პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოგვყარეს ქუჩაში, ჩალის ფასად ჩაიგდეს სახლი..." - საქართველოში, ბოლო 10 თვეში ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს უძრავი ქონება
"გამოგვყარეს ქუჩაში, ჩალის ფასად ჩაიგდეს სახლი..." - საქართველოში, ბოლო 10 თვეში ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს უძრავი ქონება

ბოლო ათ თვე­ში ათას­ზე მეტ ოჯახს გა­უ­ყი­დეს სახ­ლი, რო­გორც მე­ვახ­შე­ებ­მა, ისე კო­მერ­ცი­ულ­მა ბან­კებ­მა თუ მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა.

AMBEBI.GE-ს რეს­პო­დენ­ტი, რო­მელ­მაც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა ისურ­ვა, გვიყ­ვე­ბა სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას და ამ­ბობს, რომ მე­ვახ­შე­ებს ძი­რი­თა­დად მსეს­ხებ­ლის ქო­ნე­ბა აინ­ტე­რე­სებთ და არა ვა­ლის და­ფარ­ვა. მი­სი­ვე თქმით, ხში­რად ისე ხდე­ბა, რომ აუქ­ცი­ონ­ზე სა­კუ­თარ ახ­ლობ­ლებს არე­გის­ტრი­რე­ბენ და ქო­ნე­ბის რე­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე ბევ­რად ია­ფად ახერ­ხე­ბენ ქო­ნე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას.

“მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დით გა­მოგ­ვე­ნა­ხა გზე­ბი ვა­ლის გა­სას­ტუმ­რებ­ლად. თუმ­ცა ისე მოხ­და, რომ გარ­და ბი­ნის გა­ყიდ­ვი­სა, სხვა ვე­რა­ნა­ი­რი გზით ვერ ვა­ხერ­ხებ­დით თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბას.

გა­დავ­წყვი­ტეთ გაგ­ვე­ყი­და სა­კუ­თა­რი სახ­ლი ნორ­მა­ლურ ფას­ში, გა­დაგ­ვე­ხა­და ვა­ლიც და ჩვენც დაგ­ვრჩე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი თან­ხი­დან. ბუ­ნებ­რი­ვია, დრო დაგ­ვჭირ­და კლი­ენ­ტის მო­სა­ძებ­ნად, რო­მე­ლიც იმ ფასს შე­მოგ­ვთა­ვა­ზებ­და რაც ღირს რე­ა­ლუ­რად სა­ცხოვ­რე­ბე­ლი. ყვე­ლა 37 000 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში გვთა­ვა­ზობ­და, რაც ძა­ლი­ან ცოტა იყო ჩვე­ნი ბი­ნის­თვის. პა­რა­ლე­ლუ­რად სახ­ლი უკვე აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნეს...

ამა­სო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რი გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა და აუქ­ცი­ო­ნის­თვის არა­ვის ეცა­ლა, გა­მოგ­ვე­პა­რა... სახ­ლი აუქ­ცი­ონ­ზე გა­უ­ყი­დი­ათ 20 000 დო­ლა­რად. მო­ვი­და ახა­ლი მე­პატ­რო­ნე. ვეხ­ვე­წეთ, გვად­რო­ვეთ, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი - ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი ქუ­ჩა­ში ვრჩე­ბით-თქო.

როცა ია­ფად გი­ყი­დი­ან ბი­ნას, ძი­რი­თა­დად მა­თი­ვე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ყი­დუ­ლობს ხოლ­მე... რო­გორც ჩანს, აქაც ასე იყო. ვეხ­ვე­წეთ ახალ მე­პატ­რო­ნეს, მოგ­ვე­ცით ცოტა დრო, გავ­ყი­დით სახ­ლს და რაც გა­და­ი­ხა­დეთ იმა­ზე 5 000 დო­ლა­რით მეტს მოგ­ცემთ-მეთ­ქი, მაგ­რამ მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩვე­ნი სახ­ლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ინ­ტე­რე­სი ჰქონ­დათ და არაფ­რით დაგ­ვთან­ხმდნენ. და­ცა­ლეს მთე­ლი სახ­ლი და გა­მოგ­ვყა­რეს ქუ­ჩა­ში, ჩა­ლის ფა­სად ჩა­იგ­დეს სახ­ლი ხელ­ში" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტი.

გა­მო­სახ­ლე­ბე­ბის პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბია მწვა­ვედ დგას. ამ კუ­თხით ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შე­მუ­შავ­და, კერ­ძოდ: თუ 2015 წლამ­დე გამ­სეს­ხე­ბელს შე­ეძ­ლო პო­ლი­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით, სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის წარ­დგე­ნის შემ­დეგ გა­მო­ე­სახ­ლე­ბი­ნა მსეს­ხე­ბე­ლი სა­ცხოვ­რებ­ლი­დან, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­სახ­ლე­ბა.

ექ­სპერ­ტე­ბი და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ ამ ფუნ­ქცი­ის სა­სა­მარ­თლოს­თვის გა­და­ცე­მას, თუმ­ცა, რო­გორც კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, ცვლი­ლე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი არ გა­მო­უ­ღია.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის" მკვლე­ვა­რი ლელა გვი­ში­ა­ნი AMBEBI.GE-სთან ამ­ბობს, რომ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში ით­ვა­ლის­წი­ნებს მხო­ლოდ ერთი მხა­რის ინ­ტე­რე­სებს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თით­ქმის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღე­ბა გამ­სეს­ხებ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ.

"კა­ნო­ნის შეც­ვლის შემ­დეგ გაჩ­ნდა მო­ლო­დი­ნი, რომ სა­სა­მარ­თლო გა­არ­კვევ­და, აქვს თუ არა ადა­მი­ანს სხვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, თუ ის ღია ცის ქვეშ რჩე­ბა; შემ­ცირ­და თუ გა­ი­ზარ­და პი­რის გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნია თუ არა, რომ ახა­ლი ვა­დე­ბი და­უ­წეს­დეს მას აღე­ბუ­ლი სეს­ხის და­სა­ფა­რად. რე­ა­ლუ­რად მი­ვი­ღეთ ის, რომ სა­სა­მარ­თლო მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავს ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის სა­კითხს და მა­ინც მივ­დი­ვართ გა­მო­სახ­ლე­ბამ­დე.

ჩვე­ნი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ვე­ცით შემ­დე­გი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი: აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მო­სახ­ლე­ბამ­დე გა­მო­სახ­ლე­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ პირ­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლა, ამ ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ხილ­ვა. ამ პრო­ცეს­ში გა­მო­სახ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს კა­ნო­ნი და სა­ხელ­მწი­ფო უნდა აფა­სებ­დეს, სწავ­ლობ­დეს უსახ­ლკა­რო­ბის რის­კის წი­ნა­შე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას და ობი­ექ­ტუ­რად იღებ­დეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

სა­ხელ­მწი­ფოს უნდა ჰქონ­დეს ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, სა­ცხოვ­რი­სით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც უსახ­ლკა­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. ამ კუ­თხით საპ­რე­ვენ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს", - ამ­ბობს ლელა გვი­შა­ნი.

ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი ლია ელი­ა­ვა AMBEBI.GE-ს ეუბ­ნე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფომ თა­ნაბ­რად უნდა და­იც­ვას რო­გორც უკა­ნას­კნე­ლი სა­ცხოვ­რე­ბის და­კარ­გვის რის­კის პი­რას მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ისე გამ­სეს­ხებ­ლე­ბიც.

"ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ სა­ხელ­მწი­ფომ უნდა და­იც­ვას გამ­სეს­ხებ­ლის ინ­ტე­რე­სიც - ბან­კი ან მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია არ არის საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია, ის არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იმა­ზე, რომ ფუ­ლით გა­ა­კე­თოს უფრო მეტი ფული. მო­ვა­ლე­ებ­მა ისიც უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ სესხს დაბ­რუ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს სა­პირ­წო­ნე ინ­ტე­რე­სიც - სა­ცხოვ­რი­სით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის უფ­ლე­ბა. უსახ­ლკა­რო­ბის რის­კის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი უნდა იყ­ვნენ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან.

სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის პრაქ­ტი­კა არის და­ცუ­ლი მთელს მსოფ­ლი­ო­ში და ით­ვლე­ბა ხელ­შე­უ­ხებ­ლად. ჩვენ­თან სა­ხელ­მწი­ფო არ ზრუ­ნავს ბი­ნა­და­კარ­გულ ადა­მი­ა­ნებ­ზე

რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ გა­მო­სა­ვალ­ზე, ამ ამ მხრივ ერთ-ერთი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ცხოვ­რი­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. ეს არის მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვეყ­ნებ­ში. ეს სა­ცხოვ­რი­სე­ბი გა­და­ე­ცე­მათ სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბით იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც უკა­ნას­კნე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და­კარ­გეს. მათ შე­უძ­ლი­ათ იცხოვ­რონ იქ სა­მუ­და­მოდ, თუ დას­ჭირ­დე­ბათ, თუმ­ცა არ აქვთ ამ ქო­ნე­ბის გან­კარ­გვის უფ­ლე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ერთი ნა­ბი­ჯი გა­მო­სავ­ლის­კენ.

ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­პო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის რე­გუ­ლი­რე­ბაც. მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­ში სეს­ხის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი რე­გუ­ლირ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და თუ გა­ნაკ­ვე­თი მა­ღა­ლია, მი­იჩ­ნე­ვა მე­ვახ­შე­ო­ბად. გამ­სეს­ხე­ბელს ეძ­ლე­ვა გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ და­წი­ოს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ეკის­რე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

ასე­თი მიდ­გო­მა რომ იყოს ჩვენ­თა­ნაც, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ აღ­მოჩ­ნდე­ბო­და ღია ცის ქვეშ დარ­ჩე­ნის საფრ­თხის წი­ნა­შე" - აცხა­დებს ლია ელი­ა­ვა.

2019 წლის ათ თვე­ში, აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლია 1 039 უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, სა­ი­და­ნაც ყვე­ლა­ზე მეტი - 514 კერ­ძო მე­ვახ­შე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ი­ყი­და. კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ზე 411 უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა მო­დის. 114-ის შემ­თხვე­ვა­ში კი კრე­დი­ტო­რი მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია იყო. ამის შე­სა­ხებ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის" უახ­ლეს კვლე­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"მე­ვახ­შე­ე­ბის სექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­გი­ტი­მუ­რია, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად, და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი (რე­გუ­ლირ­დე­ბა მხო­ლოდ იმ კერ­ძო იპო­თე­კა­რე­ბის სექ­ტო­რი, რო­მელ­თა მიერ გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბა 20-ს, ხოლო ე.წ. წვრი­ლი იპო­თე­კა­რე­ბის სექ­ტო­რის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობს).

პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად სა­სურ­ვე­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი სეს­ხე­ბის ერ­თი­ან ბა­ზა­ში მოქ­ცე­ვა და ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდა, რაც გაზ­რდის კონ­კუ­რენ­ცი­ას სეგ­მენ­ტში და გა­მო­იწ­ვევს მსეს­ხებ­ლის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო დროს მი­ღე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­დე­ბი­თად აი­სა­ხა იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა ჩა­მორ­თმე­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მო­ცუ­ლო­ბა კვლა­ვაც მა­ღა­ლია" - აღ­ნიშ­ნუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.“

კვლე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბი“ მი­იჩ­ნევს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია:

  • სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა;
  • სეს­ხის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა;
  • მე­ვახ­შე­ე­ბის, რო­გორც ეკო­ნო­მი­კის ჩრდი­ლო­ვა­ნი სეგ­მენ­ტის ანა­ლი­ზი და არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა;
  • აქ­ტი­ვე­ბის მარ­თვის კომ­პა­ნი­ე­ბის შეს­წავ­ლა, რომ­ლე­ბიც პრობ­ლე­მუ­რი სეს­ხე­ბის მარ­თვა­ში და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

  • რა შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­როს მო­ქა­ლა­ქის გა­მო­სახ­ლე­ბა?

მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს გა­მო­სახ­ლე­ბას სხვი­სი ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ ფლო­ბის ან ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­სახ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ცია სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს ჰქონ­დათ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, დღეს კი გა­მო­სახ­ლე­ბას ახ­დენს მხო­ლოდ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი.

ვებგ­ვერ­დი myadvokat.ge-ი გან­მარ­ტავს, რა შემ­თხვე­ვა­ში აქვს აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­როს გა­მო­სახ­ლე­ბის უფ­ლე­ბა:

  1. თუ თქვენ უკა­ნო­ნოდ ფლობთ სხვის უძ­რავ ქო­ნე­ბას ან არ ას­რუ­ლებთ თქვენ­ზე და­კის­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მე­სა­კუთ­რეს/კრე­დი­ტორს თქვე­ნი გა­მო­სახ­ლე­ბის მიზ­ნით, უფ­ლე­ბა აქვს მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს.
  2. თქვენ მიერ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბი­სას გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა თქვენს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია, ხოლო მე­სა­კუთ­რი­სათ­ვის ქო­ნე­ბის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­ცე­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, მო­ვა­ლის გა­მო­სახ­ლე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი
  3. თუ აღ­სრუ­ლე­ბის ად­გილ­ზე შექ­მნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის (მო­ვა­ლის ან მისი ოჯა­ხის წევ­რის ავად­მყო­ფო­ბა, გარ­დაც­ვა­ლე­ბა ან სხვა სა­გან­გე­ბო შემ­თხვე­ვა) გამო შე­სა­ბა­მი­სი მოქ­მე­დე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მო­რა­ლის ზო­გად პრინ­ცი­პებ­სა და ნორ­მებს, მო­ვა­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­როს შე­უძ­ლია არა უმე­ტეს 6 თვის ვა­დით გა­და­დოს იძუ­ლე­ბი­თი აღ­სრუ­ლე­ბის ესა თუ ის ღო­ნის­ძი­ე­ბა.

თუ გა­მო­სახ­ლე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვით, მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია გა­ა­სა­ჩივ­როს აღ­მას­რუ­ლებ­ლის მოქ­მე­დე­ბა აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს თავ­ჯდო­მა­რეს­თან 15 დღის ვა­და­ში ან სა­სა­მარ­თლო­ში 1 თვის ვა­და­ში.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Bena
13

ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან.არავის ვუსურვებ ჭერის დაკარგვას ..მაგრამ მიკვირს იმ ადამიანების ვინც ბინას ბანკში დებს (მიზეზს არ აქვს მნიშვ.) და შესატანი აღარ შეაქვს..გაგიყიდის აბა რას იზავს..ბანკი რისი ბანკია..

ირაკლი
3

1000 ლარი მაქვს თვეში შემოსავალი, მაგრამ უფრო უკეთესი ცხოვრება მინდა, მივდივარ ბანკში ვიღებ სესხს და უკვე 200 ლარი მარტო პროცენტშია გადასახდელი, ეს ნიშნავს რომ ჩემი სუფთა შემოსავალი 800 ლარად ვაქციე. თან უმრავლეს შემთხვევაში სესხი სამომხმარებლოა. თავიდან კი ვცხოვრობ უკეთესად, მაგრამ ჰოი რა ცუდ დროს ჩამოჰკრა უბედურების ზარმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"გამოგვყარეს ქუჩაში, ჩალის ფასად ჩაიგდეს სახლი..." - საქართველოში, ბოლო 10 თვეში ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს უძრავი ქონება

"გამოგვყარეს ქუჩაში, ჩალის ფასად ჩაიგდეს სახლი..." - საქართველოში, ბოლო 10 თვეში ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს უძრავი ქონება

ბოლო ათ თვეში ათასზე მეტ ოჯახს გაუყიდეს სახლი, როგორც მევახშეებმა, ისე კომერციულმა ბანკებმა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა.

AMBEBI.GE-ს რესპოდენტი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, გვიყვება საკუთარ ისტორიას და ამბობს, რომ მევახშეებს ძირითადად მსესხებლის ქონება აინტერესებთ და არა ვალის დაფარვა. მისივე თქმით, ხშირად ისე ხდება, რომ აუქციონზე საკუთარ ახლობლებს არეგისტრირებენ და ქონების რეალურ ღირებულებაზე ბევრად იაფად ახერხებენ ქონების ხელში ჩაგდებას.

“მაქსიმალურად ვცდილობდით გამოგვენახა გზები ვალის გასასტუმრებლად. თუმცა ისე მოხდა, რომ გარდა ბინის გაყიდვისა, სხვა ვერანაირი გზით ვერ ვახერხებდით თანხების მოძიებას.

გადავწყვიტეთ გაგვეყიდა საკუთარი სახლი ნორმალურ ფასში, გადაგვეხადა ვალიც და ჩვენც დაგვრჩებოდა გარკვეული ნაწილი თანხიდან. ბუნებრივია, დრო დაგვჭირდა კლიენტის მოსაძებნად, რომელიც იმ ფასს შემოგვთავაზებდა რაც ღირს რეალურად საცხოვრებელი. ყველა 37 000 დოლარის ფარგლებში გვთავაზობდა, რაც ძალიან ცოტა იყო ჩვენი ბინისთვის. პარალელურად სახლი უკვე აუქციონზე გაიტანეს...

ამასობაში ოჯახის წევრი გარდაგვეცვალა და აუქციონისთვის არავის ეცალა, გამოგვეპარა... სახლი აუქციონზე გაუყიდიათ 20 000 დოლარად. მოვიდა ახალი მეპატრონე. ვეხვეწეთ, გვადროვეთ, ამდენი ადამიანი - ქალები, ბავშვები ქუჩაში ვრჩებით-თქო.

როცა იაფად გიყიდიან ბინას, ძირითადად მათივე წარმომადგენელი ყიდულობს ხოლმე... როგორც ჩანს, აქაც ასე იყო. ვეხვეწეთ ახალ მეპატრონეს, მოგვეცით ცოტა დრო, გავყიდით სახლს და რაც გადაიხადეთ იმაზე 5 000 დოლარით მეტს მოგცემთ-მეთქი, მაგრამ მაინცდამაინც ჩვენი სახლის ხელში ჩაგდების ინტერესი ჰქონდათ და არაფრით დაგვთანხმდნენ. დაცალეს მთელი სახლი და გამოგვყარეს ქუჩაში, ჩალის ფასად ჩაიგდეს სახლი ხელში" - უყვება AMBEBI.GE-ს რესპონდენტი.

გამოსახლებების პრობლემა საქართველოში წლებია მწვავედ დგას. ამ კუთხით ბოლო პერიოდში სამართლებრივი რეგულაციები შემუშავდა, კერძოდ: თუ 2015 წლამდე გამსესხებელს შეეძლო პოლიციის მეშვეობით, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ გამოესახლებინა მსესხებელი საცხოვრებლიდან, მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება გამოსახლება.

ექსპერტები დადებითად აფასებენ ამ ფუნქციის სასამართლოსთვის გადაცემას, თუმცა, როგორც კვლევებმა აჩვენა, ცვლილებას მნიშვნელოვანი შედეგი არ გამოუღია.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მკვლევარი ლელა გვიშიანი AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ითვალისწინებს მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებს და გადაწყვეტილება, თითქმის ყველა შემთხვევაში მიიღება გამსესხებლის სასარგებლოდ.

"კანონის შეცვლის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ სასამართლო გაარკვევდა, აქვს თუ არა ადამიანს სხვა საცხოვრებელი, თუ ის ღია ცის ქვეშ რჩება; შემცირდა თუ გაიზარდა პირის გადახდისუნარიანობა და სამართლიანია თუ არა, რომ ახალი ვადები დაუწესდეს მას აღებული სესხის დასაფარად. რეალურად მივიღეთ ის, რომ სასამართლო მხოლოდ ფორმალურად განიხილავს ქონების ჩამორთმევის საკითხს და მაინც მივდივართ გამოსახლებამდე.

ჩვენი კვლევის საფუძველზე გავეცით შემდეგი რეკომენდაციები: აუცილებელია გამოსახლებამდე გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირთა საჭიროებების შესწავლა, ამ ჯგუფის ინტერესების განხილვა. ამ პროცესში გამოსახლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს კანონი და სახელმწიფო უნდა აფასებდეს, სწავლობდეს უსახლკარობის რისკის წინაშე მყოფი ადამიანების მდგომარეობას და ობიექტურად იღებდეს გადაწყვეტილებას.

სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაგირების ვალდებულება, საცხოვრისით დაკმაყოფილების პოლიტიკა, რომელიც უსახლკარობის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამ კუთხით საპრევენციო სამუშაოები საერთოდ არ არსებობს", - ამბობს ლელა გვიშანი.

ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა AMBEBI.GE-ს ეუბნება, რომ სახელმწიფომ თანაბრად უნდა დაიცვას როგორც უკანასკნელი საცხოვრების დაკარგვის რისკის პირას მყოფი მოქალაქეები, ისე გამსესხებლებიც.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას გამსესხებლის ინტერესიც - ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, ის არის ორიენტირებული იმაზე, რომ ფულით გააკეთოს უფრო მეტი ფული. მოვალეებმა ისიც უნდა გააცნობიერონ, რომ სესხს დაბრუნება სჭირდება. თუმცა, არსებობს საპირწონე ინტერესიც - საცხოვრისით უზრუნველყოფის უფლება. უსახლკარობის რისკის წინაშე არსებული პირები უნდა იყვნენ გათვალისწინებული სახელმწიფოს მხრიდან.

საკუთრების დაცვის პრაქტიკა არის დაცული მთელს მსოფლიოში და ითვლება ხელშეუხებლად. ჩვენთან სახელმწიფო არ ზრუნავს ბინადაკარგულ ადამიანებზე

როდესაც ვსაუბრობთ გამოსავალზე, ამ ამ მხრივ ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება სოციალური საცხოვრისების მშენებლობა. ეს არის მიღებული პრაქტიკა ცივილიზებულ ქვეყნებში. ეს საცხოვრისები გადაეცემათ სარგებლობის უფლებით იმ ადამიანებს, რომლებმაც უკანასკნელი საცხოვრებელი დაკარგეს. მათ შეუძლიათ იცხოვრონ იქ სამუდამოდ, თუ დასჭირდებათ, თუმცა არ აქვთ ამ ქონების განკარგვის უფლება. ეს შეიძლება იყოს ერთი ნაბიჯი გამოსავლისკენ.

ასევე, აუცილებელია საპოცენტო განაკვეთის რეგულირებაც. მაგალითად, საფრანგეთში სესხის საპროცენტო განაკვეთი რეგულირდება სახელმწიფოს მიერ და თუ განაკვეთი მაღალია, მიიჩნევა მევახშეობად. გამსესხებელს ეძლევა გაფრთხილება, რომ დაწიოს მაჩვენებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ასეთი მიდგომა რომ იყოს ჩვენთანაც, ძალიან ბევრი ადამიანი არ აღმოჩნდებოდა ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხის წინაშე" - აცხადებს ლია ელიავა.

2019 წლის ათ თვეში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებულია 1 039 უძრავი ქონება, საიდანაც ყველაზე მეტი - 514 კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 411 უძრავი ქონება მოდის. 114-ის შემთხვევაში კი კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" უახლეს კვლევაშია აღნიშნული.

"მევახშეების სექტორი საქართველოში ლეგიტიმურია, მაგრამ ფაქტობრივად, დაურეგულირებელი (რეგულირდება მხოლოდ იმ კერძო იპოთეკარების სექტორი, რომელთა მიერ გაცემული სესხების რაოდენობა აღემატება 20-ს, ხოლო ე.წ. წვრილი იპოთეკარების სექტორის შესახებ მონაცემები არ არსებობს).

პრობლემის აღმოსაფხვრელად სასურველია აღნიშნული სესხების ერთიან ბაზაში მოქცევა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც გაზრდის კონკურენციას სეგმენტში და გამოიწვევს მსესხებლის პირობების გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მიღებული რეგულაციები დადებითად აისახა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზების მიმართულებით, თუმცა ჩამორთმეული უძრავი ქონების მოცულობა კვლავაც მაღალია" - აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.“

კვლევიდან გამომდინარე, "საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

  • საზოგადოებაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება;
  • სესხის რესტრუქტურიზაციის პირობების გაუმჯობესება;
  • მევახშეების, როგორც ეკონომიკის ჩრდილოვანი სეგმენტის ანალიზი და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება;
  • აქტივების მართვის კომპანიების შესწავლა, რომლებიც პრობლემური სესხების მართვაში და უძრავი ქონების რეალიზებაში მონაწილეობენ.

  • რა შემთხვევაში შეუძლია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოქალაქის გამოსახლება?

მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს გამოსახლებას სხვისი ქონების უკანონოდ ფლობის ან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. თავდაპირველად გამოსახლების კომპეტენცია სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ მინიჭებული, დღეს კი გამოსახლებას ახდენს მხოლოდ აღმასრულებელი.

ვებგვერდი myadvokat.ge-ი განმარტავს, რა შემთხვევაში აქვს აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამოსახლების უფლება:

  1. თუ თქვენ უკანონოდ ფლობთ სხვის უძრავ ქონებას ან არ ასრულებთ თქვენზე დაკისრებულ ვალდებულებას, მესაკუთრეს/კრედიტორს თქვენი გამოსახლების მიზნით, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.
  2. თქვენ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას განხორციელდება თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო მესაკუთრისათვის ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით, მოვალის გამოსახლებას განახორციელებს აღმასრულებელი
  3. თუ აღსრულების ადგილზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა) გამო შესაბამისი მოქმედების გაგრძელება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, მოვალის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია არა უმეტეს 6 თვის ვადით გადადოს იძულებითი აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება.

თუ გამოსახლება ხორციელდება კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მოქალაქეს შეუძლია გაასაჩივროს აღმასრულებლის მოქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავჯდომარესთან 15 დღის ვადაში ან სასამართლოში 1 თვის ვადაში.

"მგზავრებისთვის ერთადერი მოთხოვნაა..." - კახა კალაძე მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავებამდე მოქალაქეებს მიმართავს

ხვალ და ზეგ საქართველოში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი

სემეკმა 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა