ავტორი:

ხსნარს, რომლითაც პარლამენტში მოიწამლნენ, ადამიანები კიბოს სამკურნალოდ იყენებენ - რას ამბობს ვეტერინარი

ხსნარს, რომლითაც პარლამენტში მოიწამლნენ, ადამიანები კიბოს სამკურნალოდ იყენებენ - რას ამბობს ვეტერინარი

რამდენიმე საათის წინ პარლამენტში მომხდარმა ინცინდენტმა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები გადაფარა. სპეციალური ხსნარის მეშვეობით, რომელიც სხდომათა დარბაზში, ჯერჯერობით უცნობმა ადამიანმა დაღვარა, რამდენიმე დეპუტატი მოიწამლა. ინტოქსიკაციით კლინიკაში გადაიყვანეს დეპუტატები - ენძელა მაჭავარიანი და სვეტლანა კუდბა, შეუძლოთ გახდა პარლამენტის რამდენიმე თანამშრომელიც.

მოგვიანებით, მოძრაობა „სირცხვილიამ“ თავის ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელა განცხადება:

"საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში".

ხსნარი, რომლის ფოტოც მოძრაობამ გამოაქვეყნა, გახლავთ - "ეისიდისი ფრაქცია 2 - ანტისეპტიკი, სტიმულატორი დოროგოვისა“. პრეპარატს ძირითადად ვეტერინარები იყენებენ. ვეტერინარი არტურ ლაგოვსკი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ თავად ეს პრეპარატი არასოდეს გამოუყენებია, რადგან მის ეფექტურობაში ბოლომდე დარწმუნებული არ არის.

არტურ ლაგოვსკი:

- დიახ, ვიცი, ამ პრეპარატის შესახებ. საშინელი, მყრალი სუნი აქვს. მოძველებული პრეპარატია და ცხოველის ლეშისგან მზადდება, იმუნოსტიმურატორია. თავის დროზე გამოიყენებოდა... ამბობდნენ, რომ ვითომ სიმსივნეს შველოდა. მე პირადად არ გამომიყენებია, რადგან ეს პრეპარატი დამტკიცებული არ არის, თან მართლა საშინელი სუნი აქვს.

რაც შეეხება მოწამლულ ადამიანს გააჩნია კონცენტრაციას, რამდენი იქნა შესუნთქული. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ინტოქსიკაციაც, დისკომფორტი აუცილებლად შეექმნებოდათ და საავადმყოფოშიც დასჭირდებოდათ გადაყვანა. დიახ, არ არის ეს პრეპარატი დამტკიცებული და მაგიტომ არ ვიყენებ, რეალურად კი, თითქმის ყველა შემთხვევაში გამოიყენება, როგორც "აბი გლუკოზა"...

ცნობისთვის, რეგისტრაციისთვის არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო აღნიშნული პრეპარატი ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. რაც შეეხება ქართულ რეალობას, წამალი მხოლოდ ვეტაფთიაქებში იყიდება და ცხადია, მითია ის, რომ მისი საშუალებით ადამიანების კიბოსგან განკურნება ხდება.

3 ქართული კერძის რეცეპტი, რომლებიც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ - რჩევები კულინარისგან

როგორია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა

"გამოგვყარეს ქუჩაში, ჩალის ფასად ჩაიგდეს სახლი..." - საქართველოში, ბოლო 10 თვეში ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს უძრავი ქონება