაუყენა ბრალდება მათ შორის, ნავთობის უკანონო გადაზიდვა, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლა და ლიბიელი ხალხისთვის ეკონომიკური ზარალის მიყენება. შემდეგ დარჩათ მხოლოდ ნავთობის უკანონო გადაზიდვა და მიესაჯათ 6- თვიანი პატიმრობა და დაახლოებით 1.3 მლნ დოლარის ექვივალენტი იყო ჯარიმა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მეზღვაურების დაკავების პირველივე დღიდან აქტიურად იყო ამ პროცესში ჩართული. ავამუშავეთ ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტი. ჩართული იყო ყველა საელჩო. ჯარიმა არ გადახდილა. ეს სანქციაც მოიხსნა ადვოკატის აქტიურობით", - განაცხადა კონსტანტინიდმა.

კონსტანტინიდის თქმით, პროცესში საზღვაო სატრანსპორტო ადმინისტრაციაც იყო ჩართული.

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას ოპერაცია ჩაუტარდება - რა ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა მინისტრი

"საქართველოში წარმოებული მედიკამენტები სომხეთშიც კი უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთან" - ექსპერტი ხსნის, რა შემთხვევაში გაიაფდება წამლები

3 ქართული კერძის რეცეპტი, რომლებიც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ - რჩევები კულინარისგან