პოლიტიკა
მოზაიკა

13

ოქტომბერი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 22:30-ზე – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. იმუნური სისტემა დასუსტებულია. გაუფრთხილდით ხერხემალს. მოერიდეთ ქირურგიული ჩარევას. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. არ არის კარგი დღე ოჯახის შესაქმნელად. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აკავშირებდა კიევში მოკლულ ბიზნესმენს დავით კეზერაშვილთან - ვინ შეუკვეთა ქართველი ბიზნესმენის მკვლელობა?
რა აკავშირებდა კიევში მოკლულ ბიზნესმენს დავით კეზერაშვილთან - ვინ შეუკვეთა ქართველი ბიზნესმენის მკვლელობა?

ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ნი­კო­ლოზ და­ვი­თაშ­ვი­ლი 7 დე­კემ­ბერს დაკ­რძა­ლეს. ვა­კის სა­მე­ბის ტა­ძა­რი ხალ­ხით იყო გა­და­ჭე­დი­ლი. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ე­თხო­ვა ახალ­გაზ­რდას, რო­მე­ლიც, სა­ვა­რაუ­დოდ, შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის მსხვერ­პლია.

ნიკა და­ვი­თაშ­ვი­ლი კი­ევ­ში საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით ჩა­ვი­და და სას­ტუმ­რო "ჰილ­ტონ­ში"­ და­ბი­ნავ­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი მას ტე­ლე­ფონ­ზე ვერ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ, საქ­მე­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ჩა­ერ­თვნენ და 2 დე­კემ­ბერს მისი ცხე­და­რი ჭაში ჩაგ­დე­ბუ­ლი იპო­ვეს. რო­გორც კი­ე­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა გვი­თხრა, და­ვი­თაშ­ვი­ლი "ფოლკს­ვა­გე­ნის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით მას მერე გა­ი­ტა­ცეს, რაც სას­ტუმ­რო­დან გა­ვი­და.­ მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი - ორი ჩე­ჩე­ნი და ორი რუსი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს.

"და­ვი­თაშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამ პი­რებ­მა ჩა­ცხრი­ლეს მან­ქა­ნა­ში. მან­ქა­ნის­ სა­ვარ­ძელს ნა­ტყვი­ა­რი ეტყო­ბა. პირ­ველ­ადი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, ნიკა და­ვი­თაშ­ვი­ლი მძღო­ლის გვერ­დით იჯდა და მას მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე მსხდომ­მა პი­რებ­მა­ ეს­რო­ლეს. შემ­დეგ ცხე­და­რი მან­ქა­ნი­დან გა­და­ი­ტა­ნეს და ქუ­ჩა­ში, ღრმა ჭაში ჩა­აგ­დეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­დან­ ერთ-ერთს ის აუ­ცი­ლებ­ლად იც­ნობ­და. და­ნა­შა­უ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბით გახ­სნეს. ჩა­ნა­წერ­ში კარ­გად ჩანს, სას­ტუმ­რო­დან გა­მო­სუ­ლი ნიკა და­ვი­თაშ­ვი­ლი რო­გორ უახ­ლოვ­დე­ბა მა­მა­კა­ცებს. რამ­დე­ნი­მე წუთს ესა­უბ­რე­ბა, შემ­დეგ ჯდე­ბა მან­ქა­ნა­ში და მი­დი­ან. რაზე ესა­უბ­რე­ბო­და მა­მა­კა­ცი დამ­ნა­შა­ვე­ებს და რა­ტომ გაჰ­ყვა მათ, უც­ნო­ბია. ერთი ვერ­სი­ით, ამ საქ­მე­ში ქარ­თვე­ლე­ბის ხელი ურე­ვია და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, და­კა­ვე­ბუ­ლი ჩეჩ­ნე­ბი მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი იყ­ვნენ", - გვი­თხრა ჩვენ­მა წყა­რომ.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი პირი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. მკვლე­ლო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნი­კას ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ერთი ვერ­სი­ით, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მის­თვის თან­ხის გა­მო­ძალ­ვას ცდი­ლობ­დნენ. პო­ლი­ცი­ამ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მა­შინ და­ა­კა­ვა, როცა ქუ­ჩა­ში მი­ტო­ვე­ბულ იმ მან­ქა­ნას­თან დაბ­რუნ­დნენ, რი­თაც ახალ­გაზ­რდა გა­ი­ტა­ცეს.

ნიკა და­ვი­თაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ხა­ნია სას­მე­ლე­ბის ბიზ­ნე­სი ჰქონ­და­. რო­გორც მისი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, კომ­პა­ნი­ას სას­მე­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­შიც გაჰ­ქონ­და და იქაც ჰყავ­დათ ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი.

რა­ტომ მოკ­ლეს ახალ­გაზ­რდა კაცი, იმე­დია, უკ­რა­ი­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი გა­მო­ი­ძი­ე­ბენ და გა­ირ­კვე­ვა, ვინ იყო ამ შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თი.

რა აკავ­ში­რებ­და მოკ­ლულ ბიზ­ნეს­მენს და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან?! წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პოლიციამ გვიან ღამით, ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავა
ავტორი:

რა აკავშირებდა კიევში მოკლულ ბიზნესმენს დავით კეზერაშვილთან - ვინ შეუკვეთა ქართველი ბიზნესმენის მკვლელობა?

რა აკავშირებდა კიევში მოკლულ ბიზნესმენს დავით კეზერაშვილთან - ვინ შეუკვეთა ქართველი ბიზნესმენის მკვლელობა?

ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი 7 დეკემბერს დაკრძალეს. ვაკის სამების ტაძარი ხალხით იყო გადაჭედილი. უამრავი ადამიანი გამოეთხოვა ახალგაზრდას, რომელიც, სავარაუდოდ, შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია.

ნიკა დავითაშვილი კიევში საქმიანი ვიზიტით ჩავიდა და სასტუმრო "ჰილტონში" დაბინავდა. ოჯახის წევრები და ახლობლები მას ტელეფონზე ვერ უკავშირდებოდნენ, საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ და 2 დეკემბერს მისი ცხედარი ჭაში ჩაგდებული იპოვეს. როგორც კიევის პოლიციის თანამშრომელმა გვითხრა, დავითაშვილი "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომანქანით მას მერე გაიტაცეს, რაც სასტუმროდან გავიდა. მისივე თქმით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებულები - ორი ჩეჩენი და ორი რუსი მამაკაცი დააკავეს.

"დავითაშვილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ პირებმა ჩაცხრილეს მანქანაში. მანქანის სავარძელს ნატყვიარი ეტყობა. პირველადი დათვალიერებით, ნიკა დავითაშვილი მძღოლის გვერდით იჯდა და მას მანქანის უკანა სავარძელზე მსხდომმა პირებმა ესროლეს. შემდეგ ცხედარი მანქანიდან გადაიტანეს და ქუჩაში, ღრმა ჭაში ჩააგდეს. სავარაუდოდ, ამ საქმეში მონაწილეებიდან ერთ-ერთს ის აუცილებლად იცნობდა. დანაშაული სამართალდამცავებმა ვიდეოკამერებით გახსნეს. ჩანაწერში კარგად ჩანს, სასტუმროდან გამოსული ნიკა დავითაშვილი როგორ უახლოვდება მამაკაცებს. რამდენიმე წუთს ესაუბრება, შემდეგ ჯდება მანქანაში და მიდიან. რაზე ესაუბრებოდა მამაკაცი დამნაშავეებს და რატომ გაჰყვა მათ, უცნობია. ერთი ვერსიით, ამ საქმეში ქართველების ხელი ურევია და არ არის გამორიცხული, დაკავებული ჩეჩნები მკვლელობის შემსრულებლები იყვნენ", - გვითხრა ჩვენმა წყარომ.

ჩვენი ინფორმაციით, ორი პირი დანაშაულს აღიარებს. მკვლელობა, სავარაუდოდ, ნიკას ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. ერთი ვერსიით, დამნაშავეები მისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. პოლიციამ დამნაშავეები მაშინ დააკავა, როცა ქუჩაში მიტოვებულ იმ მანქანასთან დაბრუნდნენ, რითაც ახალგაზრდა გაიტაცეს.

ნიკა დავითაშვილს საქართველოში დიდი ხანია სასმელების ბიზნესი ჰქონდა. როგორც მისი ბიზნესპარტნიორები ამბობენ, კომპანიას სასმელები უკრაინაშიც გაჰქონდა და იქაც ჰყავდათ ბიზნესპარტნიორები.

რატომ მოკლეს ახალგაზრდა კაცი, იმედია, უკრაინელი სამართალდამცავები გამოიძიებენ და გაირკვევა, ვინ იყო ამ შემზარავი მკვლელობის შემკვეთი.

რა აკავშირებდა მოკლულ ბიზნესმენს დავით კეზერაშვილთან?! წაიკითხეთ სრულად

ნინო ბურჯანაძე - ყველაზე გვიან, პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

ადამიანმა თქვა, მინდა წასვლაო და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს - გიორგი გახარია ლევან სურგულაძის გადადგომაზე

"საპენსიო სააგენტოს" დირექტორი პოსტს ტოვებს -  "ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის"