მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები - რა წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაში
მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები - რა წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაში

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ მი­ნისტრს - მაია ცქი­ტიშ­ვილს, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილს არას­რუ­ლად აქვს გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი ან ოჯა­ხის წევ­რის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა

ამის შე­სა­ხებ „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ კვლე­ვა­ში - "მი­ნის­ტრე­ბი­სა და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი: 2019 წლის მდგო­მა­რე­ო­ბა და აღ­მო­ჩე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბი" არის მი­თი­თე­ბუ­ლი. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ნის­ტრე­ბი­სა და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი­დან:

  • 18 შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს არას­რუ­ლად აქვს გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი ან ოჯა­ხის წევ­რის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა - მათ შო­რის 3 მი­ნისტრს: ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრ მაია ცქი­ტიშ­ვილს, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნისტრს ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილს.
  • 6 შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი წილი მარ­თვის უფ­ლე­ბით სხვა პი­რის­თვის არ გა­და­უ­ცია. ეს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი არი­ან: ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იო­სებ ჭე­ლი­ძე, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი კა­კა­უ­რი­ძე, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი შალ­ვა გო­გო­ლა­ძე და ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძე, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე და შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ბად­რი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლი.
  • 4 შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი იკა­ვებს დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ას კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში - თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი წოწ­კო­ლა­უ­რი და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძე, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ხა­ნიშ­ვი­ლი.
  • 3 შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი (ან ოჯა­ხის წევ­რი) ფლობს წილს ისეთ კომ­პა­ნი­ა­ში, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მი­ნის­ტროს კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა - ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იო­სებ ჭე­ლი­ძე, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ხა­ნიშ­ვი­ლი და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნინო ენუ­ქი­ძე.
  • 1 შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა და­არ­ღვია ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის ვადა - ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იო­სებ ჭე­ლი­ძე.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვის შე­დე­გე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ, ერთი მხრივ, ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სის მქო­ნე მი­ნის­ტრე­ბი და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად არ ეკი­დე­ბი­ან ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის სა­კითხს და სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის სრუ­ლად გამ­ჟღავ­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბი­სა და მისი მო­ნი­ტო­რინ­გის არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბი, რო­გორც კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ისე პრაქ­ტი­კა, ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის სრულ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“ მი­მარ­თავს „სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­როს“, შე­ის­წავ­ლოს ამ კვლე­ვა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბი და მო­ახ­დი­ნოს შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა.

გარ­და ამი­სა, „სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­რომ“ მეტი ძა­ლის­ხმე­ვა უნდა მი­მარ­თოს დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მუ­რი პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რათა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა ვერ შეძ­ლონ ასე მარ­ტი­ვად და­არ­ღვი­ონ სა­კუ­თა­რი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის სრულ­ყო­ფი­ლი დეკ­ლა­რი­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ კვლე­ვა

კვლე­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა ვიცე-პრე­მი­ე­რი, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი, მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გა­მო­რი­ცხავს, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა არას­რუ­ლად იყოს ასა­ხუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში.

ცქი­ტიშ­ვი­ლის თქმით, კვლე­ვას არ გაც­ნო­ბია, თუმ­ცა არ ეთან­ხმე­ბა, რომ არას­რუ­ლად აქვს გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი ან ოჯა­ხის წევ­რის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა.

"არა­ვი­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბო­და დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ასა­ხუ­ლი, ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს, მე­უღ­ლე იგუ­ლის­ხმე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში, არ გვაქვს“, - აცხა­დებს ცქი­ტიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
1

და ვინც ამ სიაში არ მოხვდა, იმათ არ აქვთ საკუთარი ბიზნესინტერესები?!... ვაჰ, რამდენი ექვთიმე თაყაიშვილი გვყოლია ქვეყანაში და არ კი ვიცოდით...

ani
6

uares imsaxurebs es zxvari eri

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები - რა წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაში

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები - რა წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაში

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, სამ მინისტრს - მაია ცქიტიშვილს, ეკატერინე ტიკარაძეს და ლევან დავითაშვილს არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა

ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში - "მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები: 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები" არის მითითებული. ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეებიდან:

  • 18 შემთხვევაში თანამდებობის პირს არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა - მათ შორის 3 მინისტრს: ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს.
  • 6 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. ეს თანამდებობის პირები არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, განათლების მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და ბადრი მაისურაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ბადრი ნანეტაშვილი.
  • 4 შემთხვევაში თანამდებობის პირი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში - თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი.
  • 3 შემთხვევაში თანამდებობის პირი (ან ოჯახის წევრი) ფლობს წილს ისეთ კომპანიაში, რომლის საქმიანობაც, სავარაუდოდ, სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე.
  • 1 შემთხვევაში თანამდებობის პირმა დაარღვია ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვადა - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის შედეგები მიანიშნებს იმაზე, რომ, ერთი მხრივ, ბიზნესინტერესის მქონე მინისტრები და მათი მოადგილეები სერიოზულად არ ეკიდებიან ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხს და სამეწარმეო საქმიანობის სრულად გამჟღავნების ვალდებულებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისა და მისი მონიტორინგის არსებული სისტემები, როგორც კანონმდებლობა ისე პრაქტიკა, ვერ უზრუნველყოფს თანამდებობის პირების სრულ ანგარიშვალდებულებას.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს „საჯარო სამსახურის ბიუროს“, შეისწავლოს ამ კვლევაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

გარდა ამისა, „საჯარო სამსახურის ბიურომ“ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს დეკლარაციების სისტემის გაუმჯობესებაზე, არსებული პრობლემური პრაქტიკის გათვალისწინებით, რათა თანამდებობის პირებმა ვერ შეძლონ ასე მარტივად დაარღვიონ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის სრულყოფილი დეკლარირების ვალდებულება”, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ვრცლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევა

კვლევას გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამორიცხავს, რომ მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა არასრულად იყოს ასახული დეკლარაციაში.

ცქიტიშვილის თქმით, კვლევას არ გაცნობია, თუმცა არ ეთანხმება, რომ არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა.

"არავითარი საქმიანობა, რომელიც არ იქნებოდა დეკლარაციაში ასახული, ჩემი ოჯახის წევრებს, მეუღლე იგულისხმება ამ შემთხვევაში, არ გვაქვს“, - აცხადებს ცქიტიშვილი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტნიუსი"

ეკატერინე ტიკარაძიც ინფორმაციით, რუხის საავადმყოფოში ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი დამონტაჟდა

"გვთხოვეს მოსვლა და ჩვენი მოსაზრებები" - რაზე ისაუბრეს კობა ნაყოფიამ და გრიგოლ ვაშაძემ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან?