ავტორი:

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კომიტეტში მხარი დაუჭირეს

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კომიტეტში მხარი დაუჭირეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ კომიტეტმა რეგლამენტის შესაბამისად 15 დღის ვადაში გამოითხოვა სასამართლოს განჩინება, რომელიც კომიტეტმა შეისწავლა და დადასტურდა, რომ არის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაშია შესული. მისივე თქმით, საკითხს კომიტეტი ფორმალურად განიხილავს და შინაარსში არ შედის.

შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს.

LIVE - Newsroom-ის სტუმრები არიან: პაატა ზაქარეიშვილი  და ალეკო ელისაშვილი

ნიკა მელიას განცხადებით, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს მას ქვები დაუშინეს

გოგი მეშველიანის ინფორმაციით, ბოლნისში დაპირსიპირების შედეგად, "ქართული ოცნების" 10-მდე აქტივისტია დაშავებული, 2-ის მდგომარეობა მძიმეა