ავტორი:

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

13-15 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დღეს, გვიან საღამოს და ღამის საათებში ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

"ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება. 16 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს.

მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართველმა დიზაინერმა, ნინა ზარქუამ დაბადების დღე „კათარზისში“ გადაიხადა

მაშველებმა ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს - როგორია დაშავებულის მდგომარეობა

"როდესაც მოზარდი სიკვდილს ებრძვის, მიმძიმს ამაზე საუბარი" - რას წერს "მწვანე სკოლის" დირექტორი 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე