მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივფრინავ-მოფრინავ... ვიღლები, მაგრამ მივეჩვიე" - რა არის ნათია თოდუას წარმატების ფორმულა და ვის გულშემატკივრობს "საქართველოს ვარსკვლავში"
"მივფრინავ-მოფრინავ... ვიღლები, მაგრამ მივეჩვიე" - რა არის ნათია თოდუას წარმატების ფორმულა და ვის გულშემატკივრობს "საქართველოს ვარსკვლავში"

რო­გორც მომ­ღე­რალს არა­ერთ კონ­კურ­სში აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ბო­ლოს ნა­თია თო­დუ­ამ გერ­მა­ნი­ა­ში პრეს­ტი­ჟულ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში (The Voice of Germany) გა­ი­მარ­ჯვა და დღეს­დღე­ო­ბით გერ­მა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობს, თუმ­ცა პარ­ლე­ლუ­რად თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბით მე­გა­შო­უს "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ჟი­უ­რის წევ­რია.

ამ პრო­ექ­ტში უკვე მე­ო­რე სე­ზო­ნია, აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი. მოქ­მე­დი, ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სი სხვებს აფა­სებს და გარ­კვე­ულ რჩე­ვებ­საც აძ­ლევს. ცოტა ხნის წინ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ Music Video Underground Festival-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და.... ნო­მი­ნა­ცია "სა­უ­კე­თე­სო სოლო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი" მო­ი­გო. მომ­ღე­რა­ლი ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სიმ­ღე­რის­თვის Love letter იყო წარ­დგე­ნი­ლი.

ნა­თია თო­დუა:

- 2 კვი­რის წინ გა­მო­ვი­და ჩემი მე­ო­რე სინ­გლი ვი­დე­ო­თი, Love letter. youtube-ს გვერ­დზე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მოგ­ვი­ვი­და, რომ კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ფეს­ტი­ვალ Music Video Underground Festival-ის ფარ­გლებ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მიგ­ვე­ღო. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სი ყო­ველ­თვი­უ­რად იმარ­თე­ბა და მას­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან შერ­ჩე­უ­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

ერთ კვი­რა­ში მი­ვი­ღე სტა­ტუ­სი და გა­ვი­მარ­ჯვე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში - "სა­უ­კე­თე­სო სოლო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი", რაც იმის შანსს მაძ­ლევს, რომ ამ ფეს­ტი­ვალ­ზე ეს სიმ­ღე­რა ( Love letter) ლა­ივ­ში შე­ვას­რუ­ლო. გარ­და ამი­სა, იან­ვრი­დან ტურ­ნეს ვი­წყებთ, მერე ვეც­დე­ბით, რომ ამე­რი­კა­ში გარ­კვე­უ­ლი შან­სე­ბი ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვათ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ გერ­მა­ნულ MTV-ზე ეს ვი­დე­ორ­გო­ლი გა­ვი­და.

ამ ეტაპ­ზე ჩემს ბენდთან აქ­ტი­უ­რი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მაქვს. შტუდ­გარ­დში კონ­ცერ­ტის­თვის ვემ­ზა­დე­ბი. ჩემი პირ­ვე­ლი სოლო 10 იან­ვარს ბერ­ლინ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, თუ დრო და სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ და ბერ­ლინ­ში იქ­ნე­ბით, მობ­რძან­დით, დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ გულ­შე­მატ­კი­ვა­რის­თვის, ვინც ამ­დე­ნი ხა­ნია, მე­ლო­დე­ბა. მინ­და, მად­ლო­ბა ჩემი სა­კუ­თა­რი რე­პერ­ტუ­ა­რით გა­და­ვუ­ხა­დო. შეს­რულ­დე­ბა სიმ­ღე­რე­ბი პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი­დან.

- ნა­თია, ასე­თი რთუ­ლი რე­ჟი­მი რომ გაქვს - ამ­დენს დაფ­რი­ნავ, შა­ბათ-კვი­რას კი აქ, პრო­ექ­ტის ჟი­უ­რი­ში ზი­ხარ... რო­გორ ას­წრებ?

- კი, რთუ­ლი რე­ჟი­მი მაქვს - მივფრი­ნავ-მოფ­რი­ნავ, ვიღ­ლე­ბი, მაგ­რამ ამას ძა­ლი­ან მი­ვეჩ­ვიე. როცა ასე არ ხდე­ბა, მგო­ნია, რომ საქ­მე რა­ღაც კარ­გად არ მი­დის და პრობ­ლე­მაა. მი­ვეჩ­ვიე ასე ცხოვ­რე­ბას და მი­ხა­რია, როცა საქ­მე­ში ვარ. ამ დროს უფრო მარ­ტი­ვად აკ­ვირ­დე­ბი რა­ღა­ცე­ებს, რა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სო, გა­ა­კე­თო, უკე­თე­სი შექ­მნა. ამი­ტო­მაც ვცდი­ლობ, წინ წა­ვი­დე და არ გავ­ჩერ­დე.

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს" შენს ცხოვ­რე­ბა­ში რა ად­გი­ლი უკა­ვია?

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" მხო­ლოდ კონ­კურ­სი და იქ ჩემი ჟი­უ­რის წევ­რო­ბა არ არის. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ გუნდს, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს, ძა­ლი­ან და­ვუ­ახ­ლოვ­დი და ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ. თით­ქოს ეს პრო­ექ­ტი ზურ­გსაც მი­მაგ­რებს. მა­გა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ გუნ­დის სა­ხით ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ლო­დე­ბი­ან და აქ სწო­რედ მათი იმე­დი მაქვს. აქამ­დე მხო­ლოდ მშობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის და ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის იმე­დი მქონ­და, ახლა მათ ეს ჯგუ­ფი და­ე­მა­ტა. ისი­ნი ყო­ველ ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბით სი­ახ­ლე­ზე რე­ა­გი­რე­ბენ, უხა­რი­ათ, იზი­ა­რე­ბენ, მეხ­მა­რე­ბი­ან. მი­ხა­რია, რომ წელ­საც მათ­თან ერ­თად ვთა­ნამ­შრომ­ლობ.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კურსს, 23 წლის ასაკ­ში ჟი­უ­რის წევ­რო­ბა მი­წევს და ვა­ფა­სებ კონ­კურ­სან­ტებს. მათ ნამ­ღერს ვუ­წო­ნებ და რა­ღაც მი­მარ­თუ­ლე­ბა­საც ვაძ­ლევ. ეს ჩემი, რო­გორც ჟი­ურს წევ­რის, მო­ვა­ლე­ო­ბაა. სა­ბო­ლო­ოდ კი, მათ­ში ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უნდა შე­ვა­ფა­სო, რაც "ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის" შე­სა­ფე­რი­სი იქ­ნე­ბა.

- არ ხარ მკაც­რი ჟი­უ­რი...

- ვცდი­ლობ, ისე შე­ვა­ფა­სო კონ­კურ­სან­ტი, რო­გორც ეს მე, რო­გორც კონ­კურ­სანტს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და. იმ­დე­ნად კარ­გი კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან, არც ვიცი, ვინ შე­იძ­ლე­ბა ფი­ნალ­ში დარ­ჩეს. რა თქმა უნდა, მყავს ჩემი ფა­ვო­რი­ტე­ბი, თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი და მა­რი­ამ გო­გი­ბე­რი­ძე, 18 წლის გო­გო­ნა, ჩემ­თვის აღ­მო­ჩე­ნაა. არ მე­გუ­ლე­ბა ამ ასაკ­ში არც ერთი ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი. ამ ბავ­შვის სა­ხით ქარ­თულ სცე­ნას დიდი მომ­ღე­რა­ლი ეყო­ლე­ბა.

- წლე­ვან­დელ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" რა შე­დე­გებს ელო­დე­ბი?

- ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურ­სან­ტე­ბი გვყავს, ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "ევ­რო­ვი­ზია" ჩვენ­თვის მორ­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რო­მე­ლიც არ უნდა წა­ვი­დეს, 2020 წელს სა­კუ­თარ თავს ყვე­ლა გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აჩ­ვე­ნებს და ქვე­ყა­ნას გა­მორ­ჩე­ულ პრე­ზენ­ტა­ცი­ას გა­უ­კე­თებს, ვიდ­რე აქამ­დე სხვე­ბის­გან მახ­სოვს. ყვე­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, თა­ვი­სე­ბუ­რე­ბი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი და გა­მახ­სოვ­რდე­ბა. ეს კონ­კურ­სის­თვის ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, ვინ ხარ და არა ის, რა იმ­ღე­რე და შე­ას­რუ­ლე. ამი­ტომ მათი დიდი იმე­დი მაქვს...

- სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლად რას მი­იჩ­ნევ?

- ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს, როცა არ ვა­კე­თებ. არ ვე­ლო­დე­ბი იმას, ვინ შე­მა­ფა­სებს და რო­გორ. ცხოვ­რე­ბამ ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რას ფიქ­რობ თვი­თონ შენ და რას გრძნობ...

გერ­მა­ნი­ამ კი მას­წავ­ლა, რომ ხა­რისხზე უნდა იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი და არა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რაა, თუ ვინ­მეს ქა­ვე­რია, სა­დაც არ უნდა ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დე, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, სა­კუ­თარ თავ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვიყო და არ და­ვე­ლო­დო იმას, ვინ და­მიკ­რავს ტაშს და ვინ ად­გე­ბა ფეხ­ზე. ვინ გა­გიჟ­დე­ბა ჩემს შეს­რუ­ლე­ბა­ზე. მოკ­ლედ, არ ვე­ლო­დე­ბი შე­დეგს და შე­ფა­სე­ბას, ვცდი­ლობ, იყოს ხა­რის­ხი­ა­ნი, რა­საც ვა­კე­თებ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსუდან
3

მეამაყება ეს არაჩვეულებრივი გოგონა,რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია,მაგრამ ამის გამო თავი არ დაუკარგავს!უბრალო, მიმზიდველი, ორიგინალური და საყვარელია.მისი რჩევები ყოველთვის მოზომილი და მისაღებია ადრესატისთვის.სასურველი იქნებოდა,რომ კონცერტებს აქაც მართავდეს.გვიმრავლოს ასეთი ახალგაზრდები!

ჭუჭა
6

მოორე ძღაბი ? smiley

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მივფრინავ-მოფრინავ... ვიღლები, მაგრამ მივეჩვიე" - რა არის ნათია თოდუას წარმატების ფორმულა და ვის გულშემატკივრობს "საქართველოს ვარსკვლავში"

"მივფრინავ-მოფრინავ... ვიღლები, მაგრამ მივეჩვიე" - რა არის ნათია თოდუას წარმატების ფორმულა და ვის გულშემატკივრობს "საქართველოს ვარსკვლავში"

როგორც მომღერალს არაერთ კონკურსში აქვს გამოცდილება მიღებული. ბოლოს ნათია თოდუამ გერმანიაში პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსში (The Voice of Germany) გაიმარჯვა და დღესდღეობით გერმანიაში მოღვაწეობს, თუმცა პარლელურად თავისი გამოცდილებით მეგაშოუს "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრია.

ამ პროექტში უკვე მეორე სეზონია, აქტიურად არის ჩართული. მოქმედი, ახალგაზრდა, ნიჭიერი და წარმატებული მუსიკოსი სხვებს აფასებს და გარკვეულ რჩევებსაც აძლევს. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ფესტივალ Music Video Underground Festival-ის გამარჯვებული გახდა.... ნომინაცია "საუკეთესო სოლო შემსრულებელი" მოიგო. მომღერალი ნომინაციაში სიმღერისთვის Love letter იყო წარდგენილი.

ნათია თოდუა:

- 2 კვირის წინ გამოვიდა ჩემი მეორე სინგლი ვიდეოთი, Love letter. youtube-ს გვერდზე შემოთავაზება მოგვივიდა, რომ კალიფორნიაში, ფესტივალ Music Video Underground Festival-ის ფარგლებში მუსიკალური ვიდეორგოლების კონკურსში მონაწილეობა მიგვეღო. აღნიშნული კონკურსი ყოველთვიურად იმართება და მასში მთელი მსოფლიოდან შერჩეული შემსრულებლები მონაწილეობენ.

ერთ კვირაში მივიღე სტატუსი და გავიმარჯვე ნომინაციაში - "საუკეთესო სოლო შემსრულებელი", რაც იმის შანსს მაძლევს, რომ ამ ფესტივალზე ეს სიმღერა ( Love letter) ლაივში შევასრულო. გარდა ამისა, იანვრიდან ტურნეს ვიწყებთ, მერე ვეცდებით, რომ ამერიკაში გარკვეული შანსები ხელიდან არ გავუშვათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გერმანულ MTV-ზე ეს ვიდეორგოლი გავიდა.

ამ ეტაპზე ჩემს ბენდთან აქტიური რეპეტიციები მაქვს. შტუდგარდში კონცერტისთვის ვემზადები. ჩემი პირველი სოლო 10 იანვარს ბერლინში გაიმართება, თუ დრო და სურვილი გექნებათ და ბერლინში იქნებით, მობრძანდით, დასწრება თავისუფალია. ეს ყველაფერი იმ გულშემატკივარისთვის, ვინც ამდენი ხანია, მელოდება. მინდა, მადლობა ჩემი საკუთარი რეპერტუარით გადავუხადო. შესრულდება სიმღერები პირველი ალბომიდან.

- ნათია, ასეთი რთული რეჟიმი რომ გაქვს - ამდენს დაფრინავ, შაბათ-კვირას კი აქ, პროექტის ჟიურიში ზიხარ... როგორ ასწრებ?

- კი, რთული რეჟიმი მაქვს - მივფრინავ-მოფრინავ, ვიღლები, მაგრამ ამას ძალიან მივეჩვიე. როცა ასე არ ხდება, მგონია, რომ საქმე რაღაც კარგად არ მიდის და პრობლემაა. მივეჩვიე ასე ცხოვრებას და მიხარია, როცა საქმეში ვარ. ამ დროს უფრო მარტივად აკვირდები რაღაცეებს, რა შეიძლება გააუმჯობესო, გააკეთო, უკეთესი შექმნა. ამიტომაც ვცდილობ, წინ წავიდე და არ გავჩერდე.

- "საქართველოს ვარსკვლავს" შენს ცხოვრებაში რა ადგილი უკავია?

- "საქართველოს ვარსკვლავი" მხოლოდ კონკურსი და იქ ჩემი ჟიურის წევრობა არ არის. უნდა აღვნიშნო, რომ გუნდს, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს, ძალიან დავუახლოვდი და ბევრ რამეს ვსწავლობ. თითქოს ეს პროექტი ზურგსაც მიმაგრებს. მაგარია, რომ საქართველოში ამ გუნდის სახით ადამიანები მელოდებიან და აქ სწორედ მათი იმედი მაქვს. აქამდე მხოლოდ მშობლების, მეგობრების და ჩემი გულშემატკივრების იმედი მქონდა, ახლა მათ ეს ჯგუფი დაემატა. ისინი ყოველ ჩემს შემოქმედებით სიახლეზე რეაგირებენ, უხარიათ, იზიარებენ, მეხმარებიან. მიხარია, რომ წელსაც მათთან ერთად ვთანამშრომლობ.

რაც შეეხება კონკურსს, 23 წლის ასაკში ჟიურის წევრობა მიწევს და ვაფასებ კონკურსანტებს. მათ ნამღერს ვუწონებ და რაღაც მიმართულებასაც ვაძლევ. ეს ჩემი, როგორც ჟიურს წევრის, მოვალეობაა. საბოლოოდ კი, მათში ის შესაძლებლობები უნდა შევაფასო, რაც "ევროვიზიისთვის" შესაფერისი იქნება.

- არ ხარ მკაცრი ჟიური...

- ვცდილობ, ისე შევაფასო კონკურსანტი, როგორც ეს მე, როგორც კონკურსანტს გაუმჯობესებაში დამეხმარებოდა. იმდენად კარგი კონკურსანტები არიან, არც ვიცი, ვინ შეიძლება ფინალში დარჩეს. რა თქმა უნდა, მყავს ჩემი ფავორიტები, თორნიკე ყიფიანი და მარიამ გოგიბერიძე, 18 წლის გოგონა, ჩემთვის აღმოჩენაა. არ მეგულება ამ ასაკში არც ერთი ასეთი შესაძლებლობის მქონე ადამიანი. ამ ბავშვის სახით ქართულ სცენას დიდი მომღერალი ეყოლება.

- წლევანდელ "ევროვიზიაზე" რა შედეგებს ელოდები?

- ისეთი საინტერესო კონკურსანტები გვყავს, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, "ევროვიზია" ჩვენთვის მორგებული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომელიც არ უნდა წავიდეს, 2020 წელს საკუთარ თავს ყველა განსხვავებულად აჩვენებს და ქვეყანას გამორჩეულ პრეზენტაციას გაუკეთებს, ვიდრე აქამდე სხვებისგან მახსოვს. ყველა ინდივიდუალური, თავისებურებითაა გამორჩეული და გამახსოვრდება. ეს კონკურსისთვის ძალიან მომგებიანია. მნიშვნელოვანია ის, ვინ ხარ და არა ის, რა იმღერე და შეასრულე. ამიტომ მათი დიდი იმედი მაქვს...

- საკუთარი წარმატების ფორმულად რას მიიჩნევ?

- ყველაფერს ვაკეთებ იმიტომ, რომ ძალიან მაწუხებს, როცა არ ვაკეთებ. არ ველოდები იმას, ვინ შემაფასებს და როგორ. ცხოვრებამ ასეთი გამოცდილება მომცა, მნიშვნელოვანია, რას ფიქრობ თვითონ შენ და რას გრძნობ...

გერმანიამ კი მასწავლა, რომ ხარისხზე უნდა იყო დამოკიდებული და არა გადაწყვეტილებაზე. აქედან გამომდინარე, საკუთარი სიმღერაა, თუ ვინმეს ქავერია, სადაც არ უნდა ვმონაწილეობდე, ყოველთვის ვცდილობ, საკუთარ თავზე ორიენტირებული ვიყო და არ დაველოდო იმას, ვინ დამიკრავს ტაშს და ვინ ადგება ფეხზე. ვინ გაგიჟდება ჩემს შესრულებაზე. მოკლედ, არ ველოდები შედეგს და შეფასებას, ვცდილობ, იყოს ხარისხიანი, რასაც ვაკეთებ.

ენერგეტიკის თემატიკით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის სემეკი „მედია კლუბის“ განახლებულ პროექტს იწყებს

ე.წ კორონა ვირუსით ჩინეთში უკვე 9 ადამიანი გარდაიცვალა - ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?

თენგიზ სიგუა გარდაიცვალა