ავტორი:

"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის

"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის

"სარაჯიშვილის სახლი" საუკუნეზე მეტია სიახლისა და სიძველის უნიკალური სინთეზის ირგვლივ აერთიანებს თაოებებს.

კომპანიის ტრადიციის მიხედვით, 2016 წლიდან, ყოველ წელს, ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად, ახალი, უნიკალური გემო იქმნება. განსაკუთრებული პროდუქტი ლიმიტირებული რაოდენობით მზადდება, ბოთლი კი სპეციალური დიზაინით გამოდის.

„Sarajishvili 2020” - ის წლევანდელი ბოთლი ფირუზისფერია, ფერი რომელიც განასახიერებეს სიმშვიდეს, ჰარმონიას და მშვიდობას. ბოთლის ფორმა უცვლელი - კლასიკური გაფორმებული საახალწლო ელემენტების გრაფიკული ინტერპრეტაციით. პროდუქტის დიზაინზე კომპანიის ბრენდ დირექტორმა, არჩილ გოგელიამ იმუშავა.

როგორც "სარაჯიშვილის სახლიდან" გვაცნობეს, ამ გამორჩეულ საკუპაჟე კომპოზიციაში მონაწილე ყურძნის ქართული ჯიშებისგან დამზადებულ სპირტებს შორის უძველესი 10 წელზე მეტისაა. ჰარმონიულად შეზავებულ ბრენდს მინდვრის ყვავილების და ხილის ჩირის მკვეთრად გამოხატული არომატი აქვს.

"პროდუქტი დღეიდან უკვე სავაჭრო ობიექტებში განთავსდა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გაიზიარონ ამაღლებული საახალწლო განწყობა და დააგემოვნოთ ახალი, უნიკალური გემო- „Sarajishvili 2020”. „სარაჯიშვილი“ ერთ-ერთ ყველაზე წარმარტებული კომპანიაა ამიერკავკასიაში. მისი პროდუქციით დაინტერესება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება. ამჟამად „სარაჯიშვილის სახლი“ ბრენდის სამ - კლასიკურ, უნიკალურ და ვინტაჟურ ხაზს აერთიანებს." - აცხადებენ კომპანიაში.

დავით სარაჯიშვილმა კომპანია 1884 წელს დააარსა და სამ წელიწადში პირველი პროდუქტი გამოუშვა. საუკუნოვანი ტრადიციის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის, მრავალფეროვანი სპირტის რეზერვებისა და უახლესი ტექნოლოგიების წყალობით „სარაჯიშვილის სახლი“ დღემდე განაგრძობს იმ საქმიანობას, რომელსაც თავად დავით სარაჯიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

R

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

"ავერსში" ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით მედიკამენტებზე ფასების გაიაფება დაიწყო

"ორიონ ტოკენი" - ვირტუალური ფული ორიონ ჯგუფისგან

Postindustrial Kids: 11 ახალგაზრდა საქართველოდან, რომელთა ისტორიები შთაგაგონებთ