მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პოსტზე აირჩიეს შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში
რა პოსტზე აირჩიეს შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა პლე­ნუ­მის სხდო­მა გა­ი­მარ­თა. რო­გორც უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო იუ­წყე­ბა, სხდო­მას უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე მზია თო­დუა უძღვე­ბო­და.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პლე­ნუ­მის სხდო­მის დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა, კერ­ძოდ, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა სა­კა­სა­ციო პა­ლა­ტებ­ში გა­ნა­წი­ლე­ბის სა­კი­თხი, მო­სა­მარ­თლე­თა შო­რის სა­სა­მარ­თლო საქ­მე­თა გა­ნა­წი­ლე­ბის სა­კი­თხი და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სა­კა­სა­ციო საქ­მე­თა პა­ლა­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის არ­ჩე­ვის სა­კი­თხი.

პლე­ნუ­მის სხდო­მას მიმ­დი­ნა­რე წლის 12 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი 14 მო­სა­მარ­თლე ეს­წრე­ბო­და. სხდო­მის მო­ნა­წი­ლე­ებს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა გა­აც­ნო უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ 2019 წელს გან­ხი­ლუ­ლი და გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში მყო­ფი საქ­მე­ე­ბის სტა­ტის­ტი­კა და გა­წე­უ­ლი სა­მუ­შაო. მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და კო­ლე­გებს მო­სა­მარ­თლე­თა რი­ცხოვ­ნუ­ლი სიმ­ცი­რის მი­უ­ხე­და­ვად, მათი პრო­ფე­სი­უ­ლი და კო­ლე­გი­ა­ლუ­რი თავ­და­დე­ბის გამო და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ თავ­გან­წირ­ვი­სა და თა­ნად­გო­მის გა­რე­შე უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო საქ­მე­თა მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის გან­ხილ­ვას თავს ვერ გა­არ­თმევ­და.

რო­გორც მზია თო­დუ­ამ გა­ნა­ცხა­და, 2019 წელს სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სა­მი­ვე პა­ლა­ტა­ში გან­ხი­ლუ­ლი და დას­რუ­ლე­ბუ­ლი იქნა 3017 საქ­მე, მათ შო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­თა პა­ლა­ტა­ში - 843, სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა პა­ლა­ტა­ში - 1609, ხოლო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტა­ში - 565.

მიმ­დი­ნა­რე წლის 13 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­თა პა­ლა­ტა­ში წარ­მო­ე­ბა­შია 1212 საქ­მე, სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა პა­ლა­ტა­ში 1290 საქ­მე და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტა­ში 877 საქ­მე, სულ სა­მი­ვე პა­ლა­ტის წარ­მო­ე­ბა­ში 3379 საქ­მე ირი­ცხე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­სა­მარ­თლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­სა­ზღვრე­ბო­და 10 მო­სა­მარ­თლით 2019 წლის 12 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით. 13 დე­კემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ მო­სა­მარ­თლე­თა კან­დი­და­ტე­ბის­თვის კენ­ჭისყ­რის შემ­დგომ, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას შე­უდ­გა 14 მო­სა­მარ­თლე, მათ შო­რის ორი უკვე მოქ­მე­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­თა პა­ლა­ტი­დან.

პლე­ნუმ­მა კენ­ჭი უყა­რა მო­სა­მარ­თლე­თა გამ­წე­სე­ბას უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სა­კა­სა­ციო პა­ლა­ტებ­ში და პა­ლა­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის არ­ჩე­ვას, რის შე­დე­გა­დაც პა­ლა­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი და შე­მად­გენ­ლო­ბა ასე გა­ნი­სა­ზღვრა:

  • სის­ხლის სა­მარ­თლის სა­კა­სა­ციო პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რედ პლე­ნუ­მის მიერ ერ­თხმად იქნა არ­ჩე­უ­ლი მო­სა­მარ­თლე შალ­ვა თა­დუ­მა­ძე
  • პა­ლა­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გამ­წეს­დნენ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი: გი­ორ­გი შავ­ლი­აშ­ვი­ლი, მა­მუ­კა ვა­სა­ძე, მე­რაბ გა­ბი­ნაშ­ვი­ლი, ლალი ფა­ფი­აშ­ვი­ლი
  • სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა პა­ლა­ტის მოქ­მედ შე­მად­გენ­ლო­ბას (თავ­მჯდო­მა­რე მზია თო­დუა), და­ე­მატ­ნენ: მი­რან­და ერე­მა­ძე, თა­მარ ზამ­ბა­ხი­ძე, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე, ლე­ვან მი­ქა­ბე­რი­ძე, ვლა­დი­მერ კა­კა­ბა­ძე
  • ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­თა პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რედ ერ­თხმად არ­ჩე­ულ იქნა მო­სა­მარ­თლე ნინო ქა­და­გი­ძე. მან შეც­ვა­ლა მო­სა­მარ­თლე ვა­სილ რო­ი­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის 10 წლი­ა­ნი ვადა ეწუ­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 18 დე­კემ­ბერს
  • მო­სა­მარ­თლე­ე­ბად გამ­წეს­დნენ მაია ვა­ჩა­ძე, ნუგ­ზარ სხირტლა­ძე, ნინო ქა­და­გი­ძე, ქე­თე­ვან ცინ­ცა­ძე, ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძე.

მო­სა­მარ­თლე­თა შო­რის საქ­მე­თა გა­ნა­წი­ლე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს პლე­ნუმ­მა და­ა­გი­ნა, რომ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში შე­მო­სუ­ლი ახა­ლი საქ­მე­ე­ბი გა­ნა­წილ­დე­ბა ახ­ლად­და­ნიშ­ნულ მო­სა­მარ­თლებ­ზე, ხოლო საქ­მე­თა რა­ო­დე­ნო­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ყვე­ლა მო­სა­მარ­თლე­ზე თა­ნაბ­რად ელექტრო­ნუ­ლი გა­ნა­წი­ლე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ნა­წილ­დე­ბა საქ­მე­ე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
status quo
8

ეს მელოტი უდიპლომო კუ სადაც გინდა აირჩიეთ,მაინც იდიოტად დარჩება.

!!!
6

უვიცთა და ავაზკთა ბანდა! არა უშავსმ დიდი დღე არ გიწერიათ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა პოსტზე აირჩიეს შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში

რა პოსტზე აირჩიეს შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში

საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმის სხდომა გაიმართა. როგორც უზენაესი სასამართლო იუწყება, სხდომას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა უძღვებოდა.

უწყების ინფორმაციით, პლენუმის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საორგანიზაციო საკითხების განხილვა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საკასაციო პალატებში განაწილების საკითხი, მოსამართლეთა შორის სასამართლო საქმეთა განაწილების საკითხი და უზენაესი სასამართლოს საკასაციო საქმეთა პალატების თავმჯდომარეების არჩევის საკითხი.

პლენუმის სხდომას მიმდინარე წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ ახლადარჩეული 14 მოსამართლე ესწრებოდა. სხდომის მონაწილეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გააცნო უზენაესი სასამართლოს მიერ 2019 წელს განხილული და განხილვის პროცესში მყოფი საქმეების სტატისტიკა და გაწეული სამუშაო. მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს მოსამართლეთა რიცხოვნული სიმცირის მიუხედავად, მათი პროფესიული და კოლეგიალური თავდადების გამო და აღნიშნა, რომ ამ თავგანწირვისა და თანადგომის გარეშე უზენაესი სასამართლო საქმეთა მოჭარბებული რაოდენობის განხილვას თავს ვერ გაართმევდა.

როგორც მზია თოდუამ განაცხადა, 2019 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამივე პალატაში განხილული და დასრულებული იქნა 3017 საქმე, მათ შორის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში - 843, სამოქალაქო საქმეთა პალატაში - 1609, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში - 565.

მიმდინარე წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოებაშია 1212 საქმე, სამოქალაქო საქმეთა პალატაში 1290 საქმე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 877 საქმე, სულ სამივე პალატის წარმოებაში 3379 საქმე ირიცხება. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა რაოდენობა უზენაეს სასამართლოში განისაზღვრებოდა 10 მოსამართლით 2019 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით. 13 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეთა კანდიდატებისთვის კენჭისყრის შემდგომ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას შეუდგა 14 მოსამართლე, მათ შორის ორი უკვე მოქმედი ადმინისტრაციულ საქმეთა პალატიდან.

პლენუმმა კენჭი უყარა მოსამართლეთა გამწესებას უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატებში და პალატების თავმჯდომარეების არჩევას, რის შედეგადაც პალატების თავმჯდომარეები და შემადგენლობა ასე განისაზღვრა:

  • სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ პლენუმის მიერ ერთხმად იქნა არჩეული მოსამართლე შალვა თადუმაძე
  • პალატის შემადგენლობაში გამწესდნენ მოსამართლეები: გიორგი შავლიაშვილი, მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
  • სამოქალაქო საქმეთა პალატის მოქმედ შემადგენლობას (თავმჯდომარე მზია თოდუა), დაემატნენ: მირანდა ერემაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
  • ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ერთხმად არჩეულ იქნა მოსამართლე ნინო ქადაგიძე. მან შეცვალა მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა ეწურება მიმდინარე წლის 18 დეკემბერს
  • მოსამართლეებად გამწესდნენ მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.

მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დააგინა, რომ უზენაეს სასამართლოში შემოსული ახალი საქმეები განაწილდება ახლადდანიშნულ მოსამართლებზე, ხოლო საქმეთა რაოდენობის გათანაბრების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლეზე თანაბრად ელექტრონული განაწილების მიხედვით გადანაწილდება საქმეები.

"ჩოლოიანთან ნაცემი შემიყვანეს... გონებას ვკარგავდი, სკამიდან ვვარდებოდი და ისევ იწყებდა დაკითხვას" - რას იხსენებს ყოფილი პოლიტპატიმარი ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელზე

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი დააკავეს