პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის ავიასანქციების გამო, საქართველომ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
რუსეთის ავიასანქციების გამო, საქართველომ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით, ავი­ა­სან­ქცი­ე­ბის გამო ქვე­ყა­ნამ 300 მი­ლი­ო­ნით ნაკ­ლე­ბი ტუ­რის­ტუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა, კობა გვე­ნე­ტა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა­ზე 2020-2022 წლე­ბის ფუ­ლად–საკ­რე­დი­ტო და სა­ვა­ლუ­ტო პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

კობა გვე­ნე­ტა­ძემ მა­ღა­ლი ინფლა­ცი­ის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ წლის და­სა­წყის­ში ინფლა­ცი­ა­ზე ერთჯე­რა­დი ფაქ­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნას ჰქონ­და ად­გი­ლი, რაც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­ნე­ტა­რულ პო­ლი­ტი­კა­ზე ნაკ­ლე­ბა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სექ­ტემ­ბრის თვი­დან კი ინფლა­ცი­ის ზრდა დაჩ­ქარ­და, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად ლა­რის გაც­ვლი­თი კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბით და გა­უ­ფა­სუ­რე­ბულ ნიშ­ნულ­ზე დიდ­ხანს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბამ გა­მოწ­ვია.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ივ­ლის­ში რუ­სე­თის მიერ ავი­აფ­რე­ნე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ და სხვა შე­საძ­ლო ფორ­მა­ლუ­რი თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი სა­ვაჭ­რო სან­ქცი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ გაც­ვლი­თი კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მო­ლო­დი­ნი გა­ა­ჩი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ვა­ლუ­ტო შე­მო­დი­ნე­ბე­ბის ფაქ­ტობ­რივ შემ­ცი­რე­ბამ­დეც, ბა­ზარ­ზე შემ­ცირ­და უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის მი­წო­დე­ბა, ხოლო მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და, რა­მაც კურ­სის მყი­სი­ე­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია - უფრო ადრე, ვიდ­რე ტუ­რის­ტუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად და­ი­წყებ­და შემ­ცი­რე­ბას. ამას და­ე­მა­ტა პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა, რა­მაც კურ­სის და­მა­ტე­ბით გა­უ­ფა­სუ­რე­ბას შე­უ­წყო ხელი,“- აღ­ნიშ­ნა გვე­ნე­ტა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბუ­ლი სა­ბა­ზო პროგ­ნო­ზით, წლი­უ­რი ინფლა­ცია, სხვა თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში, მო­მა­ვა­ლი წლის მარ­ტი­დან შემ­ცი­რე­ბას და­ი­წყებს და წლის ბო­ლოს­თვის მიზ­ნობ­რივ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან ახ­ლოს იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tasi
18

რა იყო აგეწვათ?ქართველებს საერთოდ ახასიათებს მოჭრან ის ტოტი რომელზეც ზიან,არა?

:(((
1

მერე და ვისი ბრალია, ვინ გამოიწვია ეს კრიზისი? ცოტა გონივრულად უნდა იქცეოდეს ხელისუფლება, რომ არაადეკვატური ნაბიჯების გამო ხალხი მშიერი არ დარჩეს! სად მოგყავდათ გავრილოვი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

რუსეთის ავიასანქციების გამო, საქართველომ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

რუსეთის ავიასანქციების გამო, საქართველომ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა.

კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე ნაკლებადაა დამოკიდებული. სექტემბრის თვიდან კი ინფლაციის ზრდა დაჩქარდა, რაც მნიშვნელოვანწილად ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით და გაუფასურებულ ნიშნულზე დიდხანს შენარჩუნებამ გამოწვია.

"როგორც მოგეხსენებათ, ივლისში რუსეთის მიერ ავიაფრენების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამ და სხვა შესაძლო ფორმალური თუ არაფორმალური სავაჭრო სანქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი გააჩინა. შესაბამისად, სავალუტო შემოდინებების ფაქტობრივ შემცირებამდეც, ბაზარზე შემცირდა უცხოური ვალუტის მიწოდება, ხოლო მოთხოვნა გაიზარდა, რამაც კურსის მყისიერი გაუფასურება გამოიწვია - უფრო ადრე, ვიდრე ტურისტული შემოსავლები ფაქტობრივად დაიწყებდა შემცირებას. ამას დაემატა პოლიტიკური დაძაბულობა, რამაც კურსის დამატებით გაუფასურებას შეუწყო ხელი,“- აღნიშნა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, არსებული საბაზო პროგნოზით, წლიური ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება.

ლევან ხაბეიშვილი ერეკლე კუხიანიძეზე - "გამოვაცხადოთ ეს ადამიანი მიცვალებულად"

ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებას სთხოვენ - აქცია საკრებულოსთან

"სადაც საჭიროა, სალობიეშიც ვივლი და სხვა თავშეყრის ადგილებშიც, ძალიან თავისუფლად" - სალომე ზურაბიშვილი