ავტორი:

ბრედ პიტი ნაშვილებ ბავშვებზე უარს ამბობს? - შობას მსახიობი მხოლოდ ბიოლოგიურ შვილებთან გაატარებს

ბრედ პიტი ნაშვილებ ბავშვებზე უარს ამბობს? - შობას მსახიობი მხოლოდ ბიოლოგიურ შვილებთან გაატარებს

რამდენიმე დღის წინ, ჰოლივუდის ვარსკვლავი, ბრედ პიტი 56 წლის გახდა. მან დაბადების დღე ოჯახის იმ წევრების გარემოცვაში აღნიშნა, რომლებიც ძალიან უყვარს.

როგორც Harper’s Bazaar წერს, საზეიმო საღამოზე ბრედ პიტთან ერთად მხოლოდ მისი ბიოლოგიური შვილები შაილო, ნოქსი და ვივიენი იყვნენ, ხოლო ნაშვილები ბავშვები ზაფარა, პექსი და მედოქსი - არა.

Harpers bazaar წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მხოლოდ ბიოლოგიური შვილები იქნებიან ბრედ პიტის გვერდით საშობაო საღამოზე, ლოს ანჯელესში.

წყარომ არ იცის, თუ რატომ არ იყვნენ დანარჩენი შვილები პიტის დაბადების დღეზე, თუმცა დანამდვილებით ამბობს, რომ ექვსივე ბავშვი ანჯელინა ჯოლისთან ერთად იქნება შობას, ხოლო შემდეგ სამი მათგანი ბრედთან წავა. „მედოქსი, პექსი და ზაჰარა ბრედთან წასვლას და მამასთან დროის გატარებას არ აპირებენ“, - ამბობს წყარო.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პრესაში წერენ, რომ ბრედს ნაშვილები ბავშვები არ უყვარს და რომ მათზე უარს ამბობს. აღსანიშნავია ისიც, რომ პიტს ნაშვილებ შვილთან, მედოქსთან აქამდეც რთული ურთიერთობა ჰქონდა და ამას არც თავად ბრედი მალავდა და არც მედოქსი.

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა დაშორების შესახებ საზოგადოებას 2016 წელს აცნობეს. დაშორების მიზეზად ბრედ პიტისა და მედოქსის რთული ურთიერთობა სახელდებოდა. როგორც სხვადასხვა გავლენიანი გამოცემები წერდნენ, მსახიობი ნაშვილებ ბავშვებს, განსაკუთრებით კი მედოქსს, ხშირად ეჩხუბებოდა, რის გამოც, ანჯელინამ დაშორების გადაწყვეტილება მიიღო. ანჯელინასა და ბრედს ექვსი შვილი ჰყავს, რომელთაგანაც სამი ნაშვილებია, ხოლო სამი მათი ბიოლოგიური შვილი.

ყვითელი სადღესასწაულო კაბა და უარი "დეპრესიულ ცხოვრებას" - როგორ და ვისთან ერთად აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ დაბადების დღე (ფოტოები)

"მან ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა, "კვირის არტისტად" აღიარეს" - ქართველი მეცოსოპრანოს ტრიუმფი სევილიაში

"სამზარეულოს ომების" შესანიშნავი ხუთეული რუხი კიტელებისთვის იბრძოლებს - გაიცანით ჯოზი და თამთა საუკეთესო კონკურსანტებიდან