საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიჭი, ვისაც ნატო გელაშვილმა სიმღერა მიუძღვნა - გაიცანით კომპოზიტორის ვაჟი, რომელიც "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტია
ბიჭი, ვისაც ნატო გელაშვილმა სიმღერა მიუძღვნა - გაიცანით კომპოზიტორის ვაჟი, რომელიც "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტია

პრო­ექ­ტი „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ 3, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბით ეთერს უკვე და­უბ­რუნ­და. 16 დე­კემ­ბერს პირ­ვე­ლი ლა­ივ­კონ­ცერ­ტია. ათი კონ­კურ­სან­ტი მზად არის „ბრძო­ლას“ შე­უდ­გეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, წინ სა­ინ­ტე­რე­სო ლა­ი­ვე­ბი გვე­ლო­დე­ბა.

AMBEBI.GE ეც­დე­ბა, კონ­კურ­სან­ტე­ბი ახ­ლოს გა­გაც­ნოთ. ამ­ჯე­რად ჩვე­ნი სტუ­მა­რი ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, 20 წლის ლუკა ჭო­ხო­ნე­ლი­ძეა, რო­მე­ლიც შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სზე ჟი­უ­რის მო­ე­წო­ნა და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლა­დაც მი­ი­ღო შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის საგ­ზუ­რი.

ლუკა, რო­გორც პრო­ექ­ტის ერ­თგულ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა იცის, კომ­პო­ზი­ტორ ნატო გე­ლაშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ვა­ჟია. მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი რომ ბავ­შვო­ბი­დან სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი­დან მოს­დევს, ამას უკვე ყვე­ლა მიხ­ვდა. გარ­და იმი­სა, რომ მღე­რის, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს, მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტია. „სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ კი­დეც, უფრო სწო­რად ერთ-ერთ სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო­ში ჩემი პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ­დი, ახლა პრო­ექ­ტის გამო ეს სტა­ტუ­სი შე­ვა­ჩე­რე, თუმ­ცა ჯერ და­წყე­ბით ეტაპ­ზე ვი­ყა­ვი... მოკ­ლედ, ვნა­ხოთ, შემ­დეგ რაც იქ­ნე­ბა, ამას სი­ტუ­ა­ცია გვაჩ­ვე­ნებს“.

- მუ­სი­კა ძა­ლი­ან გიყ­ვარს და შენ­თვის ის ბავ­შვო­ბი­დან ახ­ლო­ბე­ლია, სა­მარ­თლის გან­ხრით სწავ­ლა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუ­სი­კა ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა რა სირ­თუ­ლე­ე­ბით არის სავ­სე. ამი­ტომ ადა­მი­ანს მუ­სი­კის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვფიქ­რობ, რომ სხვა პრო­ფე­სი­აც გჭირ­დე­ბა. თო­რემ მხო­ლოდ მუ­სი­კა­ში ყოფ­ნას რა სჯო­ბია?! მოკ­ლედ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბი­დან არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი, რად­გა­ნაც გარ­და მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა, სა­ჭი­როა, რა­ღაც ხელ­ჩა­სა­ჭი­დი პრო­ფე­სია გქონ­დეს, რო­მე­ლიც ჩა­ვარ­დნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­გად­გე­ბა, შე­გეშ­ვე­ლე­ბა...

- მუ­სი­კოს დე­დას, ნატო გე­ლაშ­ვილ­საც მო­ე­წო­ნა შენი არ­ჩე­ვა­ნი?

- დე­და­მაც მხა­რი და­მი­ჭი­რა. ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის დროს ყო­ველ­თვის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მშობ­ლე­ბის აზრი და ერთ-ერთი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მაგ კუ­თხით დე­და­ჩე­მი იყო.

- თუმ­ცა „მხო­ლოდ ქარ­თულ­ში“ რომ გა­და­წყვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ეს არ სცოდ­ნია...

- კი, არ იცო­და და მე და ჩემ­მა ძმამ სი­ურპრი­ზად გა­ვუ­კე­თეთ. როცა უკვე გა­ი­გო, გვი­ა­ნი იყო, სხვა გზა აღარ ჰქონ­და და რა თქმა უნდა, და­დე­ბი­თად შეხ­ვდა ჩემს ამ სურ­ვილს.

- რა ასაკ­ში და­ი­წყე სიმ­ღე­რა, დედა გას­წავ­ლი­და მუ­სი­კას?

- დე­და­ჩე­მი მი­ნი­მა­ლუ­რად ერე­ო­და ჩემი და ჩემი ძმის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მუ­სი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რაც გვინ­დო­და და რა ინ­ტე­რე­სე­ბიც გვქონ­და, იქით­კენ მი­ვილ­ტვო­დით. ამი­ტომ, დე­დას სურ­ვი­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა, გინ­და თუ არა, მუ­სი­კას გავ­ყო­ლო­დით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვო­ბი­დან ორი­ვეს სმე­ნაც კარ­გი გვქონ­და და ხმაც, არც სხვა ამის­თვის სა­ჭი­რო უნა­რებს ვუ­ჩი­ო­დით.

გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი, როცა მე და ჩემი ძმა უცხო­უ­რი მუ­სი­კი­დან ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის­კენ გა­და­ვი­ხა­რეთ, სა­დღაც 8 წლის წინ იყო... 12 წლამ­დე 60-70-იანი წლე­ბის უცხო­უ­რი რო­კბენ­დე­ბის მსმე­ნე­ლე­ბი ვი­ყა­ვით - ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და. ერთხე­ლაც, დე­და­ჩე­მის კონ­ცერ­ტი იყო ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში, რის­თვი­საც რე­პე­ტი­ცი­ე­ბი ჩვენს სახ­ლში იმარ­თე­ბო­და, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი მო­დი­ოდ­ნენ, რე­პე­ტი­ცი­ას გა­დი­ოდ­ნენ. იმ ყვე­ლა­ფერს რომ ვუ­ყუ­რებ­დით, ვუს­მენ­დით, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რით რა­ღაც თით­ქოს სხვა­ნა­ი­რად და­ვინ­ტე­რეს­დით. მა­ნამ­დე ამ მუ­სი­კას­თან ასე ახ­ლოს არ ვყო­ფილ­ვართ. მომ­ღერ­ლე­ბის სა­ო­ცა­რი შეს­რუ­ლე­ბის მოწ­მე­ე­ბი გავ­ხდით, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყოფ ქარ­თუ­ლი ხმე­ბის კვარ­ტეტს, რომ­ლე­ბიც ამ კონ­ცერ­ტზე ნატო გე­ლაშვლის სიმ­ღე­რას - „თეთ­რი კლა­ვი­შე­ბი“ მღე­როდ­ნენ. მოკ­ლედ, იმ ყვე­ლა­ფერ­მა გარ­და­ტე­ხა მო­ახ­დი­ნა და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რი­კენ შე­მოვ­ბრუნ­დით და არა მარ­ტო დე­დის მუ­სი­კით ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დით, მთლი­ა­ნად ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბით.

- გი­ტა­რა­ზე და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზეც უკ­რავ. ესეც შე­ნით გაქვს ნას­წავ­ლი?

- კი, ვუკ­რავ სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე. ორი­ვე ინ­სტრუ­მენტზე დაკ­ვრა ჩე­მით ვის­წავ­ლე და ვუკ­რავ იმის­თვის და ისე, რაც ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის ფარ­გლებ­ში მჭირ­დე­ბა. მგო­ნი, ვა­ხერ­ხებ... ქა­ლა­ქურ სიმ­ღე­რებს, რაც მიყ­ვარს, გი­ტა­რა უხ­დე­ბა.

- დედა ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რია. ეს რას ნიშ­ნავს შენ­თვის?

- სა­სი­ხა­რუ­ლოა, მაგ­რამ რაც უნდა მა­გა­რი გახ­დე, რაც უნდა სა­ხე­ლი მო­იხ­ვე­ჭო, იმ­დე­ნად დი­დია მისი სა­ხე­ლიც და შე­მოქ­მე­დე­ბაც, რომ ნატო გე­ლაშ­ვი­ლი ყველ­გან სულ თან გა­მომ­ყვე­ბა. მისი ჩრდი­ლის და კალ­თის ქვეშ ვიქ­ნე­ბი ალ­ბათ მუდ­მი­ვად...

- ე.ი. შენ ის ლუკა ხარ, რო­მელ­საც ნატო გე­ლაშ­ვილ­მა მისი ცნო­ბი­ლი და ხალ­ხის­თვის საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რა „ჩემო ცის­ფერ­თვა­ლე­ბა“ მი­უ­ძღვა­ნა?

- ეს სიმ­ღე­რა ჩემს ძმას მი­უ­ძღვნა, მე კი - "შე­მიყ­ვარ­და ერთი ბიჭი პა­წა­წი­ნა"... ნა­ტოს სიმ­ღე­რე­ბი­დან, არა იმი­ტომ რომ დე­და­ჩე­მია, სუ­ბი­ექ­ტუ­რად ვუდ­გე­ბი, ძა­ლი­ან ბევ­რი სიმ­ღე­რა მიყ­ვარს, მის შე­მოქ­მე­დე­ბას სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ვიც­ნობ, ბევ­რი ისე­თია, რო­მე­ლიც მა­სობ­რი­ვად არ არის ცნო­ბი­ლი, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბია. მოკ­ლედ, მისი იმ­დე­ნად ბევ­რი სიმ­ღე­რა მიყ­ვარს, რომ ვერც კი გა­მოვ­ყოფ, მაგ­რამ ამა­საც სულ ვამ­ბობ, რომ ერთ-ერთი „მე მზეს ვა­ტან“, ან „შე­მოდ­გო­ბა დგე­ბა“ (ორი სა­ხე­ლი აქვს) გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს.

- "მხო­ლოდ ქარ­თულ­ში" რა­ტომ მოხ­ვე­დი და რა გეგ­მე­ბი გაქვს? რო­გორ წარ­მო­იდ­გენ შენს თავს ამ პრო­ექ­ტში?

- აქ მოს­ვლის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისიც არის, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­მა, მე­გობ­რებ­მა ჩე­მით ია­მა­ყონ. რა ეტა­პამ­დე მი­ვალ პრო­ექ­ტში, ამას ხომ მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს? ათე­ულ­ში მოხ­ვედ­რაც ერთ-ერთ მიღ­წე­ვად მი­მაჩ­ნია და ეს არის ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, მეტ წინსვლას არა­ვინ უარ­ყოფს, ეს ყვე­ლას უნდა, ამა­ზე უარს ვინ იტყვის?

აქ მოს­ვლის კი­დევ ერთი მი­ზე­ზი ისიც არის, რომ მინ­დო­და, ჩემი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა მო­მეხ­დი­ნა, ბა­რი­ე­რე­ბი და­მეძ­ლია. საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ათე­უ­ლია, გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, არა­ვინ არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბი არ არის და უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვინ რო­გორ მო­ერ­გე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ას, ფეხს რო­გორ აუ­წყობს, რო­გორ დად­გე­ბა სხვა­დას­ხვა გა­მოწ­ვე­ვის პი­რის­პირ. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, უკვე იმ­დე­ნად დავ­მე­გობ­რდით, რომ ყვე­ლას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ.

- რისი თქმა გინ­და „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ სცე­ნი­დან აუ­დი­ტო­რი­ის­თვის?

- მინ­და, ვუ­თხრა და ხმა მი­ვა­წდი­ნო ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის, შე­საძ­ლებ­ლო­ბის, სქე­სის ადა­მი­ანს, რომ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა არ არის და­სა­კარ­გი. გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბი უნდა და­უბ­რუნ­დნენ ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას, იმას, რი­თაც ქარ­თუ­ლი ესტრა­და საკ­მა­ოდ მდი­და­რია. მოკ­ლედ, ამ საქ­მე­ში წვლი­ლი მეც მინ­და შე­ვი­ტა­ნო!

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0

როგორ ხართ

DALI
0

mudam carmatebuli gzit gevlot ,dedis guli mudam gagexarebinot

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ბიჭი, ვისაც ნატო გელაშვილმა სიმღერა მიუძღვნა - გაიცანით კომპოზიტორის ვაჟი, რომელიც "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტია

ბიჭი, ვისაც ნატო გელაშვილმა სიმღერა მიუძღვნა - გაიცანით კომპოზიტორის ვაჟი, რომელიც "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტია

პროექტი „მხოლოდ ქართული“ 3, ქართული სიმღერებით ეთერს უკვე დაუბრუნდა. 16 დეკემბერს პირველი ლაივკონცერტია. ათი კონკურსანტი მზად არის „ბრძოლას“ შეუდგეს. როგორც ამბობენ, წინ საინტერესო ლაივები გველოდება.

AMBEBI.GE ეცდება, კონკურსანტები ახლოს გაგაცნოთ. ამჯერად ჩვენი სტუმარი ერთ-ერთი მონაწილე, 20 წლის ლუკა ჭოხონელიძეა, რომელიც შესარჩევ კონკურსზე ჟიურის მოეწონა და დამსახურებულადაც მიიღო შოუში მონაწილეობის საგზური.

ლუკა, როგორც პროექტის ერთგულმა მაყურებელმა იცის, კომპოზიტორ ნატო გელაშვილის უმცროსი ვაჟია. მუსიკის სიყვარული რომ ბავშვობიდან საკუთარი ოჯახიდან მოსდევს, ამას უკვე ყველა მიხვდა. გარდა იმისა, რომ მღერის, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობს, მეოთხე კურსის სტუდენტია. „სწავლის პარალელურად ვმუშაობ კიდეც, უფრო სწორად ერთ-ერთ საადვოკატო ბიუროში ჩემი პროფესიით ვმუშაობდი, ახლა პროექტის გამო ეს სტატუსი შევაჩერე, თუმცა ჯერ დაწყებით ეტაპზე ვიყავი... მოკლედ, ვნახოთ, შემდეგ რაც იქნება, ამას სიტუაცია გვაჩვენებს“.

- მუსიკა ძალიან გიყვარს და შენთვის ის ბავშვობიდან ახლობელია, სამართლის განხრით სწავლა რატომ გადაწყვიტე?

- მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა ჩემთვის ყველაფერია, მოგეხსენებათ, ჩვენი ცხოვრება რა სირთულეებით არის სავსე. ამიტომ ადამიანს მუსიკის პარალელურად, ვფიქრობ, რომ სხვა პროფესიაც გჭირდება. თორემ მხოლოდ მუსიკაში ყოფნას რა სჯობია?! მოკლედ, გადაწყვეტილება პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით ჩვენი რეალობიდან არის ნაკარნახევი, რადგანაც გარდა მუსიკალური განათლებისა, საჭიროა, რაღაც ხელჩასაჭიდი პროფესია გქონდეს, რომელიც ჩავარდნილ სიტუაციაში გამოგადგება, შეგეშველება...

- მუსიკოს დედას, ნატო გელაშვილსაც მოეწონა შენი არჩევანი?

- დედამაც მხარი დამიჭირა. ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს ყოველთვის გასათვალისწინებელია მშობლების აზრი და ერთ-ერთი გულშემატკივარი მაგ კუთხით დედაჩემი იყო.

- თუმცა „მხოლოდ ქართულში“ რომ გადაწყვიტე მონაწილეობა, ეს არ სცოდნია...

- კი, არ იცოდა და მე და ჩემმა ძმამ სიურპრიზად გავუკეთეთ. როცა უკვე გაიგო, გვიანი იყო, სხვა გზა აღარ ჰქონდა და რა თქმა უნდა, დადებითად შეხვდა ჩემს ამ სურვილს.

- რა ასაკში დაიწყე სიმღერა, დედა გასწავლიდა მუსიკას?

- დედაჩემი მინიმალურად ერეოდა ჩემი და ჩემი ძმის სწავლა-განათლების საკითხებში, განსაკუთრებით მუსიკის მიმართულებით. რაც გვინდოდა და რა ინტერესებიც გვქონდა, იქითკენ მივილტვოდით. ამიტომ, დედას სურვილი არასდროს ყოფილა, გინდა თუ არა, მუსიკას გავყოლოდით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ორივეს სმენაც კარგი გვქონდა და ხმაც, არც სხვა ამისთვის საჭირო უნარებს ვუჩიოდით.

გარდამტეხი მომენტი, როცა მე და ჩემი ძმა უცხოური მუსიკიდან ქართული მუსიკისკენ გადავიხარეთ, სადღაც 8 წლის წინ იყო... 12 წლამდე 60-70-იანი წლების უცხოური როკბენდების მსმენელები ვიყავით - ძალიან გვიყვარდა. ერთხელაც, დედაჩემის კონცერტი იყო ფილარმონიაში, რისთვისაც რეპეტიციები ჩვენს სახლში იმართებოდა, მონაწილეები, მომღერლები მოდიოდნენ, რეპეტიციას გადიოდნენ. იმ ყველაფერს რომ ვუყურებდით, ვუსმენდით, ქართული სიმღერით რაღაც თითქოს სხვანაირად დავინტერესდით. მანამდე ამ მუსიკასთან ასე ახლოს არ ვყოფილვართ. მომღერლების საოცარი შესრულების მოწმეები გავხდით, განსაკუთრებით გამოვყოფ ქართული ხმების კვარტეტს, რომლებიც ამ კონცერტზე ნატო გელაშვლის სიმღერას - „თეთრი კლავიშები“ მღეროდნენ. მოკლედ, იმ ყველაფერმა გარდატეხა მოახდინა და ქართული სიმღერიკენ შემოვბრუნდით და არა მარტო დედის მუსიკით ვინტერესდებოდით, მთლიანად ქართველი კომპოზიტორებით.

- გიტარაზე და ფორტეპიანოზეც უკრავ. ესეც შენით გაქვს ნასწავლი?

- კი, ვუკრავ სამოყვარულო დონეზე. ორივე ინსტრუმენტზე დაკვრა ჩემით ვისწავლე და ვუკრავ იმისთვის და ისე, რაც ქართული მუსიკის ფარგლებში მჭირდება. მგონი, ვახერხებ... ქალაქურ სიმღერებს, რაც მიყვარს, გიტარა უხდება.

- დედა ცნობილი კომპოზიტორია. ეს რას ნიშნავს შენთვის?

- სასიხარულოა, მაგრამ რაც უნდა მაგარი გახდე, რაც უნდა სახელი მოიხვეჭო, იმდენად დიდია მისი სახელიც და შემოქმედებაც, რომ ნატო გელაშვილი ყველგან სულ თან გამომყვება. მისი ჩრდილის და კალთის ქვეშ ვიქნები ალბათ მუდმივად...

- ე.ი. შენ ის ლუკა ხარ, რომელსაც ნატო გელაშვილმა მისი ცნობილი და ხალხისთვის საყვარელი სიმღერა „ჩემო ცისფერთვალება“ მიუძღვანა?

- ეს სიმღერა ჩემს ძმას მიუძღვნა, მე კი - "შემიყვარდა ერთი ბიჭი პაწაწინა"... ნატოს სიმღერებიდან, არა იმიტომ რომ დედაჩემია, სუბიექტურად ვუდგები, ძალიან ბევრი სიმღერა მიყვარს, მის შემოქმედებას საფუძვლიანად ვიცნობ, ბევრი ისეთია, რომელიც მასობრივად არ არის ცნობილი, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. მოკლედ, მისი იმდენად ბევრი სიმღერა მიყვარს, რომ ვერც კი გამოვყოფ, მაგრამ ამასაც სულ ვამბობ, რომ ერთ-ერთი „მე მზეს ვატან“, ან „შემოდგობა დგება“ (ორი სახელი აქვს) გამორჩეულად მიყვარს.

- "მხოლოდ ქართულში" რატომ მოხვედი და რა გეგმები გაქვს? როგორ წარმოიდგენ შენს თავს ამ პროექტში?

- აქ მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ჩემი ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა ჩემით იამაყონ. რა ეტაპამდე მივალ პროექტში, ამას ხომ მნიშვნელობა არ აქვს? ათეულში მოხვედრაც ერთ-ერთ მიღწევად მიმაჩნია და ეს არის ჩემთვის მისაღები, თუმცა, რა თქმა უნდა, მეტ წინსვლას არავინ უარყოფს, ეს ყველას უნდა, ამაზე უარს ვინ იტყვის?

აქ მოსვლის კიდევ ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მინდოდა, ჩემი თავის რეალიზება მომეხდინა, ბარიერები დამეძლია. საკმაოდ ძლიერი ათეულია, გულწრფელად ვამბობ, არავინ არავისზე ნაკლები არ არის და უბრალოდ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ მოერგება ამ სიტუაციას, ფეხს როგორ აუწყობს, როგორ დადგება სხვადასხვა გამოწვევის პირისპირ. სიმართლე რომ გითხრათ, უკვე იმდენად დავმეგობრდით, რომ ყველას ვგულშემატკივრობ.

- რისი თქმა გინდა „მხოლოდ ქართულის“ სცენიდან აუდიტორიისთვის?

- მინდა, ვუთხრა და ხმა მივაწდინო ნებისმიერი ასაკის, შესაძლებლობის, სქესის ადამიანს, რომ ქართული სიმღერა არ არის დასაკარგი. განსაკუთრებით ახალგაზრდები უნდა დაუბრუნდნენ ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებას, იმას, რითაც ქართული ესტრადა საკმაოდ მდიდარია. მოკლედ, ამ საქმეში წვლილი მეც მინდა შევიტანო!

"პატარა შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს“ - "მასტერშეფის" რომელმა მონაწილემ გაუცრუა იმედი ლევან კობიაშვილს

"ყველას უხდება ის, რასაც ვურჩევ" - ვინ აცმევს "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებს

როგორ გამოიყურება ცნობილი ქართველების ნაძვის ხეები