ორიონ – ტოკენი არის ვირტუალური ფული ორიონისგან, რომელიც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ საჩუქარი. „ჩვენ, პირადად თქვენთვის, შევქმენით სასაჩუქრე სისტემა, რომლითაც შეგიძლიათ თქვენთვის მინიჭებული ტოკენების რაოდენობით, სასურველი საჩუქრების მიქსი შექმნათ.“
თამაშის წესები ასეთია:
„ვფიქრობ, ორიონ – ტოკენის შემოღება საკმაოდ საინტერესო და გამბედავი ნაბიჯია. კომპანია კიდევ მრავალ საინტერესო და მნიშვნელოვან, გონივრულ სიურპრიზს შესთავაზებს მომხმარებელს“ – ამბობს დირექტორის მოადგილე ზურა მატარაძე.
მისი თქმით, „ორიონი“ ახალ შესაძლებლობებს ქმნის, სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს ორიონ – ტოკენის შექმნა. ამით სურთ, მომხმარებლებს საშუალება მისცენ, ბინის 14 იანვრამდე შეძენის შემთხვევაში, თავად აირჩიონ საჩუქარი.
„ორიონის“ დამფუძნებლები მშენებლობის ინდუსტრიაში უკვე 15 წელზე მეტია ჩართულები არიან. ამბობენ, რომ სხვების დაკვეთით შექმნილი შენობები, სრულად ვერ გამოხატავდა მათ მისწრაფებებსა და რწმენას, ამიტომ 2017 წელს, გადაწყვიტეს საკუთარი ბრენდი შეექმნათ.
„ორიონ ჯგუფს“ ორი ფუნდამენტური რწმენა გააჩნია – ტექნოლოგიები, როგორც პროგრესის ძირითადი წყარო და ხარისხიანი, მდგრადი მშენებლობა, რომელიც დროს გაუძლებს და ამავდროულად ქალაქის ესთეტიკას არ შელახავს.
„ჩვენი პირადი მისწრაფებებისა და ფასეულობების საფუძველზე, გაჩნდა იდეა აგვეშენებინა უმაღლესი ხარისხის, კომფორტზე ორიენტირებული სახლები, დაგვეინტეგრირებინა უახლეს ტექნოლოგიებთან და ამგვარად ხელი შეგვეწყო 21-ე საუკუნის ცხოვრების სტილისთვის“ – ამბობს კომპანიის დირექტორი გივი ქუთათელაძე.
„ორიონ ჯგუფში“ ფიქრობენ, რომ პირველი კომპლექსი ყოველთვის ბრენდის სავიზიტო ბარათია.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ განვითარებასა და გაუმჯობესებას და ვფიქრობთ, რომ ყოველი შემდეგი აშენებული სახლი წინას უნდა სჯობდეს, მოთხოვნები პირველი კომპლექსისს მიმართ ძალიან მაღალი იყო. „ორიონი“ ჩვენი ფილოსოფიისა და ძლიერი მხარეების ნათელი გამოხატულებაა, რადგან:
„ორიონ ჯგუფში“ ამბობენ, რომ მათი ხედვა არასდროს არის სტანდარტული. ბრენდი არასოდეს აკეთებს იმას, რასაც სხვები და მხოლოდ საკუთარი, უმაღლესი სტანდარტებით ხელმძღვანელობს.
„მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართაც კომპანიის ხედვა განსხვავდებოდა ბაზარზე დადგენილი წესებისგან. გაყიდვები და კომუნიკაცია სანამ სახლის ¾ არ აშენდებოდა, არ დაწყებულა, რადგან ბრენდს სწამს, რომ მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის, თუ ზურგს გაკეთებული საქმე არ გიმაგრებს.ფაქტობრივად, ახლა, როდესაც სახლი რამდენიმე თვეში სრულდება, ვიწყებთ სრულმასშტაბიან კომუნიკაციას, რადგან გვჯერა, რომ აუცილებელია მომხმარებელმა დაინახოს და სრულად იგრძნოს ის ხარისხი, რომელსაც „ორიონი“ სთავაზობს“, – ამბობს კომპანიის მარკეტერი ქეთა დათუკიშვილი.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, „ორიონს“ ორი ძირითადი რამის სჯერა: მომავლის ტექნოლოგიების და მდგრადი, ხარისხიანი მშენებლობის.
#პროექტისფილოსოფია
21-ე საუკუნე ახალ საცხოვრებელს მოითხოვს. შესაბამისად, ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილის სინთეზს – ანუ, დღევანდელობის ყველაზე გონივრულ არჩევანს.
ჩვენ გამოგვარჩევს:
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ გვერდს
R