თბილისში, სანკტ-პეტერბურგის ქუჩის 6 ნომერში, ახალი სასტუმრო Heritage Hotel & Suites გაიხსნა.
ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს 23 უმაღლესი კატეგორიის სასტუმრო ოთახს აივნებითა და აივნების გარეშე, კომფორტულ ბიზნეს ლაუნჯს საქმიანი შეხვედრებისთვის, ორთქლის ოთახს და ფიტნეს დარბაზს. აქ აგრეთვე დაგხვდებათ რესტორანი ღია სამზარეულოთი, სადაც უგემრიელეს ევროპულ კერძებს დააგემოვნებთ.
"სასტუმროს შექმნაში მონაწილეობა მიიღო სასტუმროების მართვის კომპანიამ, HotelX-მა, რომელიც ასევე, მართავს ამ სასტუმროს. აქ სტუმრებს დახვდებათ მაღალი კლასის ოთახები, შესაბამისი პროდუქცია, ავეჯი და ყველა ის მნიშვნელოვანი პროდუქტი, რაც სასტუმროს მთავარი ატრიბუტია" - ამბობს Hotelx-ის დამფუძნებელი, გიორგი ყენიაშვილი.
ისტორიული ნაგებობა 120 წლის წინ არის აშენებული და აღიარებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. ამ უძველეს ადგილს კი განსაკუთრებულ ელეგანტურობას სძენს თანამედროვე და მინიმალისტურ დიზაინთან შერწყმა.
"ეს ადგილი აბსოლუტურად ამართლებს სახელს, რადგანაც ეს არის ძველი თბილისური კულტურის ტურიზმთან უნიკალური შერწყმა. ეს ობიექტი არ იქნება მხოლოდ ღამის გასათენებელი ადგილი. ვთვლი, რომ აქ მოსული სტუმრები თბილისურ, ძველ კულტურასაც შეიმეცნებენ. მართლაც რომ ფანტასტიკური კონცეფციაა“ - ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, მედეა ჯანიაშვილი.
უნიკალური სასტუმროს გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მოწვეულმა სტუმრებმა სპეციალურად მათთვის მომზადებული ფურშეტისა და ალა ბერიძის მიერ შესრულებული მუსიკის თანხლებით უამრავი პრიზი მიიღეს.
"ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ეს ქუჩა. აქვე ახლოს მდებარე სკოლაში ვსწავლობდი.
როგორც მახსოვს ეს შენობა ისტროული ძეგლია, ზოგადად, ამ ქუჩაზე ბევრ ძველ შენობას შეხვდებით. სასტუმროს ის გამოარჩევს, რომ ახალი და ძველი სტილი საინტერესოდ არის შერწყმული,“ - აღნიშნა მსახიობმა ეკა ჩხეიძემ, რომელიც სასტუმროს გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა.
გათამაშდა რესტორან "უბანის", "შოკოლატერია არტიზანის", "გაგრა პლიუსის", "ველედას" საჩუქრები.
ბუტიკ-სასტუმრო, მაღალი კლასის ნომრებითა და მომსახურებით, სანკტ-პეტერბურგის 6 ნომერში, სტუმრებს უკვე ელოდება.
ავტორი: თეო ცუცქირიძე, ფოტო: ვანო გორგიშვილი