მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სხდომათა დარბაზში არასასიამოვნო სუნია, დეპუტატები შეუძლოდ გახდნენ - რა მოხდა პარლამენტში
სხდომათა დარბაზში არასასიამოვნო სუნია, დეპუტატები შეუძლოდ გახდნენ - რა მოხდა პარლამენტში

პარ­ლა­მენ­ტში ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი გა­მო­ი­ძა­ხეს. სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში პო­ლი­ცი­ის მის­ვლა მას შემ­დეგ გახ­და სა­ჭი­რო, რაც დარ­ბაზ­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა და­ას­ხეს და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნი დად­გა.

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­ა­ცხა­და და დე­პუ­ტა­ტებს მო­უ­წო­და, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი.

უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კი გა­ნა­ცხა­და, რომ დარ­ბაზ­ში ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ას­ხა ნივ­თი­ე­რე­ბა.

"ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­მო­ი­ტა­ნა და დარ­ბაზ­ში და­ას­ხა. ამას ექ­ნე­ბა უმ­კაც­რე­სი რე­ა­გი­რე­ბა" - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მძაფ­რი სუ­ნის გამო შე­უძ­ლოდ გახ­და რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი, მათ შო­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, სა­სე­სიო დარ­ბაზ­ში და­ას­ხეს გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მელ­საც მკვეთ­რი სუნი ჰქონ­და და ვა­რა­უ­დობს, რომ ამან გა­მო­იწ­ვია ალერ­გი­უ­ლი შე­ტე­ვა.

"ზო­გა­დად, ალერ­გი­უ­ლი ვარ, ნე­ბის­მი­ერ სუნ­ზე, სუ­ნა­მოს სუნ­ზეც კი შე­უძ­ლოდ ვხდე­ბი,"- აღ­ნიშ­ნა ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

დე­პუ­ტატ­მა არ იცის, რა ნივ­თი­ე­რე­ბა და­ას­ხეს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში და აცხა­დებს, რომ არც ის და­უ­ნა­ხავს ვინ და­ას­ხა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რა­ტომ მოხ­და ინ­ცი­დენ­ტი მას შემ­დეგ, რაც დარ­ბაზ­ში ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ლელა ქე­ბუ­რია და ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდნენ და მათ ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა ეს, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი აცხა­დებს, რომ მას ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი არ და­უ­ნა­ხავს, და­ი­ნა­ხა მხო­ლოდ ქე­ბუ­რია, თუმ­ცა, არ იცის ვინ და­ას­ხა ნივ­თი­ე­რე­ბა სა­სე­სიო დარ­ბაზ­ში.

"ფაქ­ტია, რა­ღაც მომ­წამ­ვლე­ლი და­ას­ხეს. ესაა მათი სახე. მალე ალ­ბათ მთელ ერს სა­თი­თა­ოდ ჩაგ­ვიყ­რი­ან სა­წამ­ლავს. არ მინ­და კონ­კრე­ტუ­ლად ვინ­მე და­ვა­და­ნა­შა­უ­ლო, თუმ­ცა ვი­დე­ო­კად­რე­ბი არ­სე­ბობს. მო­დი­ან სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბი.... ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ძა­ლი­ან ცუ­და­დაა, სას­წრა­ფო გვყავს გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი" - ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ნინო წი­ლო­სან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

პარ­ლა­მენ­ტში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დაც მი­ვი­და. რომ­ლე­ბიც შე­უძ­ლოდ მყო­ფებს პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას უტა­რე­ბენ.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, სოფო კი­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნივ­თი­ე­რე­ბის დას­ხმის შე­დე­გად შე­უძ­ლოდ 4 ადა­მი­ა­ნი გახ­და, მათ­გან ორი დე­პუ­ტა­ტი და ორი კი აპა­რა­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლია.

კი­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აპა­რა­ტის ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ქალი, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კლი­ნი­კა­ში უკვე გა­და­იყ­ვა­ნეს.

"მე ვი­ყა­ვი დარ­ბაზ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რაფ­რის და­ნახ­ვა ვერ მო­ვას­წა­რი. სა­მარ­თლებ­რივ შე­ფა­სე­ბას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა შე­მიძ­ლია ვთქვა - ესე­ნი რა ტე­რო­რის­ტე­ბიც იყ­ვნენ თა­ვის დრო­ზე, იმ ტე­რო­რიზმს აგ­რძე­ლე­ბენ.

ეს არის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სახე. შე­მო­დი­ან, წამ­ლა­ვენ ადა­მი­ა­ნებს იმის­თვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვიდ­ნენ. ეს ნორ­მა­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლია, ადა­მი­ა­ნუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­ცი­ე­ლია?! ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ კი­დევ ერთხელ გა­მო­ა­ჩი­ნეს თა­ვი­სი სახე და მო­ა­ხერ­ხეს და და­ა­შა­ვეს ადა­მი­ა­ნე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და კი­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თერძი ბესო
21

უკვე მერვე წელია ვიცით რის სუნიც დგას პარლამენტში. რად უნდა მაგას ექსპერტიზა და გამოძიება ? )))))))))

გოგა
33

ესაა ხალხი ვინც მოკლა ჟვანია,პატარკაციშვილი ,ესაა მათი ახალი სახე ხმერთმა ქნას იგივე შედეგიდ არ დამთავდეს ,მკვლელები მათ პარლამენტში რა უნდათ ,არ დაბლომოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

სხდომათა დარბაზში არასასიამოვნო სუნია, დეპუტატები შეუძლოდ გახდნენ - რა მოხდა პარლამენტში

სხდომათა დარბაზში არასასიამოვნო სუნია, დეპუტატები შეუძლოდ გახდნენ - რა მოხდა პარლამენტში

პარლამენტში ექსპერტ-კრიმინალისტები გამოიძახეს. სხდომათა დარბაზში პოლიციის მისვლა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს და არასასიამოვნო სუნი დადგა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ შესვენება გამოაცხადა და დეპუტატებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დაეტოვებინათ სხდომათა დარბაზი.

უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელმა დაასხა ნივთიერება.

"ოპოზიციის წარმომადგენელმა გაურკვეველი ნივთიერება შემოიტანა და დარბაზში დაასხა. ამას ექნება უმკაცრესი რეაგირება" - განაცხადა კობახიძემ.

მძაფრი სუნის გამო შეუძლოდ გახდა რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სასესიო დარბაზში დაასხეს გაურკვეველი ნივთიერება, რომელსაც მკვეთრი სუნი ჰქონდა და ვარაუდობს, რომ ამან გამოიწვია ალერგიული შეტევა.

"ზოგადად, ალერგიული ვარ, ნებისმიერ სუნზე, სუნამოს სუნზეც კი შეუძლოდ ვხდები,"- აღნიშნა ენძელა მაჭავარიანმა.

დეპუტატმა არ იცის, რა ნივთიერება დაასხეს სხდომათა დარბაზში და აცხადებს, რომ არც ის დაუნახავს ვინ დაასხა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მოხდა ინციდენტი მას შემდეგ, რაც დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი გამოჩნდნენ და მათ ხომ არ უკავშირდება ეს, მაჭავარიანი აცხადებს, რომ მას ირმა ნადირაშვილი არ დაუნახავს, დაინახა მხოლოდ ქებურია, თუმცა, არ იცის ვინ დაასხა ნივთიერება სასესიო დარბაზში.

"ფაქტია, რაღაც მომწამვლელი დაასხეს. ესაა მათი სახე. მალე ალბათ მთელ ერს სათითაოდ ჩაგვიყრიან საწამლავს. არ მინდა კონკრეტულად ვინმე დავადანაშაულო, თუმცა ვიდეოკადრები არსებობს. მოდიან საგამოძიებო სტრუქტურები.... ბევრი ჩვენგანი ძალიან ცუდადაა, სასწრაფო გვყავს გამოძახებული" - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მივიდა. რომლებიც შეუძლოდ მყოფებს პირველად დახმარებას უტარებენ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინფორმაციით, ნივთიერების დასხმის შედეგად შეუძლოდ 4 ადამიანი გახდა, მათგან ორი დეპუტატი და ორი კი აპარატის თანამშრომელია.

კილაძის ინფორმაციით, აპარატის ერთი თანამშრომელი ქალი, სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.

"მე ვიყავი დარბაზში. სამწუხაროდ, ვერაფრის დანახვა ვერ მოვასწარი. სამართლებრივ შეფასებას სამართალდამცავები გააკეთებენ, მაგრამ პოლიტიკური შეფასება შემიძლია ვთქვა - ესენი რა ტერორისტებიც იყვნენ თავის დროზე, იმ ტერორიზმს აგრძელებენ.

ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. შემოდიან, წამლავენ ადამიანებს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს ნორმალური საქციელია, ადამიანური და პოლიტიკური საქციელია?! ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავისი სახე და მოახერხეს და დააშავეს ადამიანები,“ - განაცხადა კილაძემ.

გურჯაანის მერი, რომელიც თბილისში, "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე მოდიოდა, ავარიაში მოჰყვა

თურქეთიდან გასაყიდად შემოტანილ კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

რუსთავში ავტომობილი 2 ქვეითს დაეჯახა - ერთი ადგილზე გარდაიცვალა