ავტორი:

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა საოკუპაციო ხაზთან აქცია გამართეს

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა საოკუპაციო ხაზთან აქცია გამართეს

საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.

მათთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები.

დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე ავტომობილებითა და მოტოციკლებით მსვლელობით გადაინაცვლეს.

აქციის ბოლოს ქართველი ექიმის მხარდაჭერის ნიშნად ოჯახის წევრები და აქტივისტები ცოცხალ ჯაჭვში ჩადგნენ.

აქციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა პერფორმანსი მოაწყეს. მათ სიმბოლურად თეთრ საჰაერო ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი ოკუპირებული ტერიტორიებისკენ გაუშვეს.

ექიმის მეუღლის, თამილა ლაფანაშვილის განცხადებით, მათ აქცია-პერფორმანსით სურთ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს აჩვენონ, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ.

"ჩვენი აქცია არის ჰუმანური, აპოლიტიკური და არაძალადობრივი. აქცია-პერფორმანსი მოვიფიქრეთ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ეს არის თეთრი ბუშტები, თეთრი ხალათი და მიმართვა ჩვენი ოსი ექიმებისადმი: "ოსო ექიმებო, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ავადმყოფებზე და მიეცით ამის საშუალება ვაჟა ექიმს". ჩვენი პატარა პერფორმანსით გვინდა გავუშვათ თეთრი ხალათი, რომ იქნებ გადალახოს მავთულხლართები და ვაჩვენოთ, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ, არც მშვიდობიანობის და არც ომიანობის დროს. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის თავისუფლება ვაჟა ექიმს, დააბრუნეთ ექიმი სახლში!" - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ოკუპირებულ ცხინვალში 13 ნოემბერს ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა, საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე, გიგა ბოკერია პროკურატურაში დაიბარეს

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჯართან დაკავშირებული განცხადება ჯარს არ ეხებოდა - პრეზიდენტის განმარტება

"გამოკეტილია და ვიცით, რა საშინელ პირობებში" - რა განცხადებას აკეთებს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე საოკუპაციო ხაზთან