მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაყურებლები" და "პრივილეგირებული პატიმრები" ქართულ ციხეებში - ვის გავლენებზე საუბრობენ ომბუდსმენი და უფლებადამცველები
"მაყურებლები" და "პრივილეგირებული პატიმრები" ქართულ ციხეებში - ვის გავლენებზე საუბრობენ ომბუდსმენი და უფლებადამცველები

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ე.წ. მა­ყუ­რებ­ლე­ბი­სა და "ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის" არ­სე­ბო­ბა სი­ახ­ლე არ არის. ომ­ბუდსმე­ნის ან­გა­რი­შებ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ხვდე­ბა ცი­ხე­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, თუმ­ცა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ცი­ხე­ებ­ში კრი­მი­ნა­ლურ სუბკულ­ტუ­რა­სა და არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე ცოტა ხნის წინ კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა.

"სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს არ არის ის კლა­სი­კუ­რი შემ­თხვე­ვა, რა­საც ჰქვია ქურ­დე­ბის მიერ ცი­ხის მარ­თვა, თუმ­ცა შეგ­ვიძ­ლია ჩავ­თვა­ლოთ, რომ ისი­ნი არი­ან ერ­თგვა­რი მა­ყუ­რებ­ლე­ბი ან არა­ფორ­მა­ლუ­რი გავ­ლე­ნის მქო­ნე პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც ეს ლე­გი­ტი­მა­ცია აქვთ სწო­რედ ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ტიმ­რებს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ მო­უგ­ვა­რე­ბენ პრობ­ლე­მებს... რე­ა­ლუ­რად, ისი­ნი აგ­ვა­რე­ბენ ცი­ხე­ში არ­სე­ბულ სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მებს" - გან­მარ­ტა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ომ­ბუდსმე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გა­სა­უბ­რე­ბას მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­თან ხში­რად ეს­წრე­ბი­ან ე.წ ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი და ფაქ­ტობ­რი­ვად, აკონ­ტრო­ლე­ბენ პა­ტიმ­რე­ბის სა­უბ­რებს, ქმე­დე­ბებ­სა თუ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას გარე სამ­ყა­როს­თან.

ამ პრობ­ლე­მის სიმწვა­ვე­ზე უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი წლე­ბია სა­უბ­რო­ბენ. მე­ტიც - ისი­ნი ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას კრი­მი­ნა­ლებ­თან ალი­ან­სში და ერ­თობ­ლივ მმარ­თვე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" ად­ვო­კა­ტი დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე ამ­ბობს, რომ ე.წ. მა­ყუ­რებ­ლებს, ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია ცი­ხე­ებ­ში კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბის­თვის იყე­ნებს, შე­დე­გად ეს მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის პრი­ვი­ლე­გი­ებს იღე­ბენ.

"არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ პა­ტიმ­რებს ჩემ­თან შეხ­ვედ­რი­სას, რომ ცი­ხე­ებ­ში ე.წ. მა­ყუ­რებ­ლე­ბი გა­ნა­გე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ას და შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი არი­ან ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან. ად­მი­ნის­ტრა­ცია მათ იყე­ნებს სი­ტუ­ა­ცი­ის სა­მარ­თა­ვად, რაც საკ­მა­ოდ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია.

თუ არის ცი­ხე­ში კრი­ტი­კუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მებს უქ­მნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, "მა­ყუ­რებ­ლებს" უგ­ზავ­ნი­ან და აჩუ­მე­ბენ. შე­დე­გად ეს "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" იღე­ბენ, მა­გა­ლი­თად ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მის უფ­ლე­ბას, ან სხვა პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას, რაც პა­ტიმ­რის­თვის და­უშ­ვე­ბე­ლია.

რუს­თა­ვის #6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან მოგ­ვწე­რა მსჯავ­რდე­ბულ­მა, რო­მელ­საც ჰქონ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან პრობ­ლე­მა. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად საქ­მე­ში ჩარ­თო ცი­ხის "მა­ყუ­რებ­ლე­ბი". ეს პა­ტი­მა­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ღია და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან და­ხუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა მო­ე­თხო­ვა, რად­გან მას სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნეს „მა­ყუ­რებ­ლებ­მა“ და მისი იქ დარ­ჩე­ნა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იყო" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე.

ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია რომ კრი­მი­ნა­ლებ­თან ალი­ან­სშია და ზო­გი­ერთ მათ­განს პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ამ­ყო­ფებს, ამას მოწ­მობს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის 2015 წლის ან­გა­რიშ­ში მოყ­ვა­ნი­ლი საქ­მეც. N17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ერთ-ერთ პა­ტი­მარ­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს ე.წ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ­მა მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა, რაც სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სა­სა­მარ­თლო ორ­გა­ნოს მიერ დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და წა­მე­ბად. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში, ვი­ნა­ი­დან "პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ პა­ტიმ­რებს" და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ღა­მის სა­ა­თებ­ში შე­უ­ზღუ­და­ვი გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბულ ამ პრობ­ლე­მა­ზე სა­უ­ბა­რია წა­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ევ­რო­პუ­ლი კო­მი­ტე­ტის ან­გა­რიშ­შიც. დო­კუ­მენ­ტში სა­უ­ბა­რია, რომ "ერთ-ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, პა­ტიმ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მარ­თვა­ზე დიდი გავ­ლე­ნა აქვს, იმ­ყო­ფე­ბა სხვა პა­ტიმ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბულ, პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, მათ სა­კან­ში აქვთ პლაზ­მუ­რი ტე­ლე­ვი­ზო­რი, აკ­ვა­რი­უ­მი, რბი­ლი ავე­ჯი, სუ­რა­თე­ბი კედ­ლებ­ზე და ა.შ."

ცი­ხე­ებ­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი სუბკულ­ტუ­რის არ­სე­ბო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბელს ხდის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას. კრი­მი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მთა­ვა­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვა, რის­თვი­საც არ­სე­ბობს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა - არა დას­ჯის­თვის, არა­მედ პა­ტი­მარ­თა რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის. ამ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მოქ­მე­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მე­ბი, სა­დაც ჩარ­თვის გა­რე­შეც, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. კრი­მი­ნა­ლუ­რი სუბკულ­ტუ­რის­თვის, ე.წ „ქურ­დუ­ლი გა­გე­ბით“ კი ცი­ხე­ში შრო­მა და გა­ნათ­ლე­ბა, მი­უ­ღებ­ლად ით­ვლე­ბა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი დიდი ზო­მის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში იკ­ვე­თე­ბა (მაგ. რუს­თა­ვის N17, გე­გუ­თის N14, ქსნის N15), სა­დაც პა­ტი­მარ­თა დიდი ნა­წი­ლი იხ­დის სას­ჯელს. ცი­ხის ად­მი­ნიტ­რა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სიმ­წი­რის გამო ვერ ხერ­ხდე­ბა შე­ა­ბა­მი­სი დის­ციპ­ლი­ნი­სა და კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ომ­ბუდსმე­ნის მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცი­აა, ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­დეს მცი­რე, და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე.

რა­ტომ გახ­და და­უძ­ლე­ვე­ლი პრობ­ლე­მა ქარ­თუ­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მის­თვის ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტი და მისი გავ­ლე­ნე­ბი ცი­ხე­ებ­ში - ამა­ზე სა­სა­უბ­როდ კრი­მი­ნო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, თსუ-ს პრო­ფე­სორ გი­ორ­გი ღლონტს მივ­მარ­თეთ.

პრო­ფე­სო­რი ამ­ბობს, რომ ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი თით­ქმის არ არი­ან და "ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტიც" მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის და­სუს­ტე­ბუ­ლი, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის "ქურ­დუ­ლი გა­გე­ბა“ დრო­მოჭ­მუ­ლი გახ­და.

"ჩვენ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის" გავ­ლე­ნა ძა­ლი­ან და­ბა­ლია. თქმუ­ლე­ბა "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" რა­ინ­დო­ბა­ზე წარ­სულს ჩა­ბარ­და. ახალ­გაზ­რდო­ბა ადრე სულ შა­ვე­ბით რომ და­დი­ო­და, ეს ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის გავ­ლე­ნა იყო. დღეს აღარ არის ქურ­დე­ბის თემა პო­პუ­ლა­რუ­ლი, დრო მო­ჭა­მა.

ამას­თან, ვინც არი­ან დარ­ჩე­ნი­ლე­ბი „ქარ­თვე­ლი ქურ­დე­ბი", ძი­რი­თა­დად, უცხო­ეთ­ში არი­ან, რად­გან მათ­თვის აქ ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო არ არის - სა­ქარ­თვე­ლო ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნაა, არც დიდი ბიზ­ნე­სე­ბი არ­სე­ბობს. ვინც აქ არის, უმ­რავ­ლე­სო­ბა ცი­ხე­შია. ამი­ტომ თუ რამე ხდე­ბა ცი­ხე­ებ­ში ისევ, ეს გა­ცი­ლე­ბით და­ბალ კრი­მი­ნა­ლურ დო­ნე­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მათ­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბა, თუ ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მო­ინ­დო­მა, უმარ­ტი­ვე­სია“ - ამ­ბობს კრი­მი­ნო­ლო­გი.

AMBEBI.GE ომ­ბუდსმე­ნი­სა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ წა­მოჭ­რილ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კო­მენ­ტა­რის­თვის და­უ­კავ­შირ­და პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს, თუმ­ცა უწყე­ბას სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
domenti
0

2020 წელია ხალხო 2020 წელი. 

Gigi.
0

Kriminali unda. Dasruldes.ertxel da samudamot.kveknis sircxvili da wemarcxvenlebi.arian.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მაყურებლები" და "პრივილეგირებული პატიმრები" ქართულ ციხეებში - ვის გავლენებზე საუბრობენ ომბუდსმენი და უფლებადამცველები

"მაყურებლები" და "პრივილეგირებული პატიმრები" ქართულ ციხეებში - ვის გავლენებზე საუბრობენ ომბუდსმენი და უფლებადამცველები

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლებისა და "ავტორიტეტების" არსებობა სიახლე არ არის. ომბუდსმენის ანგარიშებში ყოველწლიურად ხვდება ციხეში არსებული მდგომარეობა, თუმცა სახალხო დამცველმა ციხეებში კრიმინალურ სუბკულტურასა და არაფორმალურ მმართველობაზე ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"სავარაუდოდ, ეს არ არის ის კლასიკური შემთხვევა, რასაც ჰქვია ქურდების მიერ ციხის მართვა, თუმცა შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ისინი არიან ერთგვარი მაყურებლები ან არაფორმალური გავლენის მქონე პირები, რომლებსაც ეს ლეგიტიმაცია აქვთ სწორედ ციხის ადმინისტრაციასთან და არიან ადამიანები, რომლებიც პატიმრებს ეუბნებიან, რომ მოუგვარებენ პრობლემებს... რეალურად, ისინი აგვარებენ ციხეში არსებულ სხვადასხვა პრობლემებს" - განმარტა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლების გასაუბრებას მსჯავრდებულებთან ხშირად ესწრებიან ე.წ ავტორიტეტები და ფაქტობრივად, აკონტროლებენ პატიმრების საუბრებს, ქმედებებსა თუ კომუნიკაციას გარე სამყაროსთან.

ამ პრობლემის სიმწვავეზე უფლებადამცველი ორგანიზაციები წლებია საუბრობენ. მეტიც - ისინი ციხის ადმინისტრაციას კრიმინალებთან ალიანსში და ერთობლივ მმართველობაში ადანაშაულებენ.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე ამბობს, რომ ე.წ. მაყურებლებს, ციხის ადმინისტრაცია ციხეებში კონტროლის დამყარებისთვის იყენებს, შედეგად ეს მსჯავრდებულები გაწეული სამუშაოსთვის პრივილეგიებს იღებენ.

"არაერთხელ უთქვამთ პატიმრებს ჩემთან შეხვედრისას, რომ ციხეებში ე.წ. მაყურებლები განაგებენ სიტუაციას და შეთანხმებულები არიან ციხის ადმინისტრაციასთან. ადმინისტრაცია მათ იყენებს სიტუაციის სამართავად, რაც საკმაოდ აპრობირებული მეთოდია.

თუ არის ციხეში კრიტიკული მსჯავრდებული, რომელიც პრობლემებს უქმნის ადმინისტრაციას, "მაყურებლებს" უგზავნიან და აჩუმებენ. შედეგად ეს "მაყურებლები" იღებენ, მაგალითად ინტერნეტთან წვდომის უფლებას, ან სხვა პრივილეგირებულ მდგომარეობას, რაც პატიმრისთვის დაუშვებელია.

რუსთავის #6 დაწესებულებიდან მოგვწერა მსჯავრდებულმა, რომელსაც ჰქონდა ადმინისტრაციასთან პრობლემა. ადმინისტრაციამ პრობლემის მოსაგვარებლად საქმეში ჩართო ციხის "მაყურებლები". ეს პატიმარი იძულებული გახდა ღია დაწესებულებიდან დახურულ დაწესებულებაში გადაყვანა მოეთხოვა, რადგან მას სერიოზული დისკომფორტი შეუქმნეს „მაყურებლებმა“ და მისი იქ დარჩენა საფრთხის შემცველი იყო" - უყვება AMBEBI.GE-ს დიმიტრი ნოზაძე.

ციხის ადმინისტრაცია რომ კრიმინალებთან ალიანსშია და ზოგიერთ მათგანს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებს, ამას მოწმობს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში მოყვანილი საქმეც. N17 დაწესებულებაში ერთ-ერთ პატიმარზე ფიზიკურად იძალადეს ე.წ პრივილეგირებულმა მსჯავრდებულებმა, რაც საგამოძიებო და სასამართლო ორგანოს მიერ დაკვალიფიცირდა წამებად. ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლომ დამნაშავედ ცნო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილების გადამეტებაში, ვინაიდან "პრივილეგირებულ პატიმრებს" დაწესებულების ტერიტორიაზე ღამის საათებში შეუზღუდავი გადაადგილების უფლება ჰქონდათ მინიჭებული.

საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ამ პრობლემაზე საუბარია წამების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომიტეტის ანგარიშშიც. დოკუმენტში საუბარია, რომ "ერთ-ერთ დაწესებულებაში, პატიმრების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც დაწესებულების მართვაზე დიდი გავლენა აქვს, იმყოფება სხვა პატიმრებისგან განსხვავებულ, პრივილეგირებულ მდგომარეობაში. მაგალითად, მათ საკანში აქვთ პლაზმური ტელევიზორი, აკვარიუმი, რბილი ავეჯი, სურათები კედლებზე და ა.შ."

ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობა, ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის სისტემის განვითარებას. კრიმინალური გავლენებით შეუძლებელი ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავარი მიზნის მიღწევა, რისთვისაც არსებობს დაწესებულება - არა დასჯისთვის, არამედ პატიმართა რესოციალიზაციისთვის. ამ მიზნებს ემსახურება დაწესებულებებში მოქმედი საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო და დასაქმების პროგრამები, სადაც ჩართვის გარეშეც, რეაბილიტაციაზე საუბარი წარმოუდგენელია. კრიმინალური სუბკულტურისთვის, ე.წ „ქურდული გაგებით“ კი ციხეში შრომა და განათლება, მიუღებლად ითვლება.

განსაკუთრებული პრობლემები დიდი ზომის პენიტენციურ დაწესებულებებში იკვეთება (მაგ. რუსთავის N17, გეგუთის N14, ქსნის N15), სადაც პატიმართა დიდი ნაწილი იხდის სასჯელს. ციხის ადმინიტრაციის თანამშრომლების სიმწირის გამო ვერ ხერხდება შეაბამისი დისციპლინისა და კონტროლის დამყარება. სწორედ ამიტომ, ომბუდსმენის მთავარი რეკომენდაციაა, ყურადღება გამახვილდეს მცირე, დახურული ტიპის დაწესებულებების მშენებლობაზე.

რატომ გახდა დაუძლეველი პრობლემა ქართული სასჯელაღსრულების სისტემისთვის ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტი და მისი გავლენები ციხეებში - ამაზე სასაუბროდ კრიმინოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, თსუ-ს პროფესორ გიორგი ღლონტს მივმართეთ.

პროფესორი ამბობს, რომ ახლა საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდები თითქმის არ არიან და "ქურდული მენტალიტეტიც" მნიშვნელოვნად არის დასუსტებული, რადგან საზოგადოებისთვის "ქურდული გაგება“ დრომოჭმული გახდა.

"ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ დღეს საქართველოში "კრიმინალური ავტორიტეტების" გავლენა ძალიან დაბალია. თქმულება "კანონიერი ქურდის" რაინდობაზე წარსულს ჩაბარდა. ახალგაზრდობა ადრე სულ შავებით რომ დადიოდა, ეს ქურდული მენტალიტეტის გავლენა იყო. დღეს აღარ არის ქურდების თემა პოპულარული, დრო მოჭამა.

ამასთან, ვინც არიან დარჩენილები „ქართველი ქურდები", ძირითადად, უცხოეთში არიან, რადგან მათთვის აქ ხელსაყრელი გარემო არ არის - საქართველო ღარიბი ქვეყანაა, არც დიდი ბიზნესები არსებობს. ვინც აქ არის, უმრავლესობა ციხეშია. ამიტომ თუ რამე ხდება ციხეებში ისევ, ეს გაცილებით დაბალ კრიმინალურ დონეზეა წარმოდგენილი და მათზე კონტროლის დამყარება, თუ ციხის ადმინისტრაციამ მოინდომა, უმარტივესია“ - ამბობს კრიმინოლოგი.

AMBEBI.GE ომბუდსმენისა და უფლებადამცველების მიერ წამოჭრილ პრობლემასთან დაკავშირებით, კომენტარისთვის დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს, თუმცა უწყებას საკითხთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

შსს ყანდაურას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

როდის დაისჯება საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით

შსს: ზურაბ ჯაფარიძე და აქციის 14 მონაწილე 3000-3000 ლარით დაჯარიმდნენ