სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნი, როგორც საკუთარი თავის პოვნის საშუალება
წიგნი, როგორც საკუთარი თავის პოვნის საშუალება

წიგ­ნე­ბის კი­თხვით გან­ცდილ ემო­ცი­ა­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან, იქ სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა მიყ­ვარს. პერ­სო­ნა­ჟებ­ში ჩემი თვი­სე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სას, მგო­ნია, რომ ეგაა, ეს პერ­სო­ნა­ჟი „ჩე­მია“, „ჩემ­ნა­ი­რი“; მგავს და ვგა­ვარ. ზოგ­ჯერ, ისეც ხდე­ბა, მოქ­მედ გმი­რებ­ში აღ­მო­ა­ჩენ თვი­სე­ბას , რო­მე­ლიც გაქვს, მაგ­რამ ამა­ზე თვი­თო­ნაც არა­ფე­რი იცი. ეს გან­ცდა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. თით­ქოს ამით სა­კუ­თარ თავს უახ­ლოვ­დე­ბი და უკეთ იც­ნობ. ბო­ლოს ამ შენს ახა­ლაღ­მო­ჩე­ნილ თვი­სე­ბებს შე­აგ­რო­ვებ და სა­კუ­თარ პერ­სო­ნას ახ­ლი­დან გა­მო­ი­გო­ნებ. მერე და­გაქვს შენი გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი თავი ახა­ლი თვი­სე­ბე­ბით და სხვებ­მა არც კი იცი­ან, რომ იმა­ზე დიდი ხარ, ვიდ­რე წიგ­ნის წა­კი­თხვამ­დე.

აქ სწო­რედ ის უნდა მო­გიყ­ვეთ თუ რო­გორ გა­მაც­ნო სა­კუ­თა­რი თავი ვინ­მე ქრის­ტო­ფერ ბენ­ქსმა. მას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი მაქვს, თუმ­ცა ერ­თა­დერ­თი, რაც მას მა­შო­რებ­და თვა­ლი­დან წიგ­ნის ფურ­ცლე­ბამ­დე მან­ძი­ლი იყო. ყვე­ლა­ფე­რი კი იმით დას­რულ­და, რომ გა­მახ­სენ­და ჩემი პირ­ვე­ლი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც, თურ­მე, სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა მე­გო­ბა­რი. გა­მახ­სენ­და, რომ მეც მა­ჩუ­ქეს გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ნივ­თი, რა­ღაც ლუ­პის მსგავ­სი და სა­ერ­თოდ არ მი­ფიქ­რია, რომ ამ სა­ჩუ­ქარს არა­სა­და­ბა­დე­ბის­დღეო მი­სია შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და. თურ­მე ჩემი პრო­ფე­სია მე კი არა, ცხოვ­რე­ბას აურ­ჩე­ვია ჩემ­თვის. მივხდი, რომ ყვე­ლა მი­ზა­ნი დრო­ე­ბი­თია და მთა­ვა­რია, ვიყო აქ და ახლა, როცა და რო­გორც მინ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქრის­ტო­ფე­რი მე­ტყვის იმა­საც, რომ ნოს­ტალ­გი­ე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რაც უნდა ცუ­დად ვგრძნობ­დეთ თავს მის გამო. რად­გან გვახ­სოვს „სამ­ყა­რო უკე­თე­სი იყო მა­ნამ, სა­ნამ გა­ვიზ­რდე­ბო­დით და ახალს აღ­მო­ვა­ჩენ­დით. გვახ­სოვს და ვოც­ნე­ბობთ უკან და­ვაბ­რუ­ნოთ ის“. დღე­ი­დან ყო­ველ წვე­უ­ლე­ბა­ზე, როცა თავს მარ­ტოდ ვიგ­რძნობ და უხერ­ხუ­ლო­ბის­გან სასმლის წრუპ­ვას შევ­ყვე­ბი, გა­მახ­სენ­დე­ბა, რომ ამ ამ­ბავ­ში სუ­ლაც არ ვარ მარ­ტო და ჩემი ბენ­ქსიც აქ­ვეა. ერთი კია - ოც­ნე­ბებ­თან და მათ გამ­ჟაღ­ვნე­ბას­თან ფრთხი­ლად რომ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა კა­ცის ამ­ბე­ბის წა­კი­თხვი­სას, მგო­ნია, რომ ეს მხო­ლოდ ჩემ­სა და ბენ­ქსს შო­რის აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­ერ­თო არაა. თუკი ელი­ტურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოხ­ვედ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, თქვენც წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის­კენ მი­იკ­ვლევთ გზას, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­უს­მი­ნოთ ქრის­ტო­ფერს და მისი მა­გა­ლი­თით იპო­ვოთ ოქ­როს კვე­თა ამ ორს შო­რის.

ქრის­ტო­ფერ ბენ­ქსი, წიგ­ნის „როცა ობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით“ პერ­სო­ნა­ჟი, ია­პო­ნელ­მა კა­ძუო იში­გუ­რომ შექ­მნა. ამ მწე­რალს ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი წიგ­ნით „ნუ­რა­სო­დეს გა­მიშ­ვებ“ იც­ნობს. 2017 წელს ის ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი გახ­და და ჩვენ­და სა­ა­მა­ყოდ, ნო­ბე­ლი­ან­ტი წიგ­ნის ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი, რი­თაც „პა­ლიტ­რა L-მა“ დიდი სამ­სა­ხუ­რი გაგ­ვი­წია, უკვე გვქონ­და. „როცა ობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით“ კი „პა­ლიტ­რა L-ის“ახა­ლი სე­რი­ის -„ლი­ტე­რე ინ­ვენ­ტეს“ ფარ­გლებ­ში, ახ­ლა­ხან ითარ­გმნა. წიგნ­ში ავ­ტო­რი მოგ­ვი­თხრობს შან­ხა­ი­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ქრის­ტო­ფერ ბენ­ქსის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც უც­ნა­ურ გა­რე­მო­ე­ბა­ში მშობ­ლე­ბის და­ღუპ­ვის გამო, ინ­გლის­ში, დე­ი­დას­თან გა­და­ა­ბარ­გეს. 20 წლის შემ­დეგ ის სამ­შობ­ლო­ში კვლავ დაბ­რუნ­დე­ბა. დე­ტექტვი­ვე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნის გა­მოც­ნო­ბა არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ აბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბო­და უსა­ხე­ლო, უმ­შობ­ლო ბიჭი, რათა სა­ხე­ლი და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნა. ავ­ტო­რი იმ­დე­ნად გულ­წრფე­ლად და უბ­რა­ლო ენით გვიყ­ვე­ბა დაბ­რკო­ლე­ბებ­თან ბრძო­ლის მი­სე­ულ მე­თო­დებ­ზე, რომ ეს წიგ­ნი კა­რი­ე­რის­ტის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­დაც შე­იძ­ლე­ბა გა­მოდ­გეს.

„პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რია „ლი­ტე­რე ინ­ვენ­ტე“ არა­ერთ ცნო­ბილ თუ ახალ მწე­რალს აერ­თი­ა­ნებს, რაც ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის ძა­ლი­ან დიდი სა­ჩუ­ქა­რია. ყო­ვე­ლი ახა­ლი ავ­ტო­რი ხომ სამ­ყა­როს ახ­ლე­ბუ­რად და­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაა და არა მხო­ლოდ სამ­ყა­რო­სი , რო­გორც უკვე გი­თხა­რით, სა­კუ­თა­რი თა­ვი­საც კი.

„ლი­ტე­რე ინ­ვენ­ტეს“ სე­რი­ის წიგ­ნე­ბი ქარ­თუ­ლად პირ­ვე­ლად ითარ­გმნა. მათ შო­რი­საა: ჯუმ­ფა ლა­ჰი­რის „უცხო მიწა“. აქაა ამ­ბა­ვი იმი­სა, თუ რამ­დე­ნად რთუ­ლია სი­ახ­ლე­ებ­თან ინ­ტეგ­რა­ცია. ავ­ტო­რი შე­უ­და­რებ­ლად გად­მოგ­ვცემს ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან გან­ცდებ­სა და ბრძო­ლებს.

მა­რიო ბე­ნე­დე­ტის „სუ­ლის მოთ­ქმა“ შუ­ახ­ნის ქვრი­ვი მა­მა­კა­ცის ერ­თფე­რო­ვან, უსი­ხა­რუ­ლო ცხოვ­რე­ბის ამ­ბავს გი­ამ­ბობთ, რომ­ლის თავ­საც თით­ქმის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რამ ხდე­ბა - მას ეწ­ვე­ვა ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც აქამ­დე გა­ნუც­დე­ლი აღ­მაფ­რე­ნით ავ­სებს. მაგ­რამ რა არის ეს - ბე­დის სა­ჩუ­ქა­რი თუ ბედ­ნი­ე­რე­ბის ხან­მოკ­ლე მო­ლან­დე­ბა, ნამ­დვი­ლი ცხოვ­რე­ბა თუ დრო­ე­ბი­თი სუ­ლის მოთ­ქმა...

„ოს­კარ უაოს ხან­მოკ­ლე და სა­ო­ცა­რი ცხოვ­რე­ბა“ მოგ­ვი­თხრობს ჯუ­ნოუ დი­ა­ზის მიერ შექ­მნილ თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბილ გმირ­ზე. წიგ­ნი 2015 წელს კრი­ტი­კო­სე­ბის მიერ ათას­წლე­უ­ლის სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნად იქნა აღი­ა­რე­ბუ­ლი.

კოლ­სონ უა­ი­თ­ჰე­დის „მი­წის­ქვეშ რკი­ნიგ­ზა“ წარ­სულ­სა და მის­ტი­კურ სამ­ყა­რო­ში გა­მოგ­ზა­უ­რებთ.

„ლი­ტე­რე ინ­ვენ­ტეს“ სე­რი­ა­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნებს შო­რის ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­ვის კარ­გად ცნო­ბილ ავ­ტორ­თა წიგ­ნებ­საც იხი­ლავთ, თუმ­ცა ეს წიგ­ნე­ბი ქარ­თუ­ლად პირ­ვე­ლად ითარ­გმნა და ახლა უკვე თქვენ მშობ­ლი­ურ ენა­ზე შე­გიძ­ლი­ათ გა­ამ­დიდ­როთ თქვე­ნი ცოდ­ნა მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ და იქ­ნებ, სა­კუ­თა­რი თა­ვიც ახ­ლი­დან იპო­ვოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

წიგნი, როგორც საკუთარი თავის პოვნის საშუალება

წიგნი, როგორც საკუთარი თავის პოვნის საშუალება

წიგნების კითხვით განცდილ ემოციათა შორის, ყველაზე ძალიან, იქ საკუთარი თავის პოვნა მიყვარს. პერსონაჟებში ჩემი თვისებების აღმოჩენისას, მგონია, რომ ეგაა, ეს პერსონაჟი „ჩემია“, „ჩემნაირი“; მგავს და ვგავარ. ზოგჯერ, ისეც ხდება, მოქმედ გმირებში აღმოაჩენ თვისებას , რომელიც გაქვს, მაგრამ ამაზე თვითონაც არაფერი იცი. ეს განცდა განსაკუთრებულია. თითქოს ამით საკუთარ თავს უახლოვდები და უკეთ იცნობ. ბოლოს ამ შენს ახალაღმოჩენილ თვისებებს შეაგროვებ და საკუთარ პერსონას ახლიდან გამოიგონებ. მერე დაგაქვს შენი გამოგონებული საკუთარი თავი ახალი თვისებებით და სხვებმა არც კი იციან, რომ იმაზე დიდი ხარ, ვიდრე წიგნის წაკითხვამდე.

აქ სწორედ ის უნდა მოგიყვეთ თუ როგორ გამაცნო საკუთარი თავი ვინმე ქრისტოფერ ბენქსმა. მასთან საერთო არაფერი მაქვს, თუმცა ერთადერთი, რაც მას მაშორებდა თვალიდან წიგნის ფურცლებამდე მანძილი იყო. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ გამახსენდა ჩემი პირველი მეგობარი, რომელიც, თურმე, საერთოდ არ ყოფილა მეგობარი. გამახსენდა, რომ მეც მაჩუქეს გამოუსადეგარი ნივთი, რაღაც ლუპის მსგავსი და საერთოდ არ მიფიქრია, რომ ამ საჩუქარს არასადაბადებისდღეო მისია შეიძლებოდა ჰქონოდა. თურმე ჩემი პროფესია მე კი არა, ცხოვრებას აურჩევია ჩემთვის. მივხდი, რომ ყველა მიზანი დროებითია და მთავარია, ვიყო აქ და ახლა, როცა და როგორც მინდა. მოგვიანებით ქრისტოფერი მეტყვის იმასაც, რომ ნოსტალგიები მნიშვნელოვანია, რაც უნდა ცუდად ვგრძნობდეთ თავს მის გამო. რადგან გვახსოვს „სამყარო უკეთესი იყო მანამ, სანამ გავიზრდებოდით და ახალს აღმოვაჩენდით. გვახსოვს და ვოცნებობთ უკან დავაბრუნოთ ის“. დღეიდან ყოველ წვეულებაზე, როცა თავს მარტოდ ვიგრძნობ და უხერხულობისგან სასმლის წრუპვას შევყვები, გამახსენდება, რომ ამ ამბავში სულაც არ ვარ მარტო და ჩემი ბენქსიც აქვეა. ერთი კია - ოცნებებთან და მათ გამჟაღვნებასთან ფრთხილად რომ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ ახალგაზრდა კაცის ამბების წაკითხვისას, მგონია, რომ ეს მხოლოდ ჩემსა და ბენქსს შორის აღმოჩენილი საერთო არაა. თუკი ელიტურ საზოგადოებაში მოხვედრის პარალელურად, თქვენც წარმატებული კარიერისკენ მიიკვლევთ გზას, აუცილებლად უნდა მოუსმინოთ ქრისტოფერს და მისი მაგალითით იპოვოთ ოქროს კვეთა ამ ორს შორის.

ქრისტოფერ ბენქსი, წიგნის „როცა ობლები ვიყავით“ პერსონაჟი, იაპონელმა კაძუო იშიგურომ შექმნა. ამ მწერალს ქართველი მკითხველი წიგნით „ნურასოდეს გამიშვებ“ იცნობს. 2017 წელს ის ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი გახდა და ჩვენდა საამაყოდ, ნობელიანტი წიგნის ქართული თარგმანი, რითაც „პალიტრა L-მა“ დიდი სამსახური გაგვიწია, უკვე გვქონდა. „როცა ობლები ვიყავით“ კი „პალიტრა L-ის“ახალი სერიის -„ლიტერე ინვენტეს“ ფარგლებში, ახლახან ითარგმნა. წიგნში ავტორი მოგვითხრობს შანხაიში დაბადებული ქრისტოფერ ბენქსის შესახებ, რომელიც უცნაურ გარემოებაში მშობლების დაღუპვის გამო, ინგლისში, დეიდასთან გადააბარგეს. 20 წლის შემდეგ ის სამშობლოში კვლავ დაბრუნდება. დეტექტვივების მოყვარულებს დაბრუნების მიზნის გამოცნობა არ გაგიჭირდებათ, მაგრამ აბა, წარმოიდგინეთ, რამდენი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებოდა უსახელო, უმშობლო ბიჭი, რათა სახელი დაემკვიდრებინა. ავტორი იმდენად გულწრფელად და უბრალო ენით გვიყვება დაბრკოლებებთან ბრძოლის მისეულ მეთოდებზე, რომ ეს წიგნი კარიერისტის სახელმძღვანელოდაც შეიძლება გამოდგეს.

„პალიტრა L-ის“ სერია „ლიტერე ინვენტე“ არაერთ ცნობილ თუ ახალ მწერალს აერთიანებს, რაც ქართველი მკითხველისთვის ძალიან დიდი საჩუქარია. ყოველი ახალი ავტორი ხომ სამყაროს ახლებურად დანახვის საშუალებაა და არა მხოლოდ სამყაროსი , როგორც უკვე გითხარით, საკუთარი თავისაც კი.

„ლიტერე ინვენტეს“ სერიის წიგნები ქართულად პირველად ითარგმნა. მათ შორისაა: ჯუმფა ლაჰირის „უცხო მიწა“. აქაა ამბავი იმისა, თუ რამდენად რთულია სიახლეებთან ინტეგრაცია. ავტორი შეუდარებლად გადმოგვცემს ადამიანის შინაგან განცდებსა და ბრძოლებს.

მარიო ბენედეტის „სულის მოთქმა“ შუახნის ქვრივი მამაკაცის ერთფეროვან, უსიხარულო ცხოვრების ამბავს გიამბობთ, რომლის თავსაც თითქმის დაუჯერებელი რამ ხდება - მას ეწვევა ნამდვილი სიყვარული, რომელიც აქამდე განუცდელი აღმაფრენით ავსებს. მაგრამ რა არის ეს - ბედის საჩუქარი თუ ბედნიერების ხანმოკლე მოლანდება, ნამდვილი ცხოვრება თუ დროებითი სულის მოთქმა...

„ოსკარ უაოს ხანმოკლე და საოცარი ცხოვრება“ მოგვითხრობს ჯუნოუ დიაზის მიერ შექმნილ თანამედროვე ლიტერატურის ყველაზე კეთილშობილ გმირზე. წიგნი 2015 წელს კრიტიკოსების მიერ ათასწლეულის საუკეთესო რომანად იქნა აღიარებული.

კოლსონ უაითჰედის „მიწისქვეშ რკინიგზა“ წარსულსა და მისტიკურ სამყაროში გამოგზაურებთ.

„ლიტერე ინვენტეს“ სერიაში გამოცემულ წიგნებს შორის ქართველი მკითხველისვის კარგად ცნობილ ავტორთა წიგნებსაც იხილავთ, თუმცა ეს წიგნები ქართულად პირველად ითარგმნა და ახლა უკვე თქვენ მშობლიურ ენაზე შეგიძლიათ გაამდიდროთ თქვენი ცოდნა მათი შემოქმედების შესახებ და იქნებ, საკუთარი თავიც ახლიდან იპოვოთ.

რას წავიკითხავთ „ბიბლია განმარტებებით“ მეოთხე ტომში - პროექტის ავტორის ბლოგი

12 დეკემბრიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად, მონეტების კომპლექტი სპეციალურ ფასად

Stamba Books • სტამბის წიგნებში გილიან ფლინის "ბასრი საგნების" წარდგენა გაიმართება