სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული გავლენები სამცხე-ჯავახეთში - ქართველი და სომეხი ჟურნალისტების ერთობლივი კვლევა
რუსული გავლენები სამცხე-ჯავახეთში - ქართველი და სომეხი ჟურნალისტების ერთობლივი კვლევა

ქარ­თვე­ლი და სო­მე­ხი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში ჩა­ა­ტა­რე­ბუ­ლი, კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ­მა ში­და­პო­ლი­ტი­კურ­მა პო­ლა­რი­ზა­ცი­ამ, ღიად პრო-კრემ­ლის­ტუ­რი ძა­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნამ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რცე­სა და პარ­ლა­მენ­ტში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა არ მო­ახ­დი­ნა რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ პრო-რუ­სულ გან­წყო­ბებ­სა და შე­სა­ბა­მი­სი ჯგუ­ფე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ზე. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტო­რე­ბი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად გავ­ლე­ნას ახ­დენს რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბებ­ზე კვლავ უც­ვლე­ლია: უმუ­შევ­რო­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შრო­მით მიგ­რა­ცი­ა­ზე რუ­სეთ­ში, ოჯა­ხუ­რი-კლა­ნუ­რი წყო­ბა, რუ­სუ­ლი მე­დი­ის პო­პუ­ლა­რო­ბა და უნ­დობ­ლო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სის მი­მართ.

კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სფე­რო­ებს რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად ყო­ფენ. მათ შო­რი­საა გა­ნათ­ლე­ბა, მე­დია, რე­გი­ონ­ში ახა­ლი პრო-რუ­სუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შექ­მნა და შრო­მი­თი მიგ­რა­ცია.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თვის ინი­ცი­რე­ბუ­ლი 1+4-ის პრო­ექ­ტი­სა, ბევ­რი აბი­ტი­უ­რი­ენ­ტი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად რუ­სეთ­სა და სომ­ხეთ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, რად­გან რე­გი­ონ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს სომ­ხე­თის და რუ­სე­თის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კვო­ტი­რე­ბუ­ლი უფა­სო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­ას, კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბის ცნო­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­გი­ონ­ში ბევ­რი ქარ­თუ­ლი არხი მა­უ­წყებ­ლობს, მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი არ­ხე­ბი­დან იღებს, რაც ქარ­თუ­ლი ენის არ­ცოდ­ნას უკავ­შირ­დე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტის, კრის­ტი­ნა მა­რა­ბი­ა­ნის თქმით, სამ­ცხე ჯა­ვა­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა თბი­ლის­ში და მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის პრიზ­მა­ში" ხე­დავს და ის­მენს.

რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლი პრო-რუ­სუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­მო­ჩე­ნას სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, კვლე­ვა ორ­გა­ნი­ზცია პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რის, ვლა­დი­მერ ხო­მე­რი­კის მიერ ორ­გა­ნი­ზა­ცია "მე­გობ­რო­ბა და ერ­თი­ა­ნო­ბის" და­ფუძ­ნე­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. რო­გორც ცნო­ბი­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის­კე­ნაა" მი­მარ­თუ­ლი. სწო­რედ ხო­მე­რი­კის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა კი­დევ ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, "სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტია სა­ზღვრებს გა­რე­შე" და­ფუძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე აშ­კა­რად პრო-რუ­სულ ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. კვლე­ვა­ში სა­უ­ბა­რია ასე­ვე "რუ­სე­თის ჯა­ვა­ხე­თის დი­ას­პო­რა­ზე", რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლიც აგა­სი არა­ბი­ა­ნია და რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც ღიად ეწე­ვა რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გავ­რცე­ლე­ბას რე­გი­ონ­ში.

კვლე­ვა რე­გი­ო­ნის ერთ-ერთ მთა­ვარ პრობ­ლე­მად შრო­მით მიგ­რა­ცი­ა­საც ასა­ხე­ლებს. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს სა­მუ­შა­ოდ რუ­სეთ­ში წას­ვლა უწევს, რაც თა­ვის­თა­ვად იწ­ვევს მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას რუ­სეთ­ზე და შემ­დგომ რუ­სუ­ლი პრო­პაგ­ნა­დის გავ­რცე­ლე­ბას რე­გი­ონ­ში.

კვლე­ვა, რო­მე­ლიც სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნას ისა­ხავ­და მიზ­ნას, ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მე­ბის, epress.am-ის და newcaucasus-ის ქარ­თველ­მა და სო­მეხ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ა­ტა­რეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალაქია
0

იმედია ჩვენი უშიშროება სათანადო სამუშაოს ატარებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რუსული გავლენები სამცხე-ჯავახეთში - ქართველი და სომეხი ჟურნალისტების ერთობლივი კვლევა

რუსული გავლენები სამცხე-ჯავახეთში - ქართველი და სომეხი ჟურნალისტების ერთობლივი კვლევა

ქართველი და სომეხი ჟურნალისტების მიერ სამცხე-ჯავახეთში ჩაატარებული, კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებულმა შიდაპოლიტიკურმა პოლარიზაციამ, ღიად პრო-კრემლისტური ძალების გამოჩენამ საზოგადოებრივ სივრცესა და პარლამენტში მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა რეგიონში არსებულ პრო-რუსულ განწყობებსა და შესაბამისი ჯგუფების გააქტიურებაზე. მათი ინფორმაციით, ფაქტორები, რომელიც ძირითადად გავლენას ახდენს რეგიონის მოსახლეობის განწყობებზე კვლავ უცვლელია: უმუშევრობა, დამოკიდებულება შრომით მიგრაციაზე რუსეთში, ოჯახური-კლანური წყობა, რუსული მედიის პოპულარობა და უნდობლობა ოფიციალური თბილისის მიმართ.

კვლევის ავტორები რუსული გავლენების გავრცელების სფეროებს რამდენიმე ნაწილად ყოფენ. მათ შორისაა განათლება, მედია, რეგიონში ახალი პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა და შრომითი მიგრაცია.

კვლევის მიხედვით, მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ ეროვნული უმცირესობებისთვის ინიცირებული 1+4-ის პროექტისა, ბევრი აბიტიურიენტი განათლების მისაღებად რუსეთსა და სომხეთში მიემგზავრება, რადგან რეგიონში დიდი პოპულარობით სარგებლობს სომხეთის და რუსეთის მიერ გამოცხადებული კვოტირებული უფასო სასწავლო პროგრამები.

რაც შეეხება მედიას, კვლევის ავტორების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ბევრი ქართული არხი მაუწყებლობს, მოსახლეობის უმეტესობა ინფორმაციას რუსული არხებიდან იღებს, რაც ქართული ენის არცოდნას უკავშირდება. ადგილობრივი ჟურნალისტის, კრისტინა მარაბიანის თქმით, სამცხე ჯავახეთის მოსახლეობა თბილისში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას "რუსული პოლიტიკის პრიზმაში" ხედავს და ისმენს.

რაც შეეხება ახალი პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების გამოჩენას სამცხე-ჯავახეთში, კვლევა ორგანიზცია პუტინთან დაახლოებული პირის, ვლადიმერ ხომერიკის მიერ ორგანიზაცია "მეგობრობა და ერთიანობის" დაფუძნებაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ცნობილია ორგანიზაცია "საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენაა" მიმართული. სწორედ ხომერიკის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი ორგანიზაციის, "სახალხო დიპლომატია საზღვრებს გარეშე" დაფუძნება, რომელიც ასევე აშკარად პრო-რუსულ ინტერესებს ემსახურება. კვლევაში საუბარია ასევე "რუსეთის ჯავახეთის დიასპორაზე", რომლის ხელმძღვანელიც აგასი არაბიანია და რომელიც ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ღიად ეწევა რუსული პროპაგანდის გავრცელებას რეგიონში.

კვლევა რეგიონის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად შრომით მიგრაციასაც ასახელებს. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს სამუშაოდ რუსეთში წასვლა უწევს, რაც თავისთავად იწვევს მათ დამოკიდებულებას რუსეთზე და შემდგომ რუსული პროპაგნადის გავრცელებას რეგიონში.

კვლევა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რუსული გავლენების გამოვლენას ისახავდა მიზნას, ონლაინ გამოცემების, epress.am-ის და newcaucasus-ის ქართველმა და სომეხმა ჟურნალისტებმა ერთობლივად ჩაატარეს.

არემჯის საზაფხულო სკოლა 2021 იწყება

"არც ერთი პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს... ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"კატერინა ბლუმის შელახული ღირსება" წაკითხული გაქვთ? როგორ მიიყვანა ჟურნალისტმა ადამიანი თვითმკვლელობამდე..." - მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს