ავტორი:

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეზე საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეზე საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის თამილა ლაფანაშვილის განცხადებით, ექიმის გათავისუფლებისთვის ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი. მისივე თქმით, პირველივე დღიდან კეთდება ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართული არიან ექიმის გათავისუფლების საკითხში. ლაფანაშვილის თქმით, საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურება, რომ მოახდინონ ზეწოლა.

თამილა ლაფანაშვილი იმედოვნებს, რომ მისი მეუღლე გათავისუფლდება.

"ველოდებით პარასკევს, რადგან სასამართლო სხდომაა ჩანიშნული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება და საბოლოოდ, ვაჟა გათავისუფლდება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციას, შემეხმიანენ პრემიერის კაბინეტიდან. პირადად მე მას არ შევხვედრივარ, მაგრამ ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან ზურაბ აბაშიძე, ქეთევან ციხელაშვილი, ლაშა დარსალია და ირაკლი ჩიქოვანი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, გამიზიარეს იმათმაც, რას აკეთებს სახელმწიფო, სხვადასხვა სამინისტროები და ორგანოები.

მეც გავუზიარე ის თუ რას ვაპირებთ ოჯახი. ძალიან სასიამოვნოა, რომ რაღაც უბრალოდ ჭკუის დამრიგებელი მაინც გვეყოლება. იმდენად არაორდინალურ სიტუაციაში აღმოვჩნდით ყველანი, რომ ძალიან მძიმეა ეს ოჯახისთვის, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი წნეხია. გარდა იმისა რომ წნეხია, როგორც საზოგადოებრივი აზრის ყველანაირი გათვალისწინებით, ასევე იმით, რომ ჩვენ ტყვე გვყავს გამოსახსნელი საპყრობილედან.

ამისთვის ვმუშაობთ. მე არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო ორგანოები არაფერს აკეთებენ. მსგავსი სიტყვები არასდროს წარმომითქვამს. პირიქით, პირველივე დღიდანვე არიან ჩართულები. აქტიურად მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ყველას გვინდა შედეგი. შედეგი ეს არის ვაჟას გათავისუფლება. ამიტომ, ნაბიჯ-ნაბიჯ მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ბერკეტები უნდა ჩაირთოს, რაც აქამდე არ ყოფილა და ყველა მხარში მიდგას“, - განაცხადა ლაფანაშვილმა.

"მისი მინისტრობისას ბიუჯეტიდან ასი მილიონი დაიკარგა, მან კი ხმა არ ამოიღო..." - რატომ ითხოვენ ივანე მაჭავარიანის დაკითხვას დეპუტატები?

გიორგი ვაშაძე ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების ახალ დეტალებს ამხელს

LIVE: გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"