მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაშველებმა ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს - როგორია დაშავებულის მდგომარეობა
მაშველებმა ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს - როგორია დაშავებულის მდგომარეობა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მაშ­ვე­ლებ­მა, ლენ­ტეხ­ში, მწვერ­ვალ აი­ლა­მა­ზე 3000 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მყო­ფი მა­მა­კა­ცი იპო­ვეს. და­შა­ვე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ვერ­ტმფრენ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით აიყ­ვა­ნეს.

რო­გორც Ambebi.ge-ს შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

და­შა­ვე­ბულს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრენ­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ექი­მებ­მა აღ­მო­უ­ჩი­ნეს. მა­მა­კა­ცი კონ­ტაქ­ტუ­რია და ის თბი­ლის­ში ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

"ად­გილ­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მაშ­ველ­თა ჯგუ­ფი. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში დი­ლი­დან, ხილ­ვა­დო­ბის აღ­დგე­ნის­თა­ნა­ვე, ჩა­ერ­თო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­ულ მარ­თვის ცენ­ტრ 112-ში ლენ­ტეხ­ში, მწვერ­ვალ აი­ლა­მა­ზე მყო­ფი მა­მა­კა­ცის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ შე­მო­ვი­და. მა­მა­კა­ცის თან­მხლებ­მა პირ­მა მო­ა­ხერ­ხა უსაფრ­თხო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მოს­ვლა და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის გა­მო­ძა­ხე­ბა. და­შა­ვე­ბუ­ლი კლდო­ვან მწვერ­ვალ­ზე ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მოყი­ნუ­ლი კი­დუ­რე­ბის გამო ვერ ახერ­ხებ­და გა­და­ად­გი­ლე­ბას”,-ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მაშველებმა ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს - როგორია დაშავებულის მდგომარეობა

მაშველებმა ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს - როგორია დაშავებულის მდგომარეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი მამაკაცი იპოვეს. დაშავებული განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, სამაშველო ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.

დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა აღმოუჩინეს. მამაკაცი კონტაქტურია და ის თბილისში ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

"ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფი. სამაშველო ოპერაციაში დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე მყოფი მამაკაცის შესახებ ინფორმაცია გუშინ შემოვიდა. მამაკაცის თანმხლებმა პირმა მოახერხა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება. დაშავებული კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და მოყინული კიდურების გამო ვერ ახერხებდა გადაადგილებას”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

რა დეტალებს ასაჯაროებს შსს "მწვანე სკოლაში" მომხდართან დაკავშირებით? - "მშობლის გარეშე გამოკითხვა არ განხორციელებულა"

"პასუხს აგებენ სასამართლოს წინაშე" - რას პასუხობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თბილისის საკრებულოს დეპუტატს

როგორი იქნება ლაგოდეხში ხის კენწეროების ბილიკი? - მსგავსი რამ მხოლოდ წამყვან პარკებშია(+ფოტო)