სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესობა გადაშენების პირას გახლავთ" - რას ყვება ბიძინა ივანიშვილი ბუნების სიყვარულზე
"მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესობა გადაშენების პირას გახლავთ" - რას ყვება ბიძინა ივანიშვილი ბუნების სიყვარულზე

"ზო­გი­ერ­თებ­მა შე­იძ­ლე­ბა ეს ჩა­მით­ვა­ლონ პი­რად ახი­რე­ბად, რად­გან ხარ­ჯე­ბი არ არის შე­დეგ­თან თა­ნა­ფარ­დო­ბა­ში, თუმ­ცა ჩემი მი­ზა­ნი მარ­ტი­ვია: ყვე­ლა ეს პარ­კი გა­და­ე­ცე­მა სა­ხელ­მწი­ფოს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მო­სახ­ლე­ო­ბას და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტუმ­რებს, ბუ­ნე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვე გა­ნი­ცა­დონ" - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­მო­ცე­მა „ვე­ლურ ბუ­ნე­ბას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში დენ­დრო­ლო­გი­ურ პარ­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

ფოტო: გა­მო­ცე­მა veluribuneba.ge

"ჩემ­თვის პი­რა­დად, ბუ­ნე­ბა არის ენერ­გი­ის უმ­თავ­რე­სი წყა­რო. სა­დაც არ ვცხოვ­რობ­დი, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი ქა­ლა­ქი­დან თავი და­მეღ­წია და ბუ­ნე­ბას­თან ახ­ლოს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რა­საც მეტ-ნაკ­ლე­ბად ვა­ხერ­ხებ­დი. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა ჩვენ­განს უნდა ჰქონ­დეს და ყო­ვე­ლი ამ პარ­კის შექ­მნი­თა და თა­ნად­გო­მით მე ზუს­ტად ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნას ვცდი­ლობ.

გი­გან­ტუ­რი ხე­ე­ბის გა­და­ტა­ნას მრა­ვა­ლი ეპი­თე­ტი მო­უ­გო­ნეს, თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ მე ეს ხე­ე­ბი გა­და­ვარ­ჩი­ნე, რად­გან უმე­ტე­სი მათ­გა­ნი უკვე გა­და­შე­ნე­ბის პი­რას გახ­ლავთ. ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის თა­ნამ­შრო­მელ ბა­ტონ ზუ­რაბ ბაგ­რა­ტი­ონ­თან ერ­თად დავ­დი­ო­დით და ხე­ებს სწო­რედ ამ კუ­თხით ვარ­ჩევ­დით.

შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მე ასი ათა­სო­ბით ხე მაქვს დარ­გუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ამას ჩემი ჰობი და­არ­ქვათ ან მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ში ნე­გა­ტი­ვის და­ნახ­ვა და ხალ­ხის­თვის სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში უნდა დას­რულ­დეს.

სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერ­თი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვირ­ტუ­ა­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში ამ­ყო­ფე­ბენ ჩვენ მო­სახ­ლე­ო­ბას, რათა ყვე­ლა მოვ­ლე­ნა მხო­ლოდ ნე­გა­ტი­უ­რი კუ­თხით შუქ­დე­ბო­დეს“, - აცხა­დებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოკა
125

საშვილიშვილო საქმეს აკეთებს. უფალმა გააძლიეროს

ვოოტ
25

მასე გრიგორიჩ, შენ საქართველოს გადასარჩენადაც კი ჩამოხვედი და ქე ვართ ახლა გადაშენების პირას... მოთხრითაც უკვე მოთხრილები გყევართ და ერთი თხოვნაღა დაგვრჩა - სანამ აიმ ნაყოფიერ ნიადაგებში გადაგვრგავ, ქე რომ ახლახან დაგვპირდი, შიგადაშიგ ცოტა წყალიც გვაპკურე ხოლმე, დავხმით კაცო ფესვებში...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესობა გადაშენების პირას გახლავთ" - რას ყვება ბიძინა ივანიშვილი ბუნების სიყვარულზე

"მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესობა გადაშენების პირას გახლავთ" - რას ყვება ბიძინა ივანიშვილი ბუნების სიყვარულზე

"ზოგიერთებმა შეიძლება ეს ჩამითვალონ პირად ახირებად, რადგან ხარჯები არ არის შედეგთან თანაფარდობაში, თუმცა ჩემი მიზანი მარტივია: ყველა ეს პარკი გადაეცემა სახელმწიფოს, რაც საშუალებას აძლევს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ბუნებასთან სიახლოვე განიცადონ" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გამოცემა „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში დენდროლოგიურ პარკებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ფოტო: გამოცემა veluribuneba.ge

"ჩემთვის პირადად, ბუნება არის ენერგიის უმთავრესი წყარო. სადაც არ ვცხოვრობდი, ყოველთვის ვცდილობდი ქალაქიდან თავი დამეღწია და ბუნებასთან ახლოს ვყოფილიყავი, რასაც მეტ-ნაკლებად ვახერხებდი. ამის შესაძლებლობა ყველა ჩვენგანს უნდა ჰქონდეს და ყოველი ამ პარკის შექმნითა და თანადგომით მე ზუსტად ამ შესაძლებლობების შექმნას ვცდილობ.

გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ. ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელ ბატონ ზურაბ ბაგრატიონთან ერთად დავდიოდით და ხეებს სწორედ ამ კუთხით ვარჩევდით.

შემიძლია გითხრათ, რომ მე ასი ათასობით ხე მაქვს დარგული, შეიძლება ამას ჩემი ჰობი დაარქვათ ან მოთხოვნილება, მაგრამ ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს.

სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ვირტუალურ რეალობაში ამყოფებენ ჩვენ მოსახლეობას, რათა ყველა მოვლენა მხოლოდ ნეგატიური კუთხით შუქდებოდეს“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გიორგი შაქარაშვილის ტრაგედია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

კობიაშვილი, სერგეენკო, მდინარაძე... - ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის?