სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანამ ბავშვს სპორტზე შეიყვანთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეთ" - ექიმი-ფიზიოთერაპევტის რეკომენდაციები მშობლებს
"სანამ ბავშვს სპორტზე შეიყვანთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეთ" - ექიმი-ფიზიოთერაპევტის რეკომენდაციები მშობლებს

დღეს თით­ქმის ყვე­ლა მშო­ბე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ რაც უფრო ად­რე­ულ ასაკ­ში შე­იყ­ვანს შვილს სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა­ზე, მით უფრო ჯან­მრთე­ლი გა­იზ­რდე­ბა ბავ­შვი და "ტან­საც აიყ­რის".

თუმ­ცა, ექი­მე­ბი ხში­რად გას­ცე­მენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რომ ბავ­შვის ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი დატ­ვირ­თვა ად­რე­ულ ასაკ­ში სუ­ლაც არ არის კარ­გი, მშობ­ლე­ბი კი იმით იმარ­თლე­ბენ თავს რომ, "ბავ­შვს უნდა", "სა­ერ­თოდ არ იღ­ლე­ბა", „ჩემი შვი­ლის მტე­რი ხომ არ ვარ?" და ა.შ.

რა ასა­კი­დან უნდა მი­იყ­ვა­ნოთ ბავ­შვი სპორ­ტი­სა ხე­ლოვ­ნე­ბის წრე­ებ­ზე და რა სირ­თუ­ლე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს ბავ­შვის­თვის ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას - ამ თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE-მ ექიმ-ფი­ზი­ო­თე­რა­პევტს, ფი­ზი­კურ რე­ა­ბი­ლი­ტო­ლოგ დი­მიტ­რი ბაგ­რა­მოვს მი­მარ­თა:

- ბა­ტო­ნო დი­მიტ­რი, გა­სულ კვი­რას, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერთ-ერთ ცეკ­ვის სტუ­დი­ა­ში ბავ­შვებს ქო­რე­ოგ­რაფ­მა, დას­ჯის მიზ­ნით 200-მდე ბუქ­ნი გა­ა­კე­თე­ბი­ნა. რამ­დე­ნად ნორ­მა­ლუ­რია ასე­თი დატ­ვირ­თვა 10-11 წლის ბავ­შვე­ბის­თვის?

- რა თქმა უნდა, მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის, თან რო­დე­საც ეს დას­ჯის გამო ხდე­ბა. აქვე ყუ­რადსა­ღე­ბია ბავ­შვის ასა­კი და ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, ხომ არ აქვს ბავ­შვს რა­ი­მე სა­ხის და­ა­ვა­დე­ბა ან ფი­ზი­კუ­რი ტრავ­მა.

ზო­გა­დად, ერთი და იგი­ვე ასაკ­ში სხვა­დას­ხვა ბავ­შვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის ატა­ნა შე­უძ­ლია. ასეთ­მა მძი­მე დატ­ვირ­თვამ შე­იძ­ლე­ბა კუნ­თე­ბის და­ჭი­მუ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ცოტა უც­ნა­უ­რია, რომ ერ­თი­ა­ნად მოხ­და ამ­დე­ნი ბუქ­ნის გა­კე­თე­ბა, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონ­საც კი გა­უ­ჭირ­დეს ამ­ხე­ლა დატ­ვირ­თვის ატა­ნა.

- ცეკ­ვას ძი­რი­თა­დად რა სა­ხის ტრავ­მე­ბი ახ­ლავს თან?

- ცალ ფეხ­ზე ტრი­ა­ლის დროს შე­იძ­ლე­ბა მო­ცეკ­ვა­ვემ კოჭ-წვი­ვის სახ­სრის ტრავ­მა მი­ი­ღოს. ასე­ვე ტრავ­მის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია დახ­ტო­მის დროს. მა­გა­ლი­თად, ავი­ღოთ სპორ­ტის ორი სა­ხე­ო­ბა - ფეხ­ბურ­თი და რაგ­ბი, რო­გორ ფიქ­რობთ, რო­მე­ლი უფრო ტრავ­მუ­ლია? - რა­ტომ­ღაც ყვე­ლას ჰგო­ნია რაგ­ბი, რე­ა­ლუ­რად კი ფეხ­ბურ­თი უფრო მე­ტად.

რაგ­ბის თა­მა­ში­სას მო­რაგ­ბე უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლია, მა­გა­ლი­თად, შერ­კი­ნე­ბი­სას და ტრავ­მაც ნაკ­ლე­ბია. ფეხ­ბურ­თი კი სპორ­ტის ყვე­ლა­ზე სწრა­ფი სა­ხე­ო­ბაა და ამ დროს დი­დია ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბა.

- რა­ტომ არის ფეხ­ბურ­თი უფრო ტრავ­მუ­ლი სპორ­ტი?

- იმი­ტომ რომ ფეხ­ბურთში ყვე­ლა­ზე სწრა­ფი მოძ­რა­ო­ბე­ბია. არა­სო­დეს იცი, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე საით გა­იქ­ცე­ვა. ფეხ­ბურ­თე­ლი მო­ე­დან­ზე დიდი სის­წრა­ფით რომ მირ­ბის და ამ დროს, ვი­ღაც ფეხს და­უ­დებს, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რამ­ხე­ლა ტრავ­მას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი? ასე­ვე მძი­მეა, რო­დე­საც შე­ჯა­ხე­ბი­სას ფეხს ჩა­არ­ტყა­მენ ხოლ­მე, მძი­მეა ძელ­თან შე­ჯა­ხე­ბაც.

სა­ერ­თოდ, პრო­ფე­სი­უ­ლი სპორ­ტი ბევრ ვარ­ჯიშს მო­ი­თხოვს. მი­თუ­მე­ტეს, დღე­ვან­დელ სპორ­ტში ბევ­რი თუ არ ივარ­ჯი­შე, კარ­გი სპორ­ტსმე­ნი ვერ გახ­დე­ბი.

ამი­ტომ ჩემი რე­კო­მენ­და­ცია მშობ­ლე­ბის­თვის ასე­თია: სა­ნამ ბავ­შვს სპორ­ტის მძი­მე სა­ხე­ო­ბებ­ზე შე­იყ­ვა­ნენ, რომ­ლე­ბიც დიდ ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას მო­ი­თხოვს, უკე­თე­სია ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ა­მოწ­მონ

შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­დეს, არც იცო­დეს, ტრამ­ვის მი­ღე­ბის დროს გა­მომ­ჟღავ­ნდეს და საკ­მა­ოდ მძი­მე შე­დე­გით დას­რულ­დეს, სამ­წუ­ხა­როდ, ამის მა­გა­ლი­თე­ბიც ვი­ცით...

- ხე­ლოვ­ნე­ბის კუ­თხით რომ შევ­ხე­დოთ, ყვე­ლა­ზე ტრავ­მუ­ლი მა­ინც რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბაა?

- ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა და­ზი­ან­დეს ახალ­გაზ­რდა სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბი­სას. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­გუ­რულ სრი­ალს, ძა­ლი­ან ცუდ ტრავ­მებს იწ­ვევს ყი­ნულ­ზე და­ვარ­დნა. ასე­ვე ტრავ­მუ­ლია გიმ­ნას­ტი­კა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, რო­დე­საც ღერძზე ტრი­ა­ლე­ბენ, ასე­ვე ორი-სამი მეტ­რი­დან ჩა­მო­ვარ­დნა და ფი­ცარ­ნა­გი­დან ხტო­მა.

ნაკ­ლე­ბად ტრავ­მუ­ლია ბა­ლე­ტი - ვთქვთ, ბა­ლე­რო­ნე­ბის ვარ­ჯიშს თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, ჯერ კარ­გად ხურ­დე­ბი­ან და შემ­დეგ იწყე­ბენ.

- ცურ­ვა­ზე რას გვე­ტყვით და ბოლო დროს საკ­მა­ოდ მო­დურ სპორტზე - ფა­რი­კა­ო­ბა­ზე?

- ფა­რი­კა­ო­ბი­სას ვფიქ­რობ, სპორ­ტსმე­ნე­ბი უფრო და­ცუ­ლე­ბი არი­ან და არ მგო­ნია, ამ დროს ტრავ­მა მი­ი­ღონ. ასე­ვე ცურ­ვის დროს, რა უნდა მოხ­დეს, ერ­თმა­ნეთს არც ეხე­ბი­ან, წყალ­ბურთს თუ არ ჩავ­თვლით. ცურ­ვი­სას მაქ­სი­მუმ მხრის კუნ­თის და­ჭიმ­ვას მოხ­დეს, სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მე­ბი ნაკ­ლე­ბია. ზო­გა­დად მუხ­ლის ტრავ­მე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი სპორ­ტის თან­მდე­ვია, ამას ვერ ას­ცდე­ბი­ან.

- რა ასა­კი­დან უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ ბავ­შვი ცეკ­ვა­ზე და სპორტზე? არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მშობ­ლებს სტუ­დი­ა­ში 4-5 წლის ბავ­შვე­ბი დაჰ­ყავთ...

- ცეკ­ვა­ზეც და სპორტზეც, რო­დე­საც ბავ­შვი 4-5 წლის ასაკ­ში მიჰ­ყავს მშო­ბელს, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს დატ­ვირ­თვებს. ხან­და­ხან მწვრთნე­ლე­ბი არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ბავ­შვის ასაკს და შე­იძ­ლე­ბა 7-8 წლის ბავ­შვე­ბი ისე დატ­ვირ­თონ, რო­გორც 11-12 წლის. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ კუ­თხით ნამ­დვი­ლად გვი­ჭირს, და ცუდი ვარ­ჯი­ში ბავ­შვს კუნ­თებ­სა და სახ­სრებს არას­წო­რად უვი­თა­რებს.

სპორ­ტი ასე­ვე მოქ­მე­დებს მხედ­ვე­ლო­ბა­ზე, ამ დრო­საც, არას­წორ დატ­ვირ­თვას და ვარ­ჯიშს ვგუ­ლის­ხმობ. ზო­გა­დად, ბავ­შვის ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში უნდა და­ი­წყოს. შტან­გის აწე­ვა 7-8 წლის ბავ­შვს რომ და­ვა­წყე­ბი­ნოთ, არას­წო­რია, თუმ­ცა ბა­ლეტ­ზე შეყ­ვა­ნი­სას სახ­სრე­ბი რომ სწო­რად გა­ნუ­ვი­თარ­დეს, ძა­ლი­ან არ უნდა და­ვაგ­ვი­ა­ნოთ, ამი­ტომ ნა­ად­რევ ასაკ­ში ჯო­ბია, სა­ნამ სახ­სა­რი ჩა­ი­კე­ტე­ბა.

- რამ­დე­ნად ხში­რია პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა სპორ­ტის დროს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტრამ­ვე­ბით?

- საკ­მა­ოდ ხში­რია და ამას აღ­მზრდე­ლე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის და ტრე­ნე­რე­ბის პრობ­ლე­მა იწ­ვევს. იმი­ტომ ვერ ვი­თარ­დე­ბა ქარ­თუ­ლი სპორ­ტი. რა­ღაც დო­ნემ­დე მი­დი­ან, წარ­მა­ტე­ბებს აღ­წე­ვენ და შემ­დეგ ჩერ­დე­ბი­ან.

ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ბავ­შვებს აქვთ ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მე­ბი, ამას კი არას­წო­რი დატ­ვირ­თვა იწ­ვევს. ასეთ დროს ვი­თარ­დე­ბა მალ­თა­შო­რის დის­კის თი­ა­ქა­რი. ამ დროს ეფექ­ტუ­რი ხერ­ხემ­ლის და­ჭიმ­ვა (DRX-9000 TM აპა­რა­ტით) და ფი­ზი­ო­თე­რა­პი­აა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქო­რე­ოგ­რა­ფებს, მკაც­რი დის­ციპ­ლი­ნის ნაც­ვლად, სა­სურ­ვე­ლია უფრო მეტი დრო და ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მონ ბავ­შვის სწორ ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუგზარი
5

კრივზე არავის ვურჩევ ბავშვის შეყვანას, რადგან თავში რომ ურტყამენ ტრავმატულია. არც კარატეზე იმიტომ რომ ქამრებს ცეცხლის ფასი ადევს. ყველაზე იდეალური სპორტი, რაშიც შეიძლება წარმატებას მიაღწიოს ადამიანმა და იცხოვროს (შეიძლება მწვრთნელადაც სხვა ქვეყანაში) არის ცურვა და კალათბურთი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სანამ ბავშვს სპორტზე შეიყვანთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეთ" - ექიმი-ფიზიოთერაპევტის რეკომენდაციები მშობლებს

"სანამ ბავშვს სპორტზე შეიყვანთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეთ" - ექიმი-ფიზიოთერაპევტის რეკომენდაციები მშობლებს

დღეს თითქმის ყველა მშობელი მიიჩნევს, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში შეიყვანს შვილს სპორტის სხვადასხვა სახეობაზე, მით უფრო ჯანმრთელი გაიზრდება ბავშვი და "ტანსაც აიყრის".

თუმცა, ექიმები ხშირად გასცემენ რეკომენდაციებს, რომ ბავშვის ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა ადრეულ ასაკში სულაც არ არის კარგი, მშობლები კი იმით იმართლებენ თავს რომ, "ბავშვს უნდა", "საერთოდ არ იღლება", „ჩემი შვილის მტერი ხომ არ ვარ?" და ა.შ.

რა ასაკიდან უნდა მიიყვანოთ ბავშვი სპორტისა ხელოვნების წრეებზე და რა სირთულეები შეიძლება ახლდეს ბავშვისთვის ფიზიკურ დატვირთვას - ამ თემებზე სასაუბროდ AMBEBI.GE-მ ექიმ-ფიზიოთერაპევტს, ფიზიკურ რეაბილიტოლოგ დიმიტრი ბაგრამოვს მიმართა:

- ბატონო დიმიტრი, გასულ კვირას, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ცეკვის სტუდიაში ბავშვებს ქორეოგრაფმა, დასჯის მიზნით 200-მდე ბუქნი გააკეთებინა. რამდენად ნორმალურია ასეთი დატვირთვა 10-11 წლის ბავშვებისთვის?

- რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი არ არის, თან როდესაც ეს დასჯის გამო ხდება. აქვე ყურადსაღებია ბავშვის ასაკი და ფიზიკური მონაცემები, ხომ არ აქვს ბავშვს რაიმე სახის დაავადება ან ფიზიკური ტრავმა.

ზოგადად, ერთი და იგივე ასაკში სხვადასხვა ბავშვს განსხვავებული ფიზიკური დატვირთვის ატანა შეუძლია. ასეთმა მძიმე დატვირთვამ შეიძლება კუნთების დაჭიმულობა გამოიწვიოს. ცოტა უცნაურია, რომ ერთიანად მოხდა ამდენი ბუქნის გაკეთება, რადგან შეიძლება ოლიმპიურ ჩემპიონსაც კი გაუჭირდეს ამხელა დატვირთვის ატანა.

- ცეკვას ძირითადად რა სახის ტრავმები ახლავს თან?

- ცალ ფეხზე ტრიალის დროს შეიძლება მოცეკვავემ კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღოს. ასევე ტრავმის მიღება შესაძლებელია დახტომის დროს. მაგალითად, ავიღოთ სპორტის ორი სახეობა - ფეხბურთი და რაგბი, როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო ტრავმულია? - რატომღაც ყველას ჰგონია რაგბი, რეალურად კი ფეხბურთი უფრო მეტად.

რაგბის თამაშისას მორაგბე უფრო მომზადებულია, მაგალითად, შერკინებისას და ტრავმაც ნაკლებია. ფეხბურთი კი სპორტის ყველაზე სწრაფი სახეობაა და ამ დროს დიდია ფიზიკური დაზიანებების ალბათობა.

- რატომ არის ფეხბურთი უფრო ტრავმული სპორტი?

- იმიტომ რომ ფეხბურთში ყველაზე სწრაფი მოძრაობებია. არასოდეს იცი, მოწინააღმდეგე საით გაიქცევა. ფეხბურთელი მოედანზე დიდი სისწრაფით რომ მირბის და ამ დროს, ვიღაც ფეხს დაუდებს, ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა ტრავმასთან არის დაკავშირებული? ასევე მძიმეა, როდესაც შეჯახებისას ფეხს ჩაარტყამენ ხოლმე, მძიმეა ძელთან შეჯახებაც.

საერთოდ, პროფესიული სპორტი ბევრ ვარჯიშს მოითხოვს. მითუმეტეს, დღევანდელ სპორტში ბევრი თუ არ ივარჯიშე, კარგი სპორტსმენი ვერ გახდები.

ამიტომ ჩემი რეკომენდაცია მშობლებისთვის ასეთია: სანამ ბავშვს სპორტის მძიმე სახეობებზე შეიყვანენ, რომლებიც დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, უკეთესია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმონ

შეიძლება ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს, არც იცოდეს, ტრამვის მიღების დროს გამომჟღავნდეს და საკმაოდ მძიმე შედეგით დასრულდეს, სამწუხაროდ, ამის მაგალითებიც ვიცით...

- ხელოვნების კუთხით რომ შევხედოთ, ყველაზე ტრავმული მაინც რომელი სახეობაა?

- ყველაზე ნაკლებად შეიძლება დაზიანდეს ახალგაზრდა სამეჯლისო ცეკვებისას. რაც შეეხება ფიგურულ სრიალს, ძალიან ცუდ ტრავმებს იწვევს ყინულზე დავარდნა. ასევე ტრავმულია გიმნასტიკა, განსაკუთრებულად, როდესაც ღერძზე ტრიალებენ, ასევე ორი-სამი მეტრიდან ჩამოვარდნა და ფიცარნაგიდან ხტომა.

ნაკლებად ტრავმულია ბალეტი - ვთქვთ, ბალერონების ვარჯიშს თუ დააკვირდებით, ჯერ კარგად ხურდებიან და შემდეგ იწყებენ.

- ცურვაზე რას გვეტყვით და ბოლო დროს საკმაოდ მოდურ სპორტზე - ფარიკაობაზე?

- ფარიკაობისას ვფიქრობ, სპორტსმენები უფრო დაცულები არიან და არ მგონია, ამ დროს ტრავმა მიიღონ. ასევე ცურვის დროს, რა უნდა მოხდეს, ერთმანეთს არც ეხებიან, წყალბურთს თუ არ ჩავთვლით. ცურვისას მაქსიმუმ მხრის კუნთის დაჭიმვას მოხდეს, სერიოზული ტრავმები ნაკლებია. ზოგადად მუხლის ტრავმები ნებისმიერი სპორტის თანმდევია, ამას ვერ ასცდებიან.

- რა ასაკიდან უნდა მივიყვანოთ ბავშვი ცეკვაზე და სპორტზე? არის შემთხვევები, როდესაც მშობლებს სტუდიაში 4-5 წლის ბავშვები დაჰყავთ...

- ცეკვაზეც და სპორტზეც, როდესაც ბავშვი 4-5 წლის ასაკში მიჰყავს მშობელს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დატვირთვებს. ხანდახან მწვრთნელები არ ითვალისწინებენ ბავშვის ასაკს და შეიძლება 7-8 წლის ბავშვები ისე დატვირთონ, როგორც 11-12 წლის. საქართველოში ამ კუთხით ნამდვილად გვიჭირს, და ცუდი ვარჯიში ბავშვს კუნთებსა და სახსრებს არასწორად უვითარებს.

სპორტი ასევე მოქმედებს მხედველობაზე, ამ დროსაც, არასწორ დატვირთვას და ვარჯიშს ვგულისხმობ. ზოგადად, ბავშვის ფიზიკური დატვირთვა გარდატეხის ასაკში უნდა დაიწყოს. შტანგის აწევა 7-8 წლის ბავშვს რომ დავაწყებინოთ, არასწორია, თუმცა ბალეტზე შეყვანისას სახსრები რომ სწორად განუვითარდეს, ძალიან არ უნდა დავაგვიანოთ, ამიტომ ნაადრევ ასაკში ჯობია, სანამ სახსარი ჩაიკეტება.

- რამდენად ხშირია პაციენტების მომართვიანობა სპორტის დროს მიყენებული ტრამვებით?

- საკმაოდ ხშირია და ამას აღმზრდელების, მასწავლებლების და ტრენერების პრობლემა იწვევს. იმიტომ ვერ ვითარდება ქართული სპორტი. რაღაც დონემდე მიდიან, წარმატებებს აღწევენ და შემდეგ ჩერდებიან.

ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვებს აქვთ ხერხემლის პრობლემები, ამას კი არასწორი დატვირთვა იწვევს. ასეთ დროს ვითარდება მალთაშორის დისკის თიაქარი. ამ დროს ეფექტური ხერხემლის დაჭიმვა (DRX-9000 TM აპარატით) და ფიზიოთერაპიაა.

რაც შეეხება ქორეოგრაფებს, მკაცრი დისციპლინის ნაცვლად, სასურველია უფრო მეტი დრო და ყურადღება დაუთმონ ბავშვის სწორ ფიზიკურ განვითარებას.

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გადაიყვანეს

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"კორონავირუსი არსად გამქრალა... შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს" - ამირან გამყრელიძე