მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუწესეთ ბავშვებს შეზღუდვები, თქვენ მშობელი ხართ და არა მისი მეგობარი" - პედაგოგის 18 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ
"დაუწესეთ ბავშვებს შეზღუდვები, თქვენ მშობელი ხართ და არა მისი მეგობარი" - პედაგოგის 18 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

პე­და­გო­გი ქეთი კა­ლან­და­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვებს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც ყვე­ლა მშო­ბელ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს:

რა უნდა გა­ა­კე­თონ მშობ­ლებ­მა:

1. შე­ზღუდ­ვე­ბი და­უ­წე­სეთ და გახ­სოვ­დეთ, რომ თქვენ მშო­ბე­ლი ხართ და არა მისი მე­გო­ბა­რი.

2. ბავ­შვე­ბი ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყა­ვით და არა იმით, რაც მათ სურთ. ბავ­შვე­ბის­თვის უა­რის თქმის არ შე­გე­შინ­დეთ, თუ მათი სურ­ვი­ლე­ბი მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს არ ეთან­ხმე­ბა.

3. ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი მი­ა­წო­დეთ და სა­სუსნა­ვე­ბი შე­ზღუ­დეთ.

4. ბუ­ნე­ბა­ში ერთი სა­ა­თი გა­ა­ტა­რეთ.

5. სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი ითა­მა­შეთ.

6. ყო­ველ­დღე ბავ­შვი და­ა­საქ­მეთ (თეთ­რე­უ­ლის და­კეც­ვა, სა­თა­მა­შო­ე­ბის და­ლა­გე­ბა, სუფ­რის გაშ­ლა და ა.შ.)

7. ბავ­შვი და­სა­ძი­ნებ­ლად ერ­თსა და იმა­ვე დროს გა­უშ­ვით, სა­წოლ­ში გა­ჯე­ტე­ბის წა­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეთ.

8. ბავ­შვებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ას­წავ­ლეთ. მცი­რე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­გან არ შე­მო­ფარ­გლოთ. ეს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

9. ბავ­შვს სკო­ლა­ში და­ვი­წყე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი / სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა არ მი­უ­ტა­ნოთ, 5 წლის ბავ­შვს ბა­ნა­ნი არ გა­უფ­ცქვნათ, ამ ყვე­ლაფ­რის თა­ვად გა­კე­თე­ბა ას­წავ­ლეთ.

10. მოთ­მი­ნე­ბა ას­წავ­ლეთ და თა­ვი­სუფ­ლად დრო­ის გა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცით, რომ ბავ­შვს მო­წყე­ნის და სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რის გა­მოვ­ლე­ნის შან­სი გა­მო­უჩ­ნდეს.

11. ბავ­შვი მუდ­მი­ვად გა­სარ­თო­ბი ნივ­თე­ბით არ შე­მო­ფარ­გლოთ.

12. ტექ­ნი­კა მო­წყე­ნი­ლო­ბის­გან გა­სარ­თობ სა­შუ­ა­ლე­ბად არ წარ­მო­ად­გი­ნოთ.

13. ჭა­მის დროს, მან­ქა­ნა­ში, რეს­ტო­რან­ში და მა­ღა­ზი­ა­ში გა­ჯე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ხელი არ შე­უ­წყოთ. დაე, ბავ­შვის ტვინ­მა „მო­წყე­ნი­ლო­ბის“ გა­და­ლახ­ვა თა­ვად ის­წავ­ლოს.

14. ემო­ცი­უ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყა­ვით, ბავ­შვს სო­ცი­ა­ლუ­რი ჩვე­ვე­ბი ას­წავ­ლეთ.

15. ბავ­შვთან სა­უბ­რის დროს ტე­ლე­ფო­ნით არ გა­ერ­თოთ.

16. ბავ­შვს გაბ­რა­ზე­ბის და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის გა­და­ლახ­ვა ას­წავ­ლეთ.

17. ას­წავ­ლეთ მი­სალ­მე­ბა, დათ­მო­ბა, გა­ყო­ფა, თა­ნაგ­რძნო­ბა, მა­გი­დას­თან და სა­უბ­რის დროს მოქ­ცე­ვის წესი.

18. ემო­ცი­ურ კავ­შირს მხა­რი და­უ­ჭი­რეთ: გა­ი­ღი­მეთ, აკო­ცეთ, მო­ე­ფე­რეთ, წა­ი­კი­თხეთ, ეცეკ­ვეთ, იხ­ტუ­ნეთ და ის­რი­ა­ლეთ მას­თან ერ­თად!ჩვენ ბავ­შვე­ბი უნდა შევ­ცვა­ლოთ, თო­რემ პლან­შე­ტებ­ზე შემჯდარ მთელ თა­ო­ბას მი­ვი­ღებთ!

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"დაუწესეთ ბავშვებს შეზღუდვები, თქვენ მშობელი ხართ და არა მისი მეგობარი" - პედაგოგის 18 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

"დაუწესეთ ბავშვებს შეზღუდვები, თქვენ მშობელი ხართ და არა მისი მეგობარი" - პედაგოგის 18 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

პედაგოგი ქეთი კალანდაძე "ფეისბუქზე" საინტერესო რჩევებს აქვეყნებს, რომელიც ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:

რა უნდა გააკეთონ მშობლებმა:

1. შეზღუდვები დაუწესეთ და გახსოვდეთ, რომ თქვენ მშობელი ხართ და არა მისი მეგობარი.

2. ბავშვები ყველა საჭიროებით უზრუნველყავით და არა იმით, რაც მათ სურთ. ბავშვებისთვის უარის თქმის არ შეგეშინდეთ, თუ მათი სურვილები მოთხოვნილებებს არ ეთანხმება.

3. ჯანსაღი საკვები მიაწოდეთ და სასუსნავები შეზღუდეთ.

4. ბუნებაში ერთი საათი გაატარეთ.

5. სამაგიდო თამაშები ითამაშეთ.

6. ყოველდღე ბავშვი დაასაქმეთ (თეთრეულის დაკეცვა, სათამაშოების დალაგება, სუფრის გაშლა და ა.შ.)

7. ბავშვი დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს გაუშვით, საწოლში გაჯეტების წაღების უფლება არ მისცეთ.

8. ბავშვებს პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა ასწავლეთ. მცირე წარუმატებლობისგან არ შემოფარგლოთ. ეს ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარება.

9. ბავშვს სკოლაში დავიწყებული საკვები / საშინაო დავალება არ მიუტანოთ, 5 წლის ბავშვს ბანანი არ გაუფცქვნათ, ამ ყველაფრის თავად გაკეთება ასწავლეთ.

10. მოთმინება ასწავლეთ და თავისუფლად დროის გატარების უფლება მიეცით, რომ ბავშვს მოწყენის და საკუთარი შემოქმედებითი უნარის გამოვლენის შანსი გამოუჩნდეს.

11. ბავშვი მუდმივად გასართობი ნივთებით არ შემოფარგლოთ.

12. ტექნიკა მოწყენილობისგან გასართობ საშუალებად არ წარმოადგინოთ.

13. ჭამის დროს, მანქანაში, რესტორანში და მაღაზიაში გაჯეტების გამოყენებას ხელი არ შეუწყოთ. დაე, ბავშვის ტვინმა „მოწყენილობის“ გადალახვა თავად ისწავლოს.

14. ემოციურად ხელმისაწვდომი იყავით, ბავშვს სოციალური ჩვევები ასწავლეთ.

15. ბავშვთან საუბრის დროს ტელეფონით არ გაერთოთ.

16. ბავშვს გაბრაზების და გაღიზიანების გადალახვა ასწავლეთ.

17. ასწავლეთ მისალმება, დათმობა, გაყოფა, თანაგრძნობა, მაგიდასთან და საუბრის დროს მოქცევის წესი.

18. ემოციურ კავშირს მხარი დაუჭირეთ: გაიღიმეთ, აკოცეთ, მოეფერეთ, წაიკითხეთ, ეცეკვეთ, იხტუნეთ და ისრიალეთ მასთან ერთად!ჩვენ ბავშვები უნდა შევცვალოთ, თორემ პლანშეტებზე შემჯდარ მთელ თაობას მივიღებთ!

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის გოგო, სკვერში გარდაცვლილი იპოვეს

როგორ უნდა იმოძრაონ ავტომობილებმა ჭავჭავაძის გამზირზე - თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

"1 გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, 3 იმპორტირებულია...", - ამირან გამყრელიძე ახალი ინფიცირებულების წყაროების შესახებ