პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ უნდა მიირთვათ ოჯახში დამზადებული ყველი და ვარგისია თუ არა მჟავე მაწონი – ყველაფერი, რაც რძესა და რძის ნაწარმის შესახებ უნდა იცოდეთ
რატომ არ უნდა მიირთვათ ოჯახში დამზადებული ყველი და ვარგისია თუ არა მჟავე მაწონი – ყველაფერი, რაც რძესა და რძის ნაწარმის შესახებ უნდა იცოდეთ

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ირა­ნი­დან შე­მო­სუ­ლი ე.წ. შე­კუმ­შუ­ლი რძის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი შეს­წავ­ლა და­ი­წყო. სა­ა­გენ­ტოს გან­მარ­ტე­ბით, ნი­მუ­ში შე­მოწ­მდე­ბა სხვა­დას­ხვა მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე, მათ შო­რის, მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მის შემ­ცვე­ლო­ბა­სა და სა­ნი­ტა­რულ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე.

ამ სა­კი­თხზე ბოლო პე­რი­ოდ­ში ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ, სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბა კი ორ­გა­ნი­ზა­ცია „მო­მავ­ლის ფერ­მე­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის რუ­სუ­დან გი­გაშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა პოსტმა გა­მო­იწ­ვია. პოს­ტში ირა­ნუ­ლი რძის ხა­რის­ხი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ იყო და­ყე­ნე­ბუ­ლი.

ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო­ში რძის ბა­ზა­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, თუმ­ცა ბაზ­რის 50%–ზე მეტი მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მით დამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას უკა­ვია. მეტ–ნაკ­ლე­ბად სა­ეჭ­ვოა საღი რძის ხა­რის­ხიც. მონ­დო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი შეძ­ლებს ხა­რი­სი­ხა­ნი და უვ­ნე­ბე­ლი რძი­სა თუ რძის პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნას, თუმ­ცა ეს მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არაა. თე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­კი­თხის მოკ­ვლე­ვა გა­დავ­წყვი­ტეთ და გთა­ვა­ზობთ შე­დე­გებს.

რძის პრო­დუქ­ტე­ბის ბა­ზა­რი

რძის ბა­ზარ­ზე რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი და იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­აა. კონ­კუ­რენ­ცია საკ­მა­ოდ მძაფ­რია, თუმ­ცა ჭარ­ბობს მშრა­ლი რძით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, ასე­ვე აქ­ტი­უ­რია სა­ხა­მე­ბე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა სტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის და ამ სა­ხა­მებ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რძე­ში ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი რო­მე­ლიც უძ­ლებს ყვე­ლა­ნა­ირ თერ­მულ და­მუ­შა­ვე­ბას და სრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით გა­და­დის პრო­დუქ­ტე­ბი, ან­ტი­ბი­ო­ტი­კი­ა­ნი პრო­დუქ­ტი რა თქმა უნდა არ არის სა­სარ­გებ­ლო ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნას­კნე­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­ტა­რე­ბის შე­დე­გად, ბა­ზარ­ზე კლა­სი­ფი­ცირ­დე­ბა პრო­დუქ­ცია: კერ­ძოდ მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მით დამ­ზა­დე­ბულ ნა­წარმ­ზე ყვე­ლი­სა და არა­ჟ­ნის ნაც­ვლად აწე­რენ არა­ჟ­ნის­მაგ­ვარს და ყვე­ლის­მაგ­ვარს, რის შე­დე­გა­დაც მომ­ხმა­რე­ბე­ლი აკე­თებს არ­ჩე­ვანს რო­დე­საც პრო­დუქ­ცი­ას იძენს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მე­ბიც, რომ­ლე­ბიც ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით გან­სხვავ­დე­ბა. კერ­ძოდ მათი ხა­რის­ხის გან­მსა­ზღვრე­ლია ემულ­გა­ტო­რე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე ასე­ვე აქ­ტი­უ­რია იმე­რუ­ლი ყვე­ლი რო­მე­ლიც მზად­დე­ბა აღ­დგე­ნი­ლი რძით ან მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მით, რომ­ლის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა საკ­მა­ოდ და­ბა­ლია ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასეთ პრო­დუქ­ცი­ას მომ­ხმა­რე­ბე­ლი მუდ­მი­ვად ჰყავს, მწარ­მო­ებ­ლე­ბი რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ საღ რძე­ზე, უჭირთ კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვა.

ფერ­მე­რო­ბა და საღი რძე

ფერ­მე­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლის წინ გა­აქ­ტი­ურ­და. მა­ნამ­დე რძის მიმ­წო­დებ­ლე­ბი იყ­ვნენ უშუ­ა­ლოდ გლე­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც მიმ­ღებ პუნ­ქტებ­ზე აბა­რებ­დნენ საღ რძეს. ად­გილ­ზე არ­სე­ბო­ბა­და რძის მიმ­ღე­ბი პუნ­ქტე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვი­ლი იყ­ვნენ მიკ­რო­ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო საღი რძის ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა. მი­უ­ხე­დავთ ამი­სა, სა­ერ­თო ჯამ­ში საქრთვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი რძის ხა­რის­ხი ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო. კერ­ძოდ პრო­დუქ­ტი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი იყო მას­ტი­ტით, და­ბა­ლი იყო რძის თერ­მო მადგრა­დო­ბა, ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი კი იყო ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი რძე. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ვი­ღებ­დით არა სტა­ბი­ლურ, უხა­რის­ხო რძეს.

„ფერ­მე­რუ­ლი რძე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ბოლო წლებ­ში გახ­და. 2016 წლი­დან ბა­ზარ­ზე გაჩ­ნდა მსხვი­ლი მო­თა­მა­შე „აგ­რო­ჰა­ბის“ სა­ხით, რო­მელ­მაც მკვეთ­რად გა­ზარ­და მო­თხოვ­ნა ხა­რის­ხი­ან რძე­ზე. პირ­ვე­ლი­ვე სა­ფე­ხურ­ზე ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა და სტან­დარ­ტე­ბი ფერ­მებ­თან, რაც გა­მო­ი­ხა­ტა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში. კერ­ძოდ, საღი რძის ქი­მი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით დატ­ვირ­თვა და სო­მა­ტუ­რი უჯრე­დე­ბი. ამან სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა მი­ვი­ღოთ ხა­რის­ხი­ა­ნი რძე და ყო­ველ­დღი­უ­რად უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის რძის პრო­დუქ­ტი. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­ლე­ვე და­ა­ფა­სა „აგ­რო­ჰა­ბის“ საღი რძის ხა­რის­ხი­ა­ნი ნა­წარ­მი, ბა­ზარ­ზე გა­ი­ზარ­და კონ­კუ­რენ­ცია და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ი­ზარ­და მო­თხოვ­ნა ფერ­მე­რე­ბის რძე­ზეც. დღეს­დღე­ო­ბით აგ­რო­ჰა­ბი უკვე ყო­ველ­დღი­უ­რად ამუ­შა­ვებს 12 -14 ტონა რძეს. მი­უ­ხე­დავ­თა ფერ­მე­რე­ბის რძე­ზე მა­ღა­ლი ფა­სი­სა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ებს ურ­ჩევ­ნი­ათ გა­და­ი­ხა­დონ მა­ღა­ლი ფასი ნედ­ლე­ულ­ში და მი­ი­ღონ ხა­რი­სი­ხა­ნი პრო­დუქ­ცია. „აგ­რო­ჰა­ბის“ რძის პრო­დუქ­ტე­ბი კი დღემ­დე ბა­ზარ­ზე გა­მორ­ჩე­ულ ად­გილს იკა­ვებს,“ – გან­მარ­ტავს თა­მარ ფრუ­ი­ძე, „აგ­რო­ჰა­ბის“ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რძის ფხვნი­ლი ანუ მშრა­ლი რძე

რძის 88% არის წყა­ლი, 12 % კი მშრა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, ნედ­ლი რძის აორ­თქლე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღე­ბა ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი მშრა­ლი რძე ( რძის ფხვნი­ლი) ცალ­სა­ხად იმის თქმა, რომ რძის ფხვნი­ლით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია და­ბა­ლი ხა­რის­ხის ან უსარ­გებ­ლოა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ნედ­ლი და მშრა­ლი რძით დამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქტს შო­რის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­სხვა­ვე­ბა. ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბო კი არის ის, რომ ნედ­ლი რძის­გან ორ­გა­ნიზ­მი კარ­გად ით­ვი­სებს კალ­ცი­უმს , მშრა­ლი რძის­გან კი კალ­ცი­უ­მის ათ­ვი­სე­ბის უნა­რი საგ­რძნობ­ლად შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

მშრა­ლი რძის ხა­რისხს ის ნედ­ლი რძე გან­სა­ზღვრავს, რომ­ლის­გა­ნაც მი­ღე­ბა. რე­ა­ლუ­რად, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­თა დ მას­ტი­ტით და­ბიძ­ნუ­რე­ბულ უხა­რის­ხო ნედლ რძეს, რაც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ჭარ­ბა­დაა, ხა­რი­სი­ხა­ნი რძის ფხვნი­ლი სჯობს.

ირა­ნუ­ლი რძე

„პრო­დუქტს, რო­მე­ლიც ირა­ნი­დან შე­მო­დის, შე­კუმ­შულ რძეს უწო­დე­ბენ. მა­საც რძის ფხვნი­ლის მსგავ­სად ტენი აქვს გა­მოც­ლი­ლი, თუმ­ცა არა მთლი­ა­ნად. ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი შეს­წავ­ლი­ლი არ არის, თუმ­ცა ჩემი პი­რა­დი აზ­რია რომ ესე­თი სა­ხით რძე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის საშ­ვა­ლე­ბას ვერ გა­ნა­პი­რო­ბებს, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი რძე­ში არ­სე­ბუ­ლი მიკ­რობ­თა შტა­მე­ბი, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რია ქვეყ­ნის­თვის. ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ნედ­ლი რძი­სა და რძის ფხვნი­ლის ფა­სიც გაზ­რდი­ლია და სწო­რედ ამი­ტომ გა­აქ­ტი­ურ­და შე­და­რე­ბით და­ბალ­ფა­სი­ა­ნი შე­კუმ­შუ­ლი რძის იმ­პორ­ტი“- გან­მარ­ტავს თა­მარ ფრუ­ი­ძე.

ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი რძე­ში

ან­ტი­ბი­ო­ტი­კი რძე­ში ორი გზით გხვდე­ბა. ძი­რი­თა­დი წყა­რო არის პრე­პა­რა­ტე­ბი, რო­მელ­საც მკურ­ნა­ლო­ბის დროს და გეგ­მი­უ­რად უკე­თე­ბენ პი­რუ­ტყვს. ან­ტი­ბი­ო­ტი­კი რძე­ში დახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დით რჩე­ბა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი შე­რე­ვა სა­ერ­თო რძე­ში და­უშ­ვე­ბე­ლია. გლე­ხებს ფერ­მე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ასე­თი რძის კონ­ტრო­ლი საკ­მა­ოდ უჭირთ. სწო­რედ ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ რძის ნა­წარ­მი ისე­თი მწარ­მო­ებ­ლის­გან შე­ი­ძი­ნოთ, რო­მე­ლიც რძეს ფერ­მის­გან იღებს.

მჟა­ვი­ა­ნო­ბა და ვა­დას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიმ­ჟა­ვე

რძე არის ბაქ­ტე­რი­ე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი, მთლი­ა­ნად რძე არის ტექ­ნი­კუ­რად და­დე­ბით მიკ­რო­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი,რო­მე­ლიც გა­ნიც­დის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ას( თერ­მულ და­მუ­შა­ვე­ბას). სუფ­თა ბაქტრი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად. სწო­რედ ეს ბაქ­ტე­რი­ე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ მათ მჟა­ვი­ა­ნო­ბას. ზო­გა­დად, რძის პრო­დუქ­ტე­ბის შე­ნახ­ვი­სათ­ვის იდე­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა არის 5 გრა­დუ­სი (+-2), რის სა­ფუძ­ველ­ზეც ად­გი­ლი აქვს ბაქ­ტე­რი­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის შე­ბოჭ­ვას. ამ პრო­დუქ­ცი­ის ოთა­ხის პი­რო­ბებ­ში და­ყოვ­ნე­ბა მცი­რე დრო­ი­თაც კი, ბაქ­ტე­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნობ­რივ გაზ­რა­დას იწ­ვევს , რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მჟა­ვი­ა­ნო­ბის მო­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ეს კი ნამ­დვი­ლად არ ით­ვლე­ბა პრო­დუქ­ცი­ის ხარ­ვე­ზად. ბაქ­ტე­რი­ე­ბის ცხოვ­რე­ბის წესი შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს, მა­ღალ ტე­მე­რა­ტუ­რა­ზე სწრა­ფად მრავ­ლდე­ბი­ან. ასე­ვე პრო­დუქ­ცი­ში ბოლო ვა­და­ში ეს იმას ნიშ­ნავს რომ მას­ში მიკ­რობ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მაქ­სი­მუ­მია. ასევ ბოლო ვა­დის პრო­დუქ­ტებს შე­და­რე­ბით მეტი მჟა­ვი­ა­ნო­ბა აქვთ.

რძის პრო­დუქ­ტე­ბის ვა­დი­ა­ნო­ბა

რძის პრო­დუქ­ტე­ბი მალ­ფუ­ჭე­ბად პრო­დუქ­ტებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ მწარ­მო­ებ­ლე­ბი ხში­რად ვა­დას კონ­სერ­ვან­ტე­ბი­თა და და­ნა­მა­ტე­ბით ზრდი­ან. რაც კარ­გი ნამ­დვი­ლად არ არის. „აგ­რო­ჰა­ბის“ რძის პრო­დუქ­ტე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლია და მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს საღ პრო­დუქ­ცი­ას კონ­სერ­ვან­ტე­ბის გა­რე­შე და და­ბა­ლი ვა­დით.

ყვე­ლი

ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლის ქარ­ხნუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის ტრა­დი­ცია არ არ­სე­ბობ­და და ოჯა­ხებ­ში მას რძის თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის გა­რე­შე აკე­თე­ბენ. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ორ­გა­ნიზ­მი ამ ყვე­ლა­ფერს მიჩ­ვე­უ­ლია, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ასე­თი წე­სით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია, რად­გან ის ბევრ ნაწ­ლა­ვურ ჩხი­რებს შე­ი­ცავს. ყვე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­კეთ­დეს პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძის­გან და ის უსაფრ­თხო იქ­ნე­ბა რო­გორც ზრდას­რუ­ლე­ბის­თვის, ისე პა­ტა­რე­ბის­თვის. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლის შე­ძე­ნის დროს შე­ი­ძი­ნოთ პას­ტე­რი­ზი­რე­ბუ­ლი რძის­გან და­მა­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი.

ავტორი:

რატომ არ უნდა მიირთვათ ოჯახში დამზადებული ყველი და ვარგისია თუ არა მჟავე მაწონი – ყველაფერი, რაც რძესა და რძის ნაწარმის შესახებ უნდა იცოდეთ

რატომ არ უნდა მიირთვათ ოჯახში დამზადებული ყველი და ვარგისია თუ არა მჟავე მაწონი – ყველაფერი, რაც რძესა და რძის ნაწარმის შესახებ უნდა იცოდეთ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ირანიდან შემოსული ე.წ. შეკუმშული რძის ლაბორატორიული შესწავლა დაიწყო. სააგენტოს განმარტებით, ნიმუში შემოწმდება სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის, მცენარეული ცხიმის შემცველობასა და სანიტარულ მაჩვენებლებზე.

ამ საკითხზე ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ, სიტუაციის გამწვავება კი ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელის რუსუდან გიგაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტმა გამოიწვია. პოსტში ირანული რძის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული.

ზოგადად, საქართველოში რძის ბაზარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა ბაზრის 50%–ზე მეტი მცენარეული ცხიმით დამზადებულ პროდუქციას უკავია. მეტ–ნაკლებად საეჭვოა საღი რძის ხარისხიც. მონდომების შემთხვევაში მომხმარებელი შეძლებს ხარისიხანი და უვნებელი რძისა თუ რძის პროდუქტების შეძენას, თუმცა ეს მარტივი ნამდვილად არაა. თემის აქტუალობიდან გამომდინარე საკითხის მოკვლევა გადავწყვიტეთ და გთავაზობთ შედეგებს.

რძის პროდუქტების ბაზარი

რძის ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიაა. კონკურენცია საკმაოდ მძაფრია, თუმცა ჭარბობს მშრალი რძით დამზადებული პროდუქტები, ასევე აქტიურია სახამებელის გამოყენება სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და ამ სახამებლის წარმომავლობა, აღსანიშნავია რძეში ანტიბიოტიკები რომელიც უძლებს ყველანაირ თერმულ დამუშავებას და სრული რაოდენობით გადადის პროდუქტები, ანტიბიოტიკიანი პროდუქტი რა თქმა უნდა არ არის სასარგებლო ჯანმრთელი ადამიანისთვის.

საქართველოში უკანასკნელი რეგულაციების გატარების შედეგად, ბაზარზე კლასიფიცირდება პროდუქცია: კერძოდ მცენარეული ცხიმით დამზადებულ ნაწარმზე ყველისა და არაჟნის ნაცვლად აწერენ არაჟნისმაგვარს და ყველისმაგვარს, რის შედეგადაც მომხმარებელი აკეთებს არჩევანს როდესაც პროდუქციას იძენს.

მნიშვნელოვანია ასევე ცხოველური ცხიმებიც, რომლებიც ხარისხის მიხედვით განსხვავდება. კერძოდ მათი ხარისხის განმსაზღვრელია ემულგატორები.

საქართველოს ბაზარზე ასევე აქტიურია იმერული ყველი რომელიც მზადდება აღდგენილი რძით ან მცენარეული ცხიმით, რომლის თვითღირებულება საკმაოდ დაბალია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთ პროდუქციას მომხმარებელი მუდმივად ჰყავს, მწარმოებლები რომლებიც მუშაობენ საღ რძეზე, უჭირთ კონკურენციის გაწევა.

ფერმერობა და საღი რძე

ფერმერობის განვითარება საქართველოში დაახლოებით 5 წლის წინ გააქტიურდა. მანამდე რძის მიმწოდებლები იყვნენ უშუალოდ გლეხები, რომლებიც მიმღებ პუნქტებზე აბარებდნენ საღ რძეს. ადგილზე არსებობადა რძის მიმღები პუნქტები, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ მიკროლაბორატორიებით, სადაც შესაძლებელი იყო საღი რძის ქიმიური ანალიზის გაკეთება. მიუხედავთ ამისა, საერთო ჯამში საქრთველოში არსებული რძის ხარისხი ძალიან დაბალი იყო. კერძოდ პროდუქტი დაბინძურებული იყო მასტიტით, დაბალი იყო რძის თერმო მადგრადობა, ყველაზე პრობლემური კი იყო ანტიბიოტიკებით დატვირთული რძე. საბოლოო ჯამში, ვიღებდით არა სტაბილურ, უხარისხო რძეს.

„ფერმერული რძე აქტუალური ბოლო წლებში გახდა. 2016 წლიდან ბაზარზე გაჩნდა მსხვილი მოთამაშე „აგროჰაბის“ სახით, რომელმაც მკვეთრად გაზარდა მოთხოვნა ხარისხიან რძეზე. პირველივე საფეხურზე ძალიან მაღალი იყო ჩვენი მოთხოვნა და სტანდარტები ფერმებთან, რაც გამოიხატა ხელშეკრულებაში. კერძოდ, საღი რძის ქიმიური მაჩვენებლები, ანტიბიოტიკებით დატვირთვა და სომატური უჯრედები. ამან საშუალება მოგვცა მივიღოთ ხარისხიანი რძე და ყოველდღიურად უმაღლესი ხარისხის რძის პროდუქტი. საზოგადოებამ მალევე დააფასა „აგროჰაბის“ საღი რძის ხარისხიანი ნაწარმი, ბაზარზე გაიზარდა კონკურენცია და შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა ფერმერების რძეზეც. დღესდღეობით აგროჰაბი უკვე ყოველდღიურად ამუშავებს 12 -14 ტონა რძეს. მიუხედავთა ფერმერების რძეზე მაღალი ფასისა, პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს ურჩევნიათ გადაიხადონ მაღალი ფასი ნედლეულში და მიიღონ ხარისიხანი პროდუქცია. „აგროჰაბის“ რძის პროდუქტები კი დღემდე ბაზარზე გამორჩეულ ადგილს იკავებს,“ – განმარტავს თამარ ფრუიძე, „აგროჰაბის“ დირექტორის მოადგილე წარმოების მიმართულებით.

რძის ფხვნილი ანუ მშრალი რძე

რძის 88% არის წყალი, 12 % კი მშრალი ნივთიერება, ნედლი რძის აორთქლების შედეგად მიიღება ეგრეთწოდებული მშრალი რძე ( რძის ფხვნილი) ცალსახად იმის თქმა, რომ რძის ფხვნილით დამზადებული პროდუქცია დაბალი ხარისხის ან უსარგებლოა არ შეიძლება, მაგრამ ნედლი და მშრალი რძით დამზადებულ პროდუქტს შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავება. ყველაზე საყურადღებო კი არის ის, რომ ნედლი რძისგან ორგანიზმი კარგად ითვისებს კალციუმს , მშრალი რძისგან კი კალციუმის ათვისების უნარი საგრძნობლად შემცირებულია.

მშრალი რძის ხარისხს ის ნედლი რძე განსაზღვრავს, რომლისგანაც მიღება. რეალურად, ანტიბიოტიკებითა დ მასტიტით დაბიძნურებულ უხარისხო ნედლ რძეს, რაც ქართულ ბაზარზე ჭარბადაა, ხარისიხანი რძის ფხვნილი სჯობს.

ირანული რძე

„პროდუქტს, რომელიც ირანიდან შემოდის, შეკუმშულ რძეს უწოდებენ. მასაც რძის ფხვნილის მსგავსად ტენი აქვს გამოცლილი, თუმცა არა მთლიანად. ზემოთ აღნიშნული პროდუქტი შესწავლილი არ არის, თუმცა ჩემი პირადი აზრია რომ ესეთი სახით რძე მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოების საშვალებას ვერ განაპირობებს, ასევე მნიშვნელოვანია ქართული რძეში არსებული მიკრობთა შტამები, რომელიც უნიკალურია ქვეყნისთვის. ამ ეტაპზე საქართველოში ნედლი რძისა და რძის ფხვნილის ფასიც გაზრდილია და სწორედ ამიტომ გააქტიურდა შედარებით დაბალფასიანი შეკუმშული რძის იმპორტი“- განმარტავს თამარ ფრუიძე.

ანტიბიოტიკები რძეში

ანტიბიოტიკი რძეში ორი გზით გხვდება. ძირითადი წყარო არის პრეპარატები, რომელსაც მკურნალობის დროს და გეგმიურად უკეთებენ პირუტყვს. ანტიბიოტიკი რძეში დახლოებით ერთი კვირის ლაქტაციის პერიოდით რჩება. ამ დროის განმავლობაში მისი შერევა საერთო რძეში დაუშვებელია. გლეხებს ფერმებისგან განსხვავებით ასეთი რძის კონტროლი საკმაოდ უჭირთ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რძის ნაწარმი ისეთი მწარმოებლისგან შეიძინოთ, რომელიც რძეს ფერმისგან იღებს.

მჟავიანობა და ვადასთან დაკავშირებული სიმჟავე

რძე არის ბაქტერიების მატარებელი პროდუქტი, მთლიანად რძე არის ტექნიკურად დადებით მიკრობების მატარებელი,რომელიც განიცდის სტერილიზაციას( თერმულ დამუშავებას). სუფთა ბაქტრიები გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტების საწარმოებლად. სწორედ ეს ბაქტერიები განაპირობებენ მათ მჟავიანობას. ზოგადად, რძის პროდუქტების შენახვისათვის იდეალური ტემპერატურა არის 5 გრადუსი (+-2), რის საფუძველზეც ადგილი აქვს ბაქტერიების აქტიურობის შებოჭვას. ამ პროდუქციის ოთახის პირობებში დაყოვნება მცირე დროითაც კი, ბაქტერიების რაოდენობრივ გაზრადას იწვევს , რაც ხშირ შემთხვევაში მჟავიანობის მომატებით გამოიხატება. ეს კი ნამდვილად არ ითვლება პროდუქციის ხარვეზად. ბაქტერიების ცხოვრების წესი შემდეგში მდგომარეობს, მაღალ ტემერატურაზე სწრაფად მრავლდებიან. ასევე პროდუქციში ბოლო ვადაში ეს იმას ნიშნავს რომ მასში მიკრობთა რაოდენობა მაქსიმუმია. ასევ ბოლო ვადის პროდუქტებს შედარებით მეტი მჟავიანობა აქვთ.

რძის პროდუქტების ვადიანობა

რძის პროდუქტები მალფუჭებად პროდუქტებს მიეკუთვნება. სწორედ ამიტომ მწარმოებლები ხშირად ვადას კონსერვანტებითა და დანამატებით ზრდიან. რაც კარგი ნამდვილად არ არის. „აგროჰაბის“ რძის პროდუქტები ამ მიმართულებითაც გამორჩეულია და მომხმარებელს სთავაზობს საღ პროდუქციას კონსერვანტების გარეშე და დაბალი ვადით.

ყველი

ზოგადად, საქართველოში ყველის ქარხნული დამუშავების ტრადიცია არ არსებობდა და ოჯახებში მას რძის თერმული დამუშავების გარეშე აკეთებენ. ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზმი ამ ყველაფერს მიჩვეულია, თუმცა რეალურად ასეთი წესით დამზადებული ყველი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ის ბევრ ნაწლავურ ჩხირებს შეიცავს. ყველი აუცილებლად უნდა გაკეთდეს პასტერიზებული რძისგან და ის უსაფრთხო იქნება როგორც ზრდასრულებისთვის, ისე პატარებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველის შეძენის დროს შეიძინოთ პასტერიზირებული რძისგან დამაზადებული ყველი.

თერმოინდუსტრია სითბოთი სავსე 2020 წელს გისურვებთ!

ნამდვილი ფასდაკლებები მეგატექნიკაში!

2019 წლის საუკეთესონი საქართველოს ზრდასრულთა განათლებაში