ავტორი:

"გამოკეტილია და ვიცით, რა საშინელ პირობებში" - რა განცხადებას აკეთებს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე საოკუპაციო ხაზთან

"გამოკეტილია და ვიცით, რა საშინელ პირობებში" - რა განცხადებას აკეთებს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე საოკუპაციო ხაზთან

ყოველი სიტყვა და ფრაზა, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, რომლითაც მის მხარდაჭერას გამოვხატავთ, აქ თუ თბილისში, არის დასაფიქრებელი, რადგან ნებისმიერი შეიძლება ვაჟა გაფრინდაშვილის საზიანოდ მოტრიალდეს,- ამის შესახებ საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ახლობლებისა და მხარდამჭერების აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა აქციაში მონაწილე ყველა ადამიანს და სთხოვა, რომ ფრთხილი განცხადებები გააკეთონ იქამდე, ვიდრე ვაჟა გაფრინდაშვილი დაბრუნდება.

"მინდა ვთხოვო ჩვენს გვერდით მცხოვრებ ოს ხალხს: საუკუნეებია ჩვენ კავკასიაში, ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ და დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი საუკუნე ისევ ასე გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ვაჟკაცობის და ტოლერანტობის პრინციპებს.

მინდა და მჯერა, რომ ის გაუგებრობები და პრობლემები, რაც ჩვენს ურთიერთობაში გვქონდა ისევ მოგვარდება ამ პრინციპების, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით. მინდა მივმართო, რომ ვაჟა, რასაც ემსახურება ეს პირველ რიგში, არის ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი დაცვა.

ვინც მას იცნობს, იცის როგორი დახმარება და პაციენტებზე ზრუნვა იცის. სრულიად წარმოუდგენელია, რომ ის თავისი ამ საქციელის გამო ზის გამოკეტილი და ჩვენ ვიცით, რა საშინელ პირობებში. ის იმყოფება თავის სამშობლოში ციხეში, თავისი ჰუმანური მისიის გამო, ეს გვანადგურებს ჩვენ, მისი ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ყოველი სიტყვა და ფრაზა, რომელსაც ჩვენ აქ ვამბობთ, რომლითაც მის მხარდაჭერას გამოვხატავთ, აქ თუ თბილისში,არის დასაფიქრებელი, რადგან ნებისმიერი შეიძლება მის საზიანოდ მოტრიალდეს“,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ამერიკელი კონგრესმენების წერილი გიორგი გახარიას - "შოკირებულები ვართ იმით, რომ დაპირებული რეფორმები ჩაიშალა..."

"მე ბოდიშს ვიხდი იმ გამოთქმისთვის, რაც გაღიზიანების გამო დავწერე..." - ერეკლე კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს ბოდიშს უხდის

ლევან ხაბეიშვილი ერეკლე კუხიანიძეზე - "გამოვაცხადოთ ეს ადამიანი მიცვალებულად"