12 დეკემბრიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, ერთი კვირის განმავლობაში, მონეტების კომპლექტი სპეციალურ ფასად იქნება ხელმისავდომი.
“ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეა, რომელიც უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს. ამ მონეტებით მოყოლილი ისტორია არის საინტერესო გზა, რომ გაჰყვე საქართველოს სავაჭრო გზებს, იმ პერიოდებს, როდესაც ფული იჭრებოდა.
"ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" - სპეციალური ფასი 6,90 ლარია. ჟურნალთან ერთად კი 8,40 ლარი.
"ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" შედგება 24 მონეტისაგან, რომლითაც ივსება წიგნი-ალმობი. 14 ნოემბრიდან, თვეში ერთხელ, ჟურნალ "გზასთან" ერთად, მონეტების კომპლექტი სპეციალურ ფასადაა ხელმისაწვდომი. პროექტი 5 თვის განმავლობაში გრძელდება. მკითხველი 4 თვის განმავლობაში, ჟურნალთან ერთად, ხუთ-ხუთს, ბოლო თვეს კი, 4 მონეტას მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის გამნავლობაში (5 თვე) წიგნი-ალბომი, რომელსაც მკითხველი შეგროვებული 24 მონეტით შეავსებს, სპეციალურ ფასად - 20.90 ლარად იქნება ხელმისაწვდომი. ალბომს, ასევე, მოჰყვება სპეციალური ლუპა.
ალბომზე ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. წიგნ-ალბომში წარმოდგენილი მონეტების ორიგინალები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.