ავტორი:

"მე ბოდიშს ვიხდი იმ გამოთქმისთვის, რაც გაღიზიანების გამო დავწერე..." - ერეკლე კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს ბოდიშს უხდის

"მე ბოდიშს ვიხდი იმ გამოთქმისთვის, რაც გაღიზიანების გამო დავწერე..." - ერეკლე კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს ბოდიშს უხდის

თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილის და მისი ოჯახის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო ბოდიშს იხდის.

აღნიშნულის შესახებ კუხიანიძემ "ტვ პირველის" ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში განაცხადა.

"რატომ მოხდა ეს, მე ამას ავხსნი. არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს ვინმემ მაიძულა და ამიტომაც ვამბობ. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვიღაცამ რაღაც მაიძულოს, მაგრამ მე გამოვთქვამ დიდ წუხილს იმის გამო, რომ ემოციებმა ჩემზე მოახდინა მოქმედება და დავწერე ის, რაც დავწერე. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შეცვლილია და ბატონი ვაჟას ოჯახი მომართულია პოზიტივზე, მომავალზე, რომ ეს ადამიანი იყოს გამოხსნილი და ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხოთ, ეს მძიმე სიტუაცია ქვეყანაში შევცვალოთ.

VIDEO: რის გამო იხდის ბოდიშს ერეკლე კუხიანიძე - საკუთარი სკანდალური პოსტის ფორმის თუ შინაარსის?

მე ბოდიშს ვიხდი იმ გამოთქმისთვის, არაკორექტულობისთვის, რაც ჩემი გაღიზიანების გამო დავწერე...

მე იქ დავწერე, რომ ეს ადამიანი გადავიდა და იცოდა რაზე მიდიოდა, მე არ შემიფასებია ეს ცუდია, კარგი თუ პროვოკაცია. შემდეგ კი დავწერე, რომ მთავრობა და მთელი მსოფლიო მაქსიმუმს აკეთებს და ამ ფონზე, როცა ჩვენმა მთავრობამ მიიღო შეფასება ოჯახისგან რომ არ კეთდება საკმარისი და ეს მთავრობა გმირის დახმარების ნაცვლად ტაშფანდურს მართავს, ამან ჩემზე ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა" - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ სანაიასთან სტუმრობისას.

როგორც ცნობილია, დღეს თბილისის საკრებულოში დახურული სხდომა გაიმართა უმრავლესობის დეპუტატების მონაწილეობით, სადაც "ოცნება" გაემიჯნა კოლეგის განცხადებას გაფრინდაშვილთან დაკავშირებით.

ამასთან, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ ერეკლე კუხიანიძის თანამდებობრივ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის სხდომაზე იმსჯელებენ, რომლის ჩატარების თარიღიც ჯერ უცნობია.

"იმ ჯგუფთან, რომელზეც "ფეისბუქის" განცხადებაშია ლაპარაკი, "ქართულ ოცნებას" არანაირი ურთიერთობა არ აქვს" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ახალი შეთავაზება ოპოზიციურ პარტიებს მაჟორიტარებთან დაკავშირებით

კლინიკაში, სადაც ცოტნე გამსახურდია იმყოფება, პრეზიდენტი მივიდა