საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღევანდელობის ცინიზმი იმაშია, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა, მან მოირგო პატრიოტის მანტია" - ივანიშვილი
"დღევანდელობის ცინიზმი იმაშია, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა, მან მოირგო პატრიოტის მანტია" - ივანიშვილი

ვინც ოკუ­პა­ცია გა­ა­ფორ­მა - სწო­რედ მან მო­ირ­გო პატ­რი­ო­ტის მან­ტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუ­პა­ცი­ა­ში; ვინც ბოლო 30 წლის მან­ძილ­ზე ლა­მის მექ­რთა­მე­ო­ბის ეტა­ლო­ნად იქცა, პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან კო­რუფ­ცი­ა­ზე გვე­ლა­პა­რა­კე­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს მედ­რო­შედ უნდა წარ­მო­ა­ჩი­ნოს თავი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, დი­დია ცდუ­ნე­ბა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ ადა­მი­ა­ნებს ისე მო­ექ­ცეს, რო­გორც იმ­სა­ხუ­რე­ბენ, თუმ­ცა ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, მმარ­თვე­ლი გუნ­დი 2012 წლის იდე­ა­ლე­ბის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა.

„სი­დუ­ხ­ჭი­რის გარ­და, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით ოკუ­პა­ცია, ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი, ერთი პა­ტა­რა ჯგუ­ფის მიერ მი­ტა­ცე­ბუ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­რის, თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სათ­რგუ­ნად მო­მარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი მი­ვი­ღეთ. დღე­ვან­დე­ლო­ბის ცი­ნიზ­მი კი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ვინც ოკუ­პა­ცია გა­ა­ფორ­მა - სწო­რედ მან მო­ირ­გო პატ­რი­ო­ტის მან­ტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუ­პა­ცი­ა­ში; ვინც ფეხ­ქვეშ გა­თე­ლა ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი, აწა­მა და ქუ­ჩა­ში ხოცა თა­ნა­მოძ­მე, მი­ი­ტა­ცა ბიზ­ნე­სი, მე­დია და პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ა­უქ­მა თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვა, აკ­რძა­ლა ქუჩა, გახ­სოვთ რომ ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლი იყო - სწო­რედ ისი­ნი გვდე­ბენ ბრალს დე­მოკ­რა­ტი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა­ში დღეს, თა­ნაც ნა­ძარ­ცვი ფუ­ლით სა­ხელ­და­ხე­ლოდ გახ­სნი­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან; ვინც ბოლო 30 წლის მან­ძილ­ზე ლა­მის მექ­რთა­მე­ო­ბის ეტა­ლო­ნად იქცა, პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან კო­რუფ­ცი­ა­ზე გვე­ლა­პა­რა­კე­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს მედ­რო­შედ უნდა წარ­მო­ა­ჩი­ნოს თავი.

დი­დია ცდუ­ნე­ბა, უპა­სუ­ხო მათ ისე, რო­გორც იმ­სა­ხუ­რე­ბენ, მაგ­რამ მე და ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" - ვრჩე­ბით 2012 წლის იდე­ა­ლე­ბის ერ­თგუ­ლად, მათ ახ­ლაც მო­ვექ­ცე­ვით არა ისე, რო­გორც იმ­სა­ხუ­რე­ბენ, არა­მედ ისე, რო­გორც იმ­სა­ხუ­რებს ჩვე­ნი ხალ­ხი და ჩვე­ნი დიდი კულ­ტუ­რა,“ - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ემიგრანტი
20

რამდენი უნდა ეფერო. შენ თუ არ დაიღალე ჩვენ რას გვერჩი. ნერვი აღარ შეგვრჩა ხალხს. თქვენ ძიძგილაობაში გავიდა წლები. მაგის დრო გვაქვს. სახლში ვერ დავბრუნებულვარ 12 წელია.

სიმართლე
26

მიშას დროს მშიერი არავინ იყო და მშიერ თავისუფლებას და ოჯახის შიმშილით სიკვდილს სალხს ურჩევნია არ ილაპარაკოს საერთოდ პოლიტიკაზე და კარგად ცხოვრობდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"დღევანდელობის ცინიზმი იმაშია, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა, მან მოირგო პატრიოტის მანტია" - ივანიშვილი

"დღევანდელობის ცინიზმი იმაშია, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა, მან მოირგო პატრიოტის მანტია" - ივანიშვილი

ვინც ოკუპაცია გააფორმა - სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში; ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დიდია ცდუნება, რომ „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებს ისე მოექცეს, როგორც იმსახურებენ, თუმცა ივანიშვილის თქმით, მმართველი გუნდი 2012 წლის იდეალების ერთგული რჩება.

„სიდუხჭირის გარდა, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ოკუპაცია, ავტორიტარიზმი, ერთი პატარა ჯგუფის მიერ მიტაცებული და თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების დასათრგუნად მომართული სახელმწიფო ინსტიტუტები მივიღეთ. დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა - სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში; ვინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა, აკრძალა ქუჩა, გახსოვთ რომ ქუჩაში გამოსვლა აკრძალული იყო - სწორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში დღეს, თანაც ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებიდან; ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი.

დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ, მაგრამ მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი - "ქართული ოცნება" - ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

"არ მიყვარს ძვირად ღირებული ნივთები, ტანსაცმლის, სამკაულის ყიდვაზე არ ვგიჟდები" - როგორ უვლის თავს ეკა ბესელია და რას ამბობს თავის ქონებაზე

"ოცნების" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია და "ჩრდილოვანი ბოსი" - რას წერს Bloomberg-ი ივანიშვილისა და მისი მმართველობის შესახებ

რატომ დუმს გიორგი გახარია?! - "აუხსნეს, რომ პოლიტიკაში ჩაერევა მაშინ, როცა ეტყვის ივანიშვილი"