პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას აკეთებს შსს არასრულწლოვანთან დაკავშირებით, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა
რა განცხადებას აკეთებს შსს არასრულწლოვანთან დაკავშირებით, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო "მწვა­ნე სკო­ლის" შიდა და გარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბის ფაქ­ტზე არას­რულ­წლოვ­ნის გა­მო­კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­მაც თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, კო­მენ­ტარს აკე­თებს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მო­ზარ­დი ორ­ჯერ გა­მო­კი­თხეს და ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მშობ­ლის თან­დას­წრე­ბით.

"10 დე­კემ­ბერს, 112“-ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე. თბი­ლის­ში, „მწვა­ნე სკო­ლის“ შიდა და გარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბის ფაქ­ტზე.

შე­ტყო­ბი­ნე­ბა 112- ში სკო­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის მე­ნე­ჯერ­მა გა­ა­კე­თა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 187-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხნენ საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბი. სკო­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის მე­ნე­ჯე­რი, ამა­ვე სკო­ლის მოს­წავ­ლე.

პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მოწ­მის სა­ხით, მშო­ბელ­თან ერ­თად გა­მო­ი­კი­თხა არას­რულ­წლო­ვა­ნი პირი, ამა­ვე სკო­ლის ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე, რო­მელ­მაც უარ­ყო „მწვა­ნე სკო­ლის“ კედ­ლე­ბის მო­ხატ­ვა.

მე­ო­რე დღეს, 11 დე­კემ­ბერს, არას­რულ­წლო­ვა­ნი, და­მა­ტე­ბი­თი გა­მო­კი­თხვის მიზ­ნით, მშობ­ლის ინი­ცი­ა­ტივთ, მშო­ბელ­თან ერ­თად კვლავ გა­მო­ცხად­და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, თუმ­ცა მოზ­რდმა უარი გა­ნა­ცხა­და გა­მო­კი­თხვა­ზე და და­ახ­ლო­ე­ბით 40 წუ­თის შემ­დეგ მშო­ბელ­თან ერ­თად და­ტო­ვა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა.

მშობ­ლის გა­რე­შე არას­რულ­წლო­ვა­ნის გა­მო­კი­თხვა არც პირ­ველ და არც მე­ო­რე დღეს არ მომ­ხდა­რა.

მო­ზარ­დის დე­დას პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მართ პრე­ტენ­ზია არ გა­მო­უ­ხა­ტავს.

მო­ზარ­დის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით 11 დე­კემ­ბერს დი­დუ­ბე ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ი­წყო.

გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა 12 დე­კემ­ბერს შე­ვი­და და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ზე­წო­ლა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის აპა­რატს გა­დას­ცა.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის აპა­რატ­ში ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს შსს-ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, აღ­ნიშ­ნულ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. საია-ს შე­ფა­სე­ბით, მი­ზე­ზი სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა გახ­და

მარინა
22

რა იყო აქ თავის მოსაკლავი, ვერ გავიგე. ან პოლიციას რაში ადანაშაულებენ? ხომ არ დაუკავებიათ, დასაკითხად დაიბარეს დედასთან ერთად. ყველაფერზეხმაური შეიძლება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რა განცხადებას აკეთებს შსს არასრულწლოვანთან დაკავშირებით, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა

რა განცხადებას აკეთებს შსს არასრულწლოვანთან დაკავშირებით, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა

შინაგან საქმეთა სამინისტრო "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე არასრულწლოვნის გამოკითხვასთან დაკავშირებით, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, კომენტარს აკეთებს.

როგორც AMBEBI.GE-ს უწყებაში განუცხადეს, მოზარდი ორჯერ გამოკითხეს და ორივე შემთხვევაში მშობლის თანდასწრებით.

"10 დეკემბერს, 112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე.

შეტყობინება 112- ში სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა გააკეთა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი, ამავე სკოლის მოსწავლე.

პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.

მეორე დღეს, 11 დეკემბერს, არასრულწლოვანი, დამატებითი გამოკითხვის მიზნით, მშობლის ინიციატივთ, მშობელთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მოზრდმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება.

მშობლის გარეშე არასრულწლოვანის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ მომხდარა.

მოზარდის დედას პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ გამოუხატავს.

მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით 11 დეკემბერს დიდუბე ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო.

გენერალურ ინსპექციაში შეტყობინება 12 დეკემბერს შევიდა და პოლიციის თანამშრომელი ზეწოლაში დაადანაშაულეს. აღნიშნული შეტყობინება გენერალურმა ინსპექციამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს გადასცა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, - განუცხადეს AMBEBI.GE-ს შსს-ში.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. საია-ს შეფასებით, მიზეზი სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა გახდა

როგორია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა

"გამოგვყარეს ქუჩაში, ჩალის ფასად ჩაიგდეს სახლი..." - საქართველოში, ბოლო 10 თვეში ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს უძრავი ქონება

17 დეკემბრიდან ტემპერატურა მოიმატებს - ერთი კვირის ამინდის პროგნოზი