ავტორი:

ზღაპრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის კულტურას გვაცნობს და გვაახლოებს მასთან

ზღაპრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის კულტურას გვაცნობს და გვაახლოებს მასთან

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები ჟურნალ "გზასთან" ერთად ორ კვირაში ერთხელ გამოდიოდა, მაგრამ ნოემბრიდან თვეში ერთხელ გადაინაცვალა. ეს არის წიგნი, რომელიც მკითხველს მსოფლიოს ხალხების ისტორიაში, ტრადიციებსა და ფოლკლორში ამოგზაურებს.

ამ ახალი სერიით გამომცემლობა “პალიტრა L“ ეხმიანება მკითხველის ინტერესსა და სურვილს, ხელი მიუწვდებოდეს სხვადასხვა კულტურისა და ჩვეულებების მქონე ხალხების სიბრძნეზე, რომელიც წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში სხვადასხვა გამოცემის სახით ვრცელდებოდა.

„ ეს არის გამოცემა, რომელიც ახალ თაობას აკავშირებს ძველთან,ახსნებს მათი ბებია-ბაბუების ბიბლიოთეკაში ნაპოვნ და წაკითხულ წიგნებს. ეს არის განახლებული გამოცემა, რომელიც უკვე დაკარგვის პირას იყო. ერთად თავმოყრილი, პრაქტიკულად, აღარ არსებობდა და, შესაბამისად, ერთგვარი სიცარიელე იყო ამ მხრივ წიგნის ბაზარზეც. ასურული, ინდური, ფრანგული.... ეს ზღაპრები სხვადასხვა ქვეყნის კულტურას გვაცნობს და გვაახლოებს მათთან.

მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ზღაპრები, თქმულებები, იგავები, ბალადები მკითხველთა ყველა თაობის ინტერესის საგანი იყო და რჩება დღემდე. ეს ერთგვარი კულტურული რელიკვიაა, რომელიც მიმობნეულია სხვადასხვა გამოცემაში, არქივებსა და საცავებში. წიგნი თვეში ერთხელ ჟურნალ გზასთან ერთად გამოდის და ერთი კვირის განმალობაში მისი ყიდვა სპეციალურ ფასადაა შესაძლებელი“- „პალიტრა L“ - ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

წიგნი, როგორც საკუთარი თავის პოვნის საშუალება

დეკემბერში საკითხავი - ტოპ 5 წიგნი ზამთრის საღამოებისთვის

თსუ-ის ბიბლიოთეკაში "ლიბერთინსის" ახალი წიგნის - "მოგზაურის" წარდგენა გაიმართა