მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის "კანონიერი ქურდების" მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუა, რომელზეც აფხაზეთის "პროკურატურამ" ძებნა გამოაცხადა
ვინ არის "კანონიერი ქურდების" მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუა, რომელზეც აფხაზეთის "პროკურატურამ" ძებნა გამოაცხადა

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რამ სო­ხუ­მის ცენ­ტრში მომ­ხდა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის ას­ტა­მურ შამ­ბა­სა და ალ­ხას ავი­ძ­ბას მკვლე­ლო­ბე­ბის საქ­მე­ზე ეჭ­ვმი­ტა­ნილ ერიკ ჭკა­დუ­ა­ზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და. ჭკა­დუა 1979 წელს ტყვარ­ჩელ­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში სო­ხუმ­ში ცხოვ­რობ­და.

აფხა­ზე­თის ე.წ. შსს-ს ცნო­ბით, ჭკა­დუ­ას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნი­სა და მისი და­კა­ვე­ბის მიზ­ნით ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მას­თან ერ­თად იძებ­ნე­ბი­ან სხვა პი­რე­ბიც. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 22 ნო­ემ­ბერს მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში, სულ ოთხი ნიღ­ბი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და... იმ დღეს სრო­ლე­ბი­სას დაჭ­რი­ლი, რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრო­მე­ლი 22 წლის დო­მინ­კა აკირ­თა­ვა რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

ას­ტა­მურ შამ­ბა და ალ­ხას ავი­ძ­ბა

აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ხუმ­ში მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის აქ­ტი­უ­რად გან­ხილ­ვას გა­ნაგ­რძო­ბენ. და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ერიკ ჭკა­დუ­ას სა­ხე­ლი და გვა­რი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი არ ყო­ფი­ლა. ის მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში, რე­გი­ონ­ში მომ­ხდარ კი­დევ ერთ და­ნა­შა­ულ­ში ფი­გუ­რი­რებს, რა დრო­საც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზია "Кормилица-ს" მე­პატ­რო­ნის ნა­თე­სა­ვი ომარ მირ­ცხუ­ლა­ვა გა­ი­ტა­ცა. რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ტყვე­ო­ბის შემ­დეგ, მირ­ცხუ­ლა­ვამ თავს გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა.

მა­შინ ამ საქ­მე­ზე, ე.წ. მი­ლი­ცი­ამ ერთ-ერთი გამ­ტა­ცე­ბე­ლი ან­ზორ თარ­ბა და­ა­კა­ვა, რო­მე­ლიც წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა კად­რე­ბი, სა­დაც გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე წა­მე­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ჭკა­დუ­ას სა­სა­მარ­თლომ ძა­ლი­ან ლმო­ბი­ე­რი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა - მას ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის ქვეშ, შე­ზღუ­დუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა მი­უ­სა­ჯა. არა­და, მის საქ­მე­ში სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბიც ფი­გუ­რი­რებ­და - ჯგუ­ფუ­რი ყა­ჩა­ღო­ბა, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი, ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბა, ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა და რე­ა­ლი­ზი­ცია. ასე­ვე ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა-რე­ა­ლი­ზა­ცია.

ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჭკა­დუა და­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ნაგ­რძობ­და, ამი­ტომ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, 30 აგ­ვის­ტოს სა­სა­მარ­თლომ და­კის­რე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო, მის­თვის სას­ჯე­ლის გამ­კაც­რე­ბა­ზე იმ­სჯე­ლა. თუმ­ცა, ჭკა­დუა უკვე მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის შემ­დეგ მისი კვა­ლი ქრე­ბა და მის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ახლა ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რა გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად აცხა­დებს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ჭკა­დუა შე­საძ­ლოა, ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ას აფა­რებ­დეს თავს.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: ძებ­ნი­ლი ერიკ ჭკა­დუა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
113

ამას აუგებენ წესს

ერიჰაა
6

ეგ როგორ მოგწონთ "ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ვინ არის "კანონიერი ქურდების" მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუა, რომელზეც აფხაზეთის "პროკურატურამ" ძებნა გამოაცხადა

ვინ არის "კანონიერი ქურდების" მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუა, რომელზეც აფხაზეთის "პროკურატურამ" ძებნა გამოაცხადა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ სოხუმის ცენტრში მომხდარი კრიმინალური ავტორიტეტების ასტამურ შამბასა და ალხას ავიძბას მკვლელობების საქმეზე ეჭვმიტანილ ერიკ ჭკადუაზე ძებნა გამოაცხადა. ჭკადუა 1979 წელს ტყვარჩელში დაიბადა, თუმცა ბოლო პერიოდში სოხუმში ცხოვრობდა.

აფხაზეთის ე.წ. შსს-ს ცნობით, ჭკადუას ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მასთან ერთად იძებნებიან სხვა პირებიც. არსებული ინფორმაციით, 22 ნოემბერს მომხდარ მკვლელობაში, სულ ოთხი ნიღბიანი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა... იმ დღეს სროლებისას დაჭრილი, რესტორნის თანამშრომელი 22 წლის დომინკა აკირთავა რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა

აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები სოხუმში მომხდარი თავდასხმის აქტიურად განხილვას განაგრძობენ. დანაშაულში ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუას სახელი და გვარი ადგილობრივი საზოგადოებისთვის უცნობი არ ყოფილა. ის მიმდინარე წლის აპრილში, რეგიონში მომხდარ კიდევ ერთ დანაშაულში ფიგურირებს, რა დროსაც რამდენიმე ადამიანმა სასურსათო მაღაზია "Кормилица-ს" მეპატრონის ნათესავი ომარ მირცხულავა გაიტაცა. რამდენიმეთვიანი ტყვეობის შემდეგ, მირცხულავამ თავს გაქცევით უშველა.

მაშინ ამ საქმეზე, ე.წ. მილიციამ ერთ-ერთი გამტაცებელი ანზორ თარბა დააკავა, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა. მისმა ქალიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა კადრები, სადაც გარდაცვლილს სხეულზე წამების კვალი აღენიშნებოდა. აღნიშნულ საქმეზე ჭკადუას სასამართლომ ძალიან ლმობიერი განაჩენი გამოუტანა - მას შინაპატიმრობა და ზედამხედველობის სამსახურის ქვეშ, შეზღუდული გადაადგილება მიუსაჯა. არადა, მის საქმეში სხვა მძიმე დანაშაულებიც ფიგურირებდა - ჯგუფური ყაჩაღობა, ორგანიზებული თავდასხმები, ადამიანის გატაცება, იარაღის უკანონო შენახვა-ტარება და რეალიზიცია. ასევე ნარკოტიკების მოხმარება-რეალიზაცია.

შინაპატიმრობის პარალელურად, ჭკადუა დაშაულებრივ საქმიანობას განაგრძობდა, ამიტომ ადგილობრივი მედიის ცნობით, 30 აგვისტოს სასამართლომ დაკისრებული სასჯელის შეუსრულებლობის გამო, მისთვის სასჯელის გამკაცრებაზე იმსჯელა. თუმცა, ჭკადუა უკვე მიმალვაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ მისი კვალი ქრება და მის შესახებ მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი, როდესაც ე.წ. პროკურატურა გახმაურებულ მკვლელობაში ეჭვმიტანილად აცხადებს. ადგილობრივების თქმით, ჭკადუა შესაძლოა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას აფარებდეს თავს.

მთავარ ფოტოზე: ძებნილი ერიკ ჭკადუა

ბენიამინ ნეთანიაჰუ - იმ ტერიტორიების რუკების შექმნის პროცესში ვართ, რომლებიც ტრამპის გეგმით, ისრაელის სახელმწიფოს ნაწილი გახდება

"21-ე საუკუნეში "გეტოს" აშენებას გილოცავთ ბატონებო!" - დაცარიელებული ახალგორი და ოსების გამოხმაურება გამშვები პუნქტის ჩაკეტვაზე

"ქართველ ქურდებთან ახლობლობა ხაჯიმბას მთავარი შეცდომა იყო..." - ყოფილ პრეზიდენტს თანაგუნდელები განუდგნენ