ავტორი:

18 დეკემბერს საახალწლო HR Night გაიმართება

18 დეკემბერს საახალწლო HR Night გაიმართება

18 დეკემბერს, 20:00 სთ-ზე English Book Education-ის ინოვაციურ სივრცეში (ვეფხისტყაოსნის ქ. N92) პალიტრა მედია ჰოლდინგის მხარდაჭერით, HR hub-ის საახალწლო HR Night გაიმართება.

ღონისძიება HR სფეროს წარმომადგენლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა კომუნიკაციისთვის, დისკუსიისთვის, გამოცდილების გაზიარების, იდეების გაცვლისთვისა და განტვირთვისთვის.

HR Nights ჰაბის ყოველთვიური შეხვედრების განახლებული ფორმატია, რომელიც ოფიციალურ ნაწილთან ერთად, გასართობი ელემენტებით გამოირჩევა.წლის ბოლო ღონისძიება გამორჩეული იქნება. გვეყოლება ორი სპიკერი: ანდრო დგებუაძე და სოფიო ლებანიძე.

პროფესიონალი ტრენერი ანდრო დგებუაძე ისაუბრებს თემაზე ,,ანდროს ნებისმიერი თემა საინტერესოა”. მართალია, მისი ყველა გამოსვლა საინტერესოა, თუმცა აქცენტს “თვითშემეცნებასა და HR მართვის ტენდენციებზე” გააკეთებს.არანაკლებ საინტერესო თემით ,,როგორ შევხვდეთ ახალ წელს კონფლიქტების გარეშე?!” თქვენთან შესახვედრად ემზადება პსპ დაზღვევის გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე თემით: “როგორ შევხვდეთ ახალ წელს კონფლიქტების გარშე?!” ის გაგიზიარებთ გამოცდილებას შემდეგი მიმართულებებით:

  • არსებობს თუ არა „რეცეპტი“ შიდა ორგანიზაციული კონფლიქტების მართვაში;
  • ქცევის მართვა, როგორც კონსტრუქციული კონფლიქტების წინაპირობა;
  • ეფექტური მუშაობის პრაქტიკის დანერგვა როგორც კონფლიქტის მართვის მნიშვნელოვანი ატრიბუტი.

ღონისძიების არაოფიციალური ნაწილი დაეთმობა სახალისო გუნდურ თამაშს, რომელსაც კომპანია Grata შემოგთავაზებთ. გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდება. თქვენს წინა საახალწლო განწყობაზე იზრუნებენ ,,ოქროს ბიჭები" რემბო და გუკა სალუქვაძე.

დრეს კოდი: წითელი ან/და თეთრი და აუცილებლად მომღიმარი სახეები.ღონისძიებაზე დასასწრებად, დარეგისტრირდით 15 დეკემბრამდე: https://bit.ly/2Hjh4jh. ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია HR მენეჯერებისთვის.

ღონისძიების პარტნიორები არიან: პსპ დაზღვევა, English Book Education და Grant Thornton Georgia.

17 დეკემბრიდან ტემპერატურა მოიმატებს - ერთი კვირის ამინდის პროგნოზი

რა დეტალებს ასაჯაროებს შსს "მწვანე სკოლაში" მომხდართან დაკავშირებით? - "მშობლის გარეშე გამოკითხვა არ განხორციელებულა"

"პასუხს აგებენ სასამართლოს წინაშე" - რას პასუხობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თბილისის საკრებულოს დეპუტატს