ავტორი:

"იღიმებოდა, მაგრამ სევდიანი სახე ჰქონდა... კიდევ როლში იყო" - რას ჰყვება ქართველი პედაგოგი მონიკა ბელუჩისთან შეხვედრის შემდეგ

"იღიმებოდა, მაგრამ სევდიანი სახე ჰქონდა... კიდევ როლში იყო" - რას ჰყვება ქართველი პედაგოგი მონიკა ბელუჩისთან შეხვედრის შემდეგ

ცოტა ხნის წინ ფრანგული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნინა კალატოზიშვილმა სოციალურ ქსელში ცნობილ მსახიობთან მონიკა ბელუჩისთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა... ვინაიდან მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული მსახიობის გამოჩენა ყველგან დიდ ინტერესს იწვევს, ქალბატონ ნინას კომენტარი ვთხოვეთ, თუ სად შეხვდა და რა შთაბეჭდილება დატოვა მასზე ლამაზმანმა:

ნინა კალატოზიშვილი:

- მონიკა ბელუჩის სპექტაკლზე ვიყავი, სადაც მარია კალასის წერილებს კითხულობდა... სპექტაკლის დამთავრებისას ავტოგრაფის გამოსართმევად მივედი. ავტოგრაფი ჩემი შვილიშვილისთვის მსურდა, რომელიც მსახიობია. ორი დღის წინ ჰქონდა პრემიერა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში. მონიკამ მის სახელზე მომცა ავტოგრაფი და წარმატება უსურვა.

- ცოტას თუ ეძლევა საშუალება ასე ახლოს ნახოს მონიკა ბელუჩის სილამაზე...

- მონიკა ბელუჩი მართლა ძალიან ლამაზი და უშუალოა! ეტყობოდა, რომ მარია კალასის გრძნობებით იყო დატვირთული, რადგან გარეთ რომ გამოვიდა თითქოს კიდევ იმ როლში იყო. კი იღიმებოდა, მაგრამ სევდიანი სახე ჰქონდა, სურათზეც ჩანს! ძალიან ლამაზად კითხულობს ამ წერილებს, უფრო სწორად ზეპირად ჰყვება, კარგი ფრანგულით. თუმცა ულამაზესი იტალიური ინტონაციით...

- ფოტოზე ისე ჩანს თითქოს საუბრობთ...

- დიახ გამომელაპარაკა... ვუთხარი, რომ ჩემი შვილიშვილი საქართველოშია და 22 წლის ასაკში პირველი სპექტაკლი ჰქონდათქო, თან ქვეყნის ყველაზე ცნობილ თეატრშითქო... გაუკვირდა და მითხრა, რა ბედნიერი ყოფილა, რომ სცენაზე ავიდაო... თეატრში ჩემი დებიუტი მხოლოდ ახლა მოხდაო... ამ საუბრის გამო შედარებით დიდხანს შევყოვნდი მასთან, რადგან ნინოს მსახიობობით დაინტერესდა. მეც რასაკვირველია ვუთხარი, რომ მისმა თამაშმა ძალიან ამაღელვა და დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი!

"კოვიდინფიცირებულებს მკურნალობა ან არ სჭირდებათ, ან თუ სჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე ვართ დამოკიდებულები" - რას წერს ინფექციონისტი

"კლინიკაში არიან მძიმე პაციენტები, 3 მართვით სუნთქვაზეა" - ინფექციურში, კორონავირუსით ინფიცირებულ 68 პაციენტს შორის ერთი თვის ჩვილიცაა

დეპუტატი გენადი მარგველაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა, ინფიცირებულია მისი შვილიც