პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 წლის მოზარდის საქმეზე ორ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა - შსს-ს განცხადება
15 წლის მოზარდის საქმეზე ორ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა - შსს-ს განცხადება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით 15 წლის მო­ზარ­დის საქ­მე­ზე, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­კი­თხვის შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, ორ სა­მარ­თალ­დამ­ცველს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­და.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ვად მო­ი­თხო­ვეს:

"თბი­ლი­სის "მწვა­ნე სკო­ლა­ში" მომ­ხდარ ფაქტსა და შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს I გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს და ამა­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბის გა­მომ­ძი­ე­ბელს, მა­თი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით, შე­უ­ჩერ­დათ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი ატა­რებს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს უკვე გა­და­ეგ­ზავ­ნა მო­თხოვ­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი. სა­მი­ნის­ტრო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­თან პრო­აქ­ტი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გა­ნაგ­რძობს" - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

15 წლის ბავ­შვის, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, სა­სი­ცო­ცხლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის დი­ნა­მი­კა­ში მცი­რე გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა. იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აცხა­დე­ბენ, რომ მო­ზარ­დის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­ბა­რე­ო­ბა კვლავ სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა და ის მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა.

ძაღლებო
6

მაინც ძაღლები დარჩით, არაა თქვენი საშველი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

15 წლის მოზარდის საქმეზე ორ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა - შსს-ს განცხადება

15 წლის მოზარდის საქმეზე ორ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა - შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 15 წლის მოზარდის საქმეზე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, ორ სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა.

უწყების ინფორმაციით, პოლიციელებმა აღნიშნული თავად მოითხოვეს:

"თბილისის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება.

საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები. სამინისტრო ინსპექტორის სამსახურთან პროაქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

15 წლის ბავშვის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, სასიცოცხლო მაჩვენებლების დინამიკაში მცირე გაუმჯობესება აღინიშნება. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მოზარდის ჯანმრთელობის მდგობარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა.

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი დააკავეს

რა პოსტზე აირჩიეს შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში