ავტორი:

ნიკა მელია პარლამენტის დეპუტატი აღარ არის

ნიკა მელია პარლამენტის დეპუტატი აღარ არის

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ნიკა მელიას განცხადებით, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს მას ქვები დაუშინეს

გოგი მეშველიანის ინფორმაციით, ბოლნისში დაპირსიპირების შედეგად, "ქართული ოცნების" 10-მდე აქტივისტია დაშავებული, 2-ის მდგომარეობა მძიმეა

"შეიძლება, ბევრისთვის მერის თანამდებობა გარკვეული პრივილეგიები იყოს, ჩემთვის ეს არის მსახურება" - კახა კალაძე