კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიკაპრიოს შეყვარებულს, მსახიობთან 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო კიცხავენ -  რას პასუხობს კამილა მორონე კრიტიკოსებს
დიკაპრიოს შეყვარებულს, მსახიობთან 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო კიცხავენ -  რას პასუხობს კამილა მორონე კრიტიკოსებს

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო, რო­მელ­ზეც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ქა­ლე­ბი არი­ან შეყ­ვა­რე­ბულ­ნი, უკვე ორი წე­ლია მო­დელ­სა და მსა­ხი­ობს, 22 წლის კა­მი­ლა მო­რო­ნეს ხვდე­ბა. წყვილს შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა 23 წე­ლია.

ლეოს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა იცი­ან მისი უამ­რა­ვი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბი ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ბოლო დროს ბულ­ვა­რუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი ხში­რად წე­რენ, რომ ქალი, რო­მელ­ზეც დი­კაპ­რიო და­ქორ­წინ­დე­ბა, სწო­რედ კა­მი­ლა მო­რო­ნე იქ­ნე­ბა, რად­გა­ნაც წყვილს სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

გახ­დე­ბა თუ არა კა­მი­ლა ლეოს ცოლი, არ ვი­ცით, თუმ­ცა თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კა 22 წლის მო­რო­ნეს დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის.

რო­გორც ჩანს, კრი­ტი­კა კა­მი­ლას იმ­დე­ნად აწუ­ხებს, რომ ამ თე­მას "ინ­სტაგ­რამ­ზე“ პოს­ტებს უძღვნის, "ლაივ“ ვი­დე­ო­ებს რთავს და ასა­კობ­რივ სხვა­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

კა­მი­ლამ ლე­ოს­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ Los Angeles Times-თა­ნაც ისა­უბ­რა. მა­ნამ­დე კი, მან "ინ­სტაგ­რამ­ზე“ ჰამფრი ბო­გარ­ტი­სა და ლო­რენ ბე­კო­ლის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, წარ­წე­რით - „ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი“. ჰო­ლი­ვუ­დის ლე­გენ­და­რულ წყვილს შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა 25 წელი იყო.

ფო­ტოს უამ­რა­ვი უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კა­მი­ლა და ლეო კი­დევ ერთხელ გა­კი­ცხა, რა­მაც რო­გორც ჩანს, მო­დე­ლი აღაშ­ფო­თა, "ინ­სტაგ­რამ­ზე“ ლაივ ვი­დეო ჩარ­თო და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა.

"ზო­გი­ერ­თი კო­მენ­ტა­რი წა­ვი­კი­თხე "ინ­სტაგ­რამ­ზე“ და ღმერ­თო ჩემო, ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან ბო­რო­ტე­ბი და ბრა­ზით სავ­სე არი­ან, თან ისე­თი რა­მის მი­მართ, რის შე­სა­ხე­ბაც არა­ფე­რი იცი­ან.

უბ­რა­ლოდ, იმე­დი მაქვს, რომ ის­წავ­ლი­ან სი­ძულ­ვი­ლის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბას და დროს თა­ვი­ანთ ინ­ტე­რე­სებს მო­ახ­მა­რენ, იმი­ტომ რომ სი­ძულ­ვი­ლის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვია“, - ამ­ბობს ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში კა­მი­ლა.

Los Angeles Times და­ინ­ტე­რეს­და იმით, თუ რა­ტომ ატ­ვირ­თა მსა­ხი­ობ­მა ჰამფრი ბო­გარ­ტი­სა და ლო­რენ ბე­კო­ლის ფოტო "ინ­სტაგ­რამ­ზე“, რისი თქმა სურ­და ამით, რა­ზეც უპა­სუ­ხა, რომ უბ­რა­ლოდ გიჟ­დე­ბა ამ კლა­სი­კურ წყვილ­ზე, რომ ეს არის ჰო­ლი­ვუ­დი, რო­მე­ლიც უყ­ვარს.

"ჰო­ლი­ვუ­დი­სა და სა­ერ­თოდ, მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ას უამ­რა­ვი წყვი­ლი ახ­სოვს, რო­მელ­თა შო­რი­საც დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო. მე ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნი უნდა შეხ­ვდეს მას, ვინც უყ­ვარს, ვის­თან ერ­თა­დაც ყოფ­ნა სურს“, - ამ­ბობს მო­რო­ნე.

ამას­თა­ნა­ვე, კა­მი­ლას სურს, რომ ხალ­ხი იც­ნობ­დეს არა ლე­ოს­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის, არა­მედ თა­ვი­სი კა­რი­ე­რის გამო, რომ მისი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბი­სას ადა­მი­ა­ნებს დი­კაპ­რიო კი არა, კა­მი­ლას საქ­მი­ა­ნო­ბა ახ­სენ­დე­ბო­დეს.

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ფა­სე­ბენ იმის მი­ხედ­ვით, თუ ვის­თან მაქვს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა და არა იმის მი­ხედ­ვით, თუ რას ვა­კე­თებ...მაგ­რამ მეს­მის მათი. მეს­მის, რომ ჩემი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა ლე­ო­ნარ­დოს ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს“, - ამ­ბობს კა­მი­ლა მო­რო­ნე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატა
19

თვითონ მას აწუხებს როგორც ჩანს ეს ასაკობრივი სხვაობა თორემ ამდენ დროს არ დაუთმობდა თავის მართლებას, რომ არა ლეოს პოპულარობა 22 წლის გოგოს რა რჯის რომ 23 წლით უფროსი კაცი უნდოდეს?

მიხო
1

მოუთმენლად ველი კამილასა და ლეოს დაქორწინებას!!! ქორწილი არ გამოგვაპაროთ.

ავტორი:

დიკაპრიოს შეყვარებულს, მსახიობთან 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო კიცხავენ -  რას პასუხობს კამილა მორონე კრიტიკოსებს

დიკაპრიოს შეყვარებულს, მსახიობთან 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო კიცხავენ -  რას პასუხობს კამილა მორონე კრიტიკოსებს

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ლეონარდო დიკაპრიო, რომელზეც მთელი მსოფლიოს ქალები არიან შეყვარებულნი, უკვე ორი წელია მოდელსა და მსახიობს, 22 წლის კამილა მორონეს ხვდება. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.

ლეოს თაყვანისმცემლებმა იციან მისი უამრავი სასიყვარულო ისტორიის შესახებ, თუმცა მსახიობი ოფიციალურ ქორწინებაში არასოდეს ყოფილა. ბოლო დროს ბულვარული გამოცემები ხშირად წერენ, რომ ქალი, რომელზეც დიკაპრიო დაქორწინდება, სწორედ კამილა მორონე იქნება, რადგანაც წყვილს სერიოზული ურთიერთობა აქვს.

გახდება თუ არა კამილა ლეოს ცოლი, არ ვიცით, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასაკობრივი სხვაობის გამო საზოგადოების კრიტიკა 22 წლის მორონეს დისკომფორტს უქმნის.

როგორც ჩანს, კრიტიკა კამილას იმდენად აწუხებს, რომ ამ თემას "ინსტაგრამზე“ პოსტებს უძღვნის, "ლაივ“ ვიდეოებს რთავს და ასაკობრივ სხვაობაზე საუბრობს.

კამილამ ლეოსთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ Los Angeles Times-თანაც ისაუბრა. მანამდე კი, მან "ინსტაგრამზე“ ჰამფრი ბოგარტისა და ლორენ ბეკოლის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით - „ასეთი სიყვარული“. ჰოლივუდის ლეგენდარულ წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 25 წელი იყო.

ფოტოს უამრავი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა. საზოგადოებამ კამილა და ლეო კიდევ ერთხელ გაკიცხა, რამაც როგორც ჩანს, მოდელი აღაშფოთა, "ინსტაგრამზე“ ლაივ ვიდეო ჩართო და საზოგადოებას მიმართა.

"ზოგიერთი კომენტარი წავიკითხე "ინსტაგრამზე“ და ღმერთო ჩემო, ადამიანები ძალიან ბოროტები და ბრაზით სავსე არიან, თან ისეთი რამის მიმართ, რის შესახებაც არაფერი იციან.

უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ისწავლიან სიძულვილის გარეშე ცხოვრებას და დროს თავიანთ ინტერესებს მოახმარენ, იმიტომ რომ სიძულვილის გარეშე ცხოვრება შესანიშნავია“, - ამბობს ვიდეომიმართვაში კამილა.

Los Angeles Times დაინტერესდა იმით, თუ რატომ ატვირთა მსახიობმა ჰამფრი ბოგარტისა და ლორენ ბეკოლის ფოტო "ინსტაგრამზე“, რისი თქმა სურდა ამით, რაზეც უპასუხა, რომ უბრალოდ გიჟდება ამ კლასიკურ წყვილზე, რომ ეს არის ჰოლივუდი, რომელიც უყვარს.

"ჰოლივუდისა და საერთოდ, მსოფლიოს ისტორიას უამრავი წყვილი ახსოვს, რომელთა შორისაც დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი უნდა შეხვდეს მას, ვინც უყვარს, ვისთან ერთადაც ყოფნა სურს“, - ამბობს მორონე.

ამასთანავე, კამილას სურს, რომ ხალხი იცნობდეს არა ლეოსთან სასიყვარულო ურთიერთობის, არამედ თავისი კარიერის გამო, რომ მისი სახელის ხსენებისას ადამიანებს დიკაპრიო კი არა, კამილას საქმიანობა ახსენდებოდეს.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანები მაფასებენ იმის მიხედვით, თუ ვისთან მაქვს სასიყვარულო ურთიერთობა და არა იმის მიხედვით, თუ რას ვაკეთებ...მაგრამ მესმის მათი. მესმის, რომ ჩემი სახელის ხსენება ლეონარდოს ასოციაციას იწვევს“, - ამბობს კამილა მორონე.

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"

როგორ გამოიყურებიან და როგორ ცხოვრობენ სერიალ "გაქცევის" მთავარი გმირები ახლა (ფოტოები)

"ქეთა თოფურიამ მითხრა, ყოველთვის გვერდით დაგიდგებიო" - ეგზოტიკური იმიჯის ქართველი მომღერალი, რომელიც მოსკოვში კარიერას იწყობს