მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში მშენებლობის ნებართვის მიღების წესი შეიცვალა - გამოიწვევს თუ არა ახალი რეგულაციები ბინების გაძვირებას?
ბათუმში მშენებლობის ნებართვის მიღების წესი შეიცვალა - გამოიწვევს თუ არა ახალი რეგულაციები ბინების გაძვირებას?

მიმ­დი­ნა­რე წლის 3 დე­კემ­ბრი­დან ახა­ლი სამ­შე­ნებ­ლო კო­დექ­სი ბა­თუმ­შიც ამოქ­მედ­და. ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის წესი შე­იც­ვა­ლა, კერ­ძოდ, გა­უქ­მდა ე.წ კ2 კო­ე­ფი­ცინ­ტი, ამას­თან, მშე­ნე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, თი­თო­ე­ულ სამ­შე­ნებ­ლო ნაკ­ვეთ­ზე გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის დე­ტა­ლუ­რი გეგ­მა წა­რად­გი­ნოს. თუმ­ცა, ამა­საც თა­ვი­სი შე­ზღუდ­ვე­ბი აქვს. მა­გა­ლი­თად ის, რომ დე­ტა­ლურ გეგ­მას მხო­ლოდ სა­კუ­თარ ნაკ­ვეთ­ზე ვერ ჩა­ა­ტა­რებ, ირ­გვლივ 7000 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი ან ოთხი­ვე ქუ­ჩის მხრი­დან შე­მო­სა­ზღვრუ­ლი კვარ­ტა­ლი უნდა იყოს შეს­წავ­ლი­ლი და აშ.

დე­ვე­ლო­პე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ქა­ლა­ქის­თვის კარ­გია, თუმ­ცა იმავდრო­უ­ლად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეს სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბის დრო­ში გა­წელ­ვას და ხარ­ჯე­ბის გაზ­რდას გა­მო­იწ­ვევს, რაც თა­ვის­თა­ვად, ბი­ნე­ბის ფა­სებ­ზე აია­ხე­ბა.

რას გუ­ლიხ­მობს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და რო­გორ ხვდე­ბა მას სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი, ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე კომ­პა­ნია HomeSide Batum-ის დი­რექ­ტორს გოჩა კონ­ცე­ლი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ “HomeSide Batum”-ს ამ დრო­ოს­თვის ბა­თუმ­ში 3 მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტი აქვს, რო­მე­ლიც 41-ე დად­გე­ნი­ლე­ბის (რაც შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვას გუ­ლის­ხმობს) და ყვე­ლა იმ მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში აქამ­დეც მოქ­მე­დებ­და.

კონ­კრე­ტუ­ლად რას გუ­ლიხ­მობს ახა­ლი სამ­შე­ნებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი?

„თბი­ლი­სის რე­ა­ლო­ბა­ში ე.წ კ2 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტთან და­კავ­შრე­ბით ცვლი­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით ადრე მოხ­და, ყვე­ლა სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კი 3 დე­კემ­ბრი­დან ამოქ­მედ­და. ახა­ლი სამ­შე­ნებ­ლო კო­დექ­სის მი­ხედვთ, მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის წესი შე­იც­ვა­ლა, ამას­თან, ე.წ კ2 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის კო­მი­სია უქ­მდე­ბა და გაზ­რდის წესი იც­ვლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად. კა­ნო­ნი მო­ი­თხოვს და­მუ­შავ­დეს გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის დე­ტა­ლუ­რი გეგ­მა თი­თო­ე­ულ სამ­შე­ნებ­ლო ნაკ­ვეთ­ზე. მა­გა­ლი­თად, დე­ტა­ლურ გეგ­მას მხო­ლოდ სა­კუ­თარ ნაკ­ვეთ­ზე ვერ ჩა­ა­ტა­რებ, გარ­შე­მო 7000 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი უნდა იყოს ან ოთხი­ვე ქუ­ჩის მხრი­დან შე­მო­სა­ზღვრუ­ლი კვარ­ტა­ლი. ბა­თუ­მის პი­რო­ბებ­ში დიდი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი გა­მო­ვა ერ­თი­ა­ნად და­სა­გეგ­მა­რე­ბე­ლი.

გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ დად­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­ბა­ლან­სო ერ­თე­უ­ლე­ბი, თი­თო­ე­ულ კვარ­ტალ­ში რამ­დე­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი. ამას­თან, გან­სა­ზღვრუ­ლია ისიც, ჯამ­ში რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რობ­დეს აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად კვარ­ტალ­ში ყვე­ლას თან­ხმო­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. რაც თა­ვის­თა­ვად გა­არ­თუ­ლებს ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბის პრო­ცესს. თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ ამ თან­ხმო­ბი­თაც არ გა­და­წყდე­ბა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სა­მე­ზობ­ლო სა­ზღვრი­დან მო­შო­რე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და ასე შემ­დეგ.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სამ­შე­ნებ­ლო კო­დექსში შე­სულ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა სრუ­ლი­ად ახა­ლი რე­ა­ლო­ბა შექ­მნა. იმის­თვის, რომ, დე­ვე­ლო­პერ­მა სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვა მი­ი­ღოს, გა­ცი­ლე­ბით მეტი მო­თხოვ­ნი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მო­უ­წევს.

სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სის­თვის რა სირ­თუ­ლე­ე­ბი შექ­მნა ახალ­მა რე­გუ­ლა­ცი­ებ­მა?

სირ­თუ­ლე­ე­ბი იმ­დე­ნად არა­ფე­რი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უფრო და­იხ­ვე­წა მიდ­გო­მა, რაც მო­ბი­ნად­რე­ე­ბის­თვის და ქა­ლა­ქის­თვის გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. კერ­ძოდ, აღარ იქ­ნე­ბა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც შე­ნო­ბის მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნო­ბა კ2 კო­ე­ფი­ცი­ენტზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი,თან ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, კა­ნო­ნი ყვე­ლას­თვის ერ­თნა­ი­რად იმოქ­მე­დებს, მოხ­დე­ბა კვარ­ტა­ლუ­რი და­გეგ­მა­რე­ბა. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა გამ­წვა­ნე­ბის სა­კითხს, თუმ­ცა ეს ჩვენ­თვის პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, HomeSide Batum-ის პრო­ექ­ტე­ბი მთლი­ა­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ამ უკა­ნას­კნელს. ჩვენს ყვე­ალ პრო­ექტს აქვს სა­კუ­თა­რი სკვე­რი და ტე­რა­სუ­ლი გამ­წვა­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა ეს მო­თხოვ­ნა უფრო მე­ტად გა­არ­თუ­ლებს მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვე­ბის პრო­ცესს.

აი­სა­ხე­ბა თუ არა ეს ბი­ნე­ბის ფა­სებ­ზე?

თა­ვის­თა­ვად, აი­სა­ხე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, გვაქვს ასე­თი მო­ცე­მუ­ლო­ბა, ერ­თია, რომ მშე­ნე­ბე­ლი მო­ი­პო­ვებს ნე­ბარ­თვას და მე­ო­რე, რო­დე­საც გაქვს გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სამ­შე­ნებ­ლო ფარ­თი და აქე­დან სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გან­სა­ზღვრუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ფარ­თე­ბი უფრო შემ­ცირ­დე­ბა, რის გა­მოც ყვე­ლა დე­ვე­ლო­პე­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა გაზ­რდი­ლი ხარ­ჯი, ბი­ნე­ბის ფას­ში ასა­ხოს. ეს კი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ფარ­თე­ბის გაძ­ვი­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

ამ­ჟა­მად რამ­დე­ნი მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტი აქვს HomeSide Batum-ს და აპი­რებთ თუ არა ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­მა­ტე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას?

ამ ეტაპ­ზე, ჩვენ 3 მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტი გვაქვს. მშე­ნებ­ლო­ბე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია, თუმ­ცა სულ მალე ჩვენ და­ვი­წყებთ ახა­ლი პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბა­საც. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით და­ნა­ხარ­ჯე­ბი უფრო გა­იზ­რდე­ბა, თუმ­ცა რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ჩვენს კომ­პა­ნი­ას გამ­წვა­ნე­ბის და ეზოს სა­კი­თხი ისე­დაც ყვე­ლა პრო­ექ­ტში ჰქონ­და გა­წე­რი­ლი. გარ­და ამი­სა, ჩვე­ნი ყვე­ლა პრო­ექ­ტი ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შენ­დე­ბო­და, აქ თა­ვის­თა­ვად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 41-ე და­დე­გე­ნი­ლე­ბაც და აშ. ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვენ ახა­ლი რე­გუ­ალ­ცი­ე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, გა­იზ­რდე­ბა ხარ­ჯი და სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვის მო­პო­ვე­ბის პე­რი­ო­დი.

თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ფა­სე­ბის გაზ­რდი­სა, ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მსგავ­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ქა­ლა­ქის იერ­სა­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ავ­ტო­რი: ნინი ქე­თე­ლა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
g55
0

ამხელა კორპუსების ასეთ შემჭიდროვებულ ტერიტორიაზე იწვევს ავტომანქანების მოძრაობის საცობებს და ასევე ქმნის პარკინგის დიდ პრობლემას. ბათუმი ხშირად იტბორება წვიმის წყალისგან და ფაქტიურად მიწისქწვეშა ავტოსადგომების მოწყობა შეუძლებელია. ამიტომ, ერთ კორპუსის მიმდებარედ უნდა იყოს თითო მანქანის პარკინგის ადგილი ყველა მობინადრეზე (ერთ ოჯახზე) მაინც.

ქართველი
0

ბათუმში იმხელა კორპეუსები ააშენეს და საერთოდ არ გაუთვალისწინებიათ არც პარკირება, არც ეზო, მოკლედ კატასტროფული სიტუაციაა ბათუმში, აქამდე სად იყვნენ, რას დაამსგავსეს ქალაქი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ბათუმში მშენებლობის ნებართვის მიღების წესი შეიცვალა - გამოიწვევს თუ არა ახალი რეგულაციები ბინების გაძვირებას?

ბათუმში მშენებლობის ნებართვის მიღების წესი შეიცვალა - გამოიწვევს თუ არა ახალი რეგულაციები ბინების გაძვირებას?

მიმდინარე წლის 3 დეკემბრიდან ახალი სამშენებლო კოდექსი ბათუმშიც ამოქმედდა. ცვლილებების მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი შეიცვალა, კერძოდ, გაუქმდა ე.წ კ2 კოეფიცინტი, ამასთან, მშენებელი ვალდებულია, თითოეულ სამშენებლო ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმა წარადგინოს. თუმცა, ამასაც თავისი შეზღუდვები აქვს. მაგალითად ის, რომ დეტალურ გეგმას მხოლოდ საკუთარ ნაკვეთზე ვერ ჩაატარებ, ირგვლივ 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ან ოთხივე ქუჩის მხრიდან შემოსაზღვრული კვარტალი უნდა იყოს შესწავლილი და აშ.

დეველოპერები ამბობენ, რომ აღნიშნული ცვლილებები ქალაქისთვის კარგია, თუმცა იმავდროულად აღნიშნავენ, რომ ეს სამშენებლო ნებართვების დროში გაწელვას და ხარჯების გაზრდას გამოიწვევს, რაც თავისთავად, ბინების ფასებზე აიახება.

რას გულიხმობს ახალი რეგულაციები და როგორ ხვდება მას სამშენებლო ბიზნესი, ამ და სხვა საკითხებზე კომპანია HomeSide Batum-ის დირექტორს გოჩა კონცელიძეს ვესაუბრეთ.

აღსანიშნავია, რომ “HomeSide Batum”-ს ამ დროოსთვის ბათუმში 3 მიმდინარე პროექტი აქვს, რომელიც 41-ე დადგენილების (რაც შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების დაცვას გულისხმობს) და ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად ხორციელდება, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტში აქამდეც მოქმედებდა.

კონკრეტულად რას გულიხმობს ახალი სამშენებლო რეგულაციები?

„თბილისის რეალობაში ე.წ კ2 კოეფიციენტთან დაკავშრებით ცვლილება გაცილებით ადრე მოხდა, ყველა სხვა მუნიციპალიტეტში კი 3 დეკემბრიდან ამოქმედდა. ახალი სამშენებლო კოდექსის მიხედვთ, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი შეიცვალა, ამასთან, ე.წ კ2 კოეფიციენტის კომისია უქმდება და გაზრდის წესი იცვლება რადიკალურად. კანონი მოითხოვს დამუშავდეს განაშენიანების დეტალური გეგმა თითოეულ სამშენებლო ნაკვეთზე. მაგალითად, დეტალურ გეგმას მხოლოდ საკუთარ ნაკვეთზე ვერ ჩაატარებ, გარშემო 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს ან ოთხივე ქუჩის მხრიდან შემოსაზღვრული კვარტალი. ბათუმის პირობებში დიდი მიწის ნაკვეთები გამოვა ერთიანად დასაგეგმარებელი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დადგენილი იქნება საბალანსო ერთეულები, თითოეულ კვარტალში რამდენი შეიძლება იყოს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი. ამასთან, განსაზღვრულია ისიც, ჯამში რამდენი ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე, შესაბამისად, სამშენებლო ნებართვის მისაღებად კვარტალში ყველას თანხმობა იქნება საჭირო. რაც თავისთავად გაართულებს ნებართვის მიღების პროცესს. თუმცა, ეს მხოლოდ ამ თანხმობითაც არ გადაწყდება. გასათვალისწინებელია სამეზობლო საზღვრიდან მოშორების რეგულაციები და ასე შემდეგ.

შეიძლება ითქვას, რომ სამშენებლო კოდექსში შესულმა ცვლილებებმა სრულიად ახალი რეალობა შექმნა. იმისთვის, რომ, დეველოპერმა სამშენებლო ნებართვა მიიღოს, გაცილებით მეტი მოთხოვნისა და პროცედურების დაკმაყოფილება მოუწევს.

სამშენებლო ბიზნესისთვის რა სირთულეები შექმნა ახალმა რეგულაციებმა?

სირთულეები იმდენად არაფერი. შეიძლება ითქვას, რომ უფრო დაიხვეწა მიდგომა, რაც მობინადრეებისთვის და ქალაქისთვის გაცილებით უკეთესი იქნება. კერძოდ, აღარ იქნება შემთხვევები, როდესაც შენობის მაღალსართულიანობა კ2 კოეფიციენტზე იქნება დამოკიდებული,თან ახალი რეგულაციების მიხედვით, კანონი ყველასთვის ერთნაირად იმოქმედებს, მოხდება კვარტალური დაგეგმარება. გარდა ამისა, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა გამწვანების საკითხს, თუმცა ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, HomeSide Batum-ის პროექტები მთლიანად აკმაყოფილებს ამ უკანასკნელს. ჩვენს ყვეალ პროექტს აქვს საკუთარი სკვერი და ტერასული გამწვანება. უბრალოდ, ყველა ეს მოთხოვნა უფრო მეტად გაართულებს მშენებლობის ნებართვების პროცესს.

აისახება თუ არა ეს ბინების ფასებზე?

თავისთავად, აისახება. წარმოიდგინეთ, გვაქვს ასეთი მოცემულობა, ერთია, რომ მშენებელი მოიპოვებს ნებართვას და მეორე, როდესაც გაქვს გარკვეული რაოდენობის სამშენებლო ფართი და აქედან სარეალიზაციოდ განსაზღვრულია კონკრეტული რაოდენობა. მარტივად რომ ვთქვათ, სარეალიზაციო ფართები უფრო შემცირდება, რის გამოც ყველა დეველოპერი იძულებული გახდება გაზრდილი ხარჯი, ბინების ფასში ასახოს. ეს კი დროთა განმავლობაში ფართების გაძვირებას გამოიწვევს.

ამჟამად რამდენი მიმდინარე პროექტი აქვს HomeSide Batum-ს და აპირებთ თუ არა ახალი რეგულაციების პარალელურად, დამატებითი პროექტების განხორციელებას?

ამ ეტაპზე, ჩვენ 3 მიმდინარე პროექტი გვაქვს. მშენებლობები უკვე დაწყებულია, თუმცა სულ მალე ჩვენ დავიწყებთ ახალი პროექტის მომზადებასაც. ახალი რეგულაციების მიხედვით დანახარჯები უფრო გაიზრდება, თუმცა როგორც მოგახსენეთ, ჩვენს კომპანიას გამწვანების და ეზოს საკითხი ისედაც ყველა პროექტში ჰქონდა გაწერილი. გარდა ამისა, ჩვენი ყველა პროექტი ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებული რეგულაციების შესაბამისად შენდებოდა, აქ თავისთავად გათვალისწინებულია 41-ე დადეგენილებაც და აშ. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ახალი რეგუალციების დაკმაყოფილება ნამდვილად არ გაგვიჭირდება, უბრალოდ, გაიზრდება ხარჯი და სამშენებლო ნებართვის მოპოვების პერიოდი.

თუმცა, მიუხედავად ფასების გაზრდისა, ერთმნიშვნელოვად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი რეგულაციების ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებლად და კომფორტული გარემოს შესაქმნელად აუცილებელია.

ავტორი: ნინი ქეთელაური

"ავერსში" ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით მედიკამენტებზე ფასების გაიაფება დაიწყო

"ორიონ ტოკენი" - ვირტუალური ფული ორიონ ჯგუფისგან

Postindustrial Kids: 11 ახალგაზრდა საქართველოდან, რომელთა ისტორიები შთაგაგონებთ