მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგორში ქართველების დაკეტილ სახლებში ოსებს შეასახლებენ - "ახლა ვხვდები, რა მძიმეა მეორედ გახდე დევნილი..."
ახალგორში ქართველების დაკეტილ სახლებში ოსებს შეასახლებენ - "ახლა ვხვდები, რა მძიმეა მეორედ გახდე დევნილი..."

"ახალ­გორ­ში არ­სე­ბუ­ლი, უფუნ­ქციო, და­კე­ტი­ლი სახ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 2008 წელს პატ­რო­ნებ­მა მი­ა­ტო­ვეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ვიდ­ნენ და ამ დრომ­დე ცა­რი­ე­ლია, უნდა გა­და­ე­ცეთ მათ, ვი­საც სჭირ­დე­ბა...“ - ამის შე­სა­ხებ ახალ­გო­რის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვი­ტა­ლი მა­მი­ტოვ­მა გა­ნა­ცხა­და და დას­ძი­ნა, რომ სა­კი­თხზე ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იმ­სჯე­ლა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას www.ekhokavkaza.com ავ­რცე­ლებს.

მა­მი­ტო­ვის თქმით, და­ბა­ში არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნია ბი­ნის გა­რე­შე. ზოგს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სჭირ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ, და­კე­ტილ ბი­ნებს მათ გა­დას­ცე­მენ...

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­უ­ბა­რია იმ შე­ნო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში საბ­ჭო­თა წლებ­ში აშენ­და, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა კორ­პუ­სებს სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბად მი­იჩ­ნევს, არა­და, ბი­ნე­ბი 2008 წლის ომამ­დე ბი­ნად­რებს სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ე­ცათ.

ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლის თქმით, მსგავ­სი მცდე­ლო­ბა სხვა რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­საც ჰქონ­დათ, თუმ­ცა, ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვე­რას­დროს შეძ­ლეს.

“ახლა და­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი ძა­ლი­ან სა­ში­შია, რად­გან მე­ზო­ბე­ლი ოსუ­რი სოფ­ლე­ბი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მუდ­მი­ვად ჩა­მოჰ­ყავთ და რა­ი­ონ­ში ასაქ­მე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, მათი და­ბი­ნა­ვე­ბაც სა­ჭი­რო გახ­და და აგერ ცა­რი­ე­ლი ბი­ნე­ბი ეგუ­ლე­ბათ... გა­სა­გე­ბია ყვე­ლა­ფე­რი - შეგ­ნე­ბუ­ლად კეთ­დე­ბა, რათა ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ა­ვიწ­რო­ვონ და მათი ად­გი­ლი სოფ­ლე­ბი­დან ჩაყ­ვა­ნილ­მა ეთ­ნი­კურ­მა ოსებ­მა და­ი­კა­ვონ...

ახლა რა­ი­ონ­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა დაგ­რო­ვი­ლი. აქა­უ­რო­ბა კო­რუფ­ცი­ა­შია ჩაფ­ლუ­ლი და მა­მი­ტო­ვი ცდი­ლობს, ეს ამ­ბე­ბი ბი­ნე­ბის ოსე­ბის­თვის გა­და­ნა­წი­ლე­ბით გა­და­ფა­როს... მით უფრო, რომ აქ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ოსებ­სა და ქარ­თვე­ლებ­საც ერ­თნა­ი­რად აწუ­ხებთ..." - ამ­ბობს მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი.

"ერთი სული გვქონ­და ჩვე­ნი და­კე­ტი­ლი სახ­ლის კარს რო­დის შე­ვა­ღებ­დით... სამი თვე გა­ვი­და, იქა­უ­რო­ბა არ გვი­ნა­ხავს და ახლა ვხვდე­ბი, რამ­დე­ნად მძი­მეა მე­ო­რედ გახ­დე დევ­ნი­ლი... ჩვენს სახ­ლში სხვე­ბის შე­სახ­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ ჩვენ იქ ვე­ღა­რას­დროს ჩა­ვალთ... თუ ეს პრე­ცენ­დენ­ტი და­უშ­ვეს, სხვა ბი­ნებ­სა და სახ­ლებ­საც მი­ად­გე­ბი­ან" - ამ­ბობს ერთ-ერთი ახალ­გო­რე­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ, სამ­ხრეთ ოსე­თის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­სად­გე­ნად გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხი­დან - 3 მი­ლი­არ­დი რუ­სუ­ლი რუბ­ლი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 48 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­იფ­ლან­გა. ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რუ­სუ­ლი მხა­რის ცნო­ბით, ვი­ნა­ი­დან საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა რუ­სეთ­ში­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, დამ­ნა­შა­ვე პირ­თა ნა­წი­ლი პა­ტიმ­რო­ბა­ში რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა, ზოგი კი - ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­შია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, მათ შო­რის არი­ან ოსე­ბიც.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაგიკვირდება კაცს
18

აბა რუსთაველზე რას ვზეიმობდით

muamar kadafi
21

ერთ მომენტში პუტინმა ახალგორიდან ჯარის ნაწილები გაიყვანა, რატომ დააბრუნა (კითხეთ ნაცებს)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ახალგორში ქართველების დაკეტილ სახლებში ოსებს შეასახლებენ - "ახლა ვხვდები, რა მძიმეა მეორედ გახდე დევნილი..."

ახალგორში ქართველების დაკეტილ სახლებში ოსებს შეასახლებენ - "ახლა ვხვდები, რა მძიმეა მეორედ გახდე დევნილი..."

"ახალგორში არსებული, უფუნქციო, დაკეტილი სახლები, რომლებიც 2008 წელს პატრონებმა მიატოვეს, საქართველოში გადავიდნენ და ამ დრომდე ცარიელია, უნდა გადაეცეთ მათ, ვისაც სჭირდება...“ - ამის შესახებ ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი მამიტოვმა განაცხადა და დასძინა, რომ საკითხზე ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლებამ იმსჯელა.

ინფორმაციას www.ekhokavkaza.com ავრცელებს.

მამიტოვის თქმით, დაბაში არაერთი ადამიანია ბინის გარეშე. ზოგს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სჭირდება და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, დაკეტილ ბინებს მათ გადასცემენ...

გამოცემის ცნობით, საუბარია იმ შენობებზე, რომელიც ახალგორის რაიონში საბჭოთა წლებში აშენდა, თუმცა, ადგილობრივი ე.წ. ხელმძღვანელობა კორპუსებს სახელმწიფო საკუთრებად მიიჩნევს, არადა, ბინები 2008 წლის ომამდე ბინადრებს საკუთრებაში გადაეცათ.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის თქმით, მსგავსი მცდელობა სხვა რაიონის ხელმძღვანელებსაც ჰქონდათ, თუმცა, ამის განხორციელება ვერასდროს შეძლეს.

“ახლა დაბაში მიმდინარე პროცესები ძალიან საშიშია, რადგან მეზობელი ოსური სოფლებიდან მოქალაქეები მუდმივად ჩამოჰყავთ და რაიონში ასაქმებენ, შესაბამისად, მათი დაბინავებაც საჭირო გახდა და აგერ ცარიელი ბინები ეგულებათ... გასაგებია ყველაფერი - შეგნებულად კეთდება, რათა ქართული მოსახლეობა მაქსიმალურად შეავიწროვონ და მათი ადგილი სოფლებიდან ჩაყვანილმა ეთნიკურმა ოსებმა დაიკავონ...

ახლა რაიონში უამრავი პრობლემაა დაგროვილი. აქაურობა კორუფციაშია ჩაფლული და მამიტოვი ცდილობს, ეს ამბები ბინების ოსებისთვის გადანაწილებით გადაფაროს... მით უფრო, რომ აქ არსებული პრობლემები ოსებსა და ქართველებსაც ერთნაირად აწუხებთ..." - ამბობს მეარაყიშვილი.

"ერთი სული გვქონდა ჩვენი დაკეტილი სახლის კარს როდის შევაღებდით... სამი თვე გავიდა, იქაურობა არ გვინახავს და ახლა ვხვდები, რამდენად მძიმეა მეორედ გახდე დევნილი... ჩვენს სახლში სხვების შესახლება ნიშნავს, რომ ჩვენ იქ ვეღარასდროს ჩავალთ... თუ ეს პრეცენდენტი დაუშვეს, სხვა ბინებსა და სახლებსაც მიადგებიან" - ამბობს ერთ-ერთი ახალგორელი ჩვენთან საუბარში.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან - 3 მილიარდი რუსული რუბლიდან, დაახლოებით 48 მილიონი დოლარი გაიფლანგა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს.

რუსული მხარის ცნობით, ვინაიდან საქმეების გამოძიება რუსეთშივე მიმდინარეობდა, დამნაშავე პირთა ნაწილი პატიმრობაში რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება, ზოგი კი - შინაპატიმრობაშია. ოფიციალური ინფორმაციით, ყველა ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა, მათ შორის არიან ოსებიც.

ვინ არის ავთანდილ სურმანიძე, რომელიც სოხუმის "მერის" მოადგილედ დაინიშნა - "რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას?! ქართული მხოლოდ გვარი აქვს..."

63 წლის ახალგორელი კაცი, რომელიც სამკურნალოდ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა

TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი - რას ამბობენ საგარეო უწყებაში