მსახიობი ჯეისონ სტეტჰემი და მოდელი როსი ჰანთინგთონ უაითლი ჰოლივუდის ყველაზე ლამაზ წყვილად მიიჩნევა. ჯეისონსა და როსის შორის ასაკობრივი სხვაობა 20 წელია, რის გამოც საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ მათი ურთიერთობა ხანგრძლივი ვერ იქნებოდა, თუმცა წყვილი საპირისპიროს გვიმტკიცებს. ჯეისონი და როსი 4 წელია დანიშნულები არიან და შვილიც ჰყავთ.
32 წლის როსი სუპერმოდელი, მსახიობი და Victoria's Secret-ის ყოფილი ანგელოზია. 16 წლის იყო, როცა მოდელის კარიერა დაიწყო. წლების განმავლოაში მას კონტრაქტი აკავშირებდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან როგორებიცაა, Clinique, DKNY, Ralph Lauren, Victoria's Secret და ა.შ.
52 წლის ჯეისონ სტეტჰემმა მსახიობის კარიერა 32 წლის ასაკში დაიწყო. როცა მოზარდი იყო, ბრიტანეთის ეროვნულ მყინთავთა გუნდში ირიცხებოდა. იყო დრო, როდესაც ფულის გამოსამუშავებლად ქუჩაში Cartier-ის ყალბ საათებსა და ასევე სუნამოებს ყიდდა. 90-იან წლებში ის Tommy Hilfiger-ის სარეკლამო კამპანიაში გადასაღებად მიიწვიეს, მოგვიანებით კი, გაი რიჩმა ფილმში, Lock, Stock and Two Smoking Barrels-ში როლი შესთავაზა და სწორედ აქედან დაიწყო ჯეისონის თავბრუდამხვევი სამსახიობო კარიერა.
ჯეისონი და როსი ერთმანეთს 2010 წელს, "ქოაჩელას" მუსიკალურ ფესტივალზე შეხვდნენ. სხვა ვარსკვლავური წყვილებისგან განსხვავებით, ისინი ფრთხილობდნენ ურთიერთობის დროს და მალევე არ გამოტყდომიან ერთმანეთს გრძნობებში.
რომანტიკული ურთიერთობის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ წყვილი საცხოვრებლად ერთად გადავიდა და საჯარო სივრცეებშიც უკვე ერთად ჩნდებოდნენ. რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან და ამის ერთ-ერთი მიზეზი 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობაც არის.
როსი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ თავდაპირველად ჯეისონის საოცარი იუმორით მოიხიბლა და არა მაჩოს იმიჯით, რომელიც ფილმებში აქვს. "როცა ადამიანმა იცის, როგორ გაგაცინოს, რა გითხრას კონკრეტულ მომენტში, ეს შესანიშავია, შენი სამყარო იცვლება", - ამბობს როსი. მოდელი ასევე დასძენს, რომ ჯეისონი ნებისმიერ სიტუაციაში გვერდით უდგას და ყოველთვის გრძნობს მის მხარდაჭერას.
2016 წელს პაპარაცებმა სუპერმოდელის თითზე ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი შეამჩნიეს. მოგვიანებით წყვილმა დაადასტურა, რომ დინიშნენ, თუმცა არ პასუხობდნენ კითხვას იმის შესახებ, თუ როდის აპირებდნენ დაქორწინებას. 2017 წელს მათ ვაჟი, ჯეკ ოსკარ სტეტჰემი შეეძინათ.
წყვილი სოციალურ ქსელებშიც აქვეყნებს ერთად გადაღებულ ფოტოებს რომანტიკული წარწერებით. "ჩემი ცხოვრების სიყვარული", - წერს როსი ჯეისონთან ერთად გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ისინი მაინც ახერხებენ ჰქონდეთ პირადი სივრცე და ისე იცხოვრონ რომ საზოგადოებას ჭორაობის მიზეზი არ მისცენ.